„ორბიტა — აბულის ციკლოპური ციხე“ ვის ეკუთვნის პატარა ქვეყნის მომავალი — თავად მის ხალხს თუ დიდ ძალებს, რომლებიც მის გარშემო საკუთარ ორბიტებს ქმნიან? საქართველო გზაჯვარედინზე დგას. ჩრდილოეთის სამხედრო ძალა, დასავლეთის პოლიტიკური გავლენა და აღმოსავლეთის ეკონომიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები ქვეყნის მომავალზე საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ. მაგრამ არსებობს ერთი რამ, რომლის დამორჩილებაც არც ერთ ძალას არ შეუძლია — ხალხის არჩევანი. „ორბიტა — აბულის ციკლოპური ციხე“ არის თანამედროვე პოლიტიკური და ფილოსოფიური რომანი პატარა ქვეყნის დიდ გამოწვევაზე: როგორ შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა სამყაროში, სადაც ძლიერები სხვებისთვის გზის განსაზღვრას ცდილობენ? აბულის უძველესი ციკლოპური ციხე წარსულის ჩუმი მოწმეა, რომლის ქვებშიც ისტორიული მეხსიერება და მომავლის საიდუმლო იკვეთება. ეს წიგნი მხოლოდ საქართველოზე არ არის. ის ყველა იმ ქვეყანასა და ადამიანზეა, ვისაც საკუთარი გზის არჩევა სურს. რადგან თავისუფლება მხოლოდ დამოუკიდებლობის გამოცხადება არ არის. თავისუფლება საკუთარი ორბიტის არჩევის უფლებაა.
„ოქროყვავილობა“ არის პოეტურ-ფილოსოფიური ტექსტი, რომელიც გარეგნულად ფრაგმენტულ და სიურეალისტურ ფორმას ინარჩუნებს, თუმცა შიგნით მკაფიო სიუჟეტურ გზას მიჰყვება. პოეტი ემიჯნება საზოგადოებას, ტოვებს ადამიანურ ხმაურს და იწყებს მოგზაურობას სულის გარდასაქმნელად. იქ, ბუნებისა და ღმერთის ერთიან ხმაში, იგი სცილდება ძველ „მე“-ს, ერწყმის სამყაროს და „ყვავილად“ გარდაიქმნება — არსებობის სუფთა, უშუალო ფორმად. „ოქროყვავილობა“ არის მოგზაურობა გაუცხოებიდან ერთიანობამდე, ენის დაშლიდან ახალი სულიერი ხედვის დაბადებამდე.
რაზეა წიგნი: „სულის ქრონიკები: მეხსიერების ლაბირინთები“ – ფილოსოფიურ-მეტაფიზიკური მხატრვრული რომანია, რომელიც დუალურ სამყაროში აკვირდება ერთი სულის განვითარებას ოცდაოთხი, ერთმანეთთან დაკავშირებული, განსახიერებით, კოსმოსით დაწყებული და ადამიანით დამთავრებული. წიგნი აგებულია, როგორც ერთმანეთთან დაკავშირებული ერთი სულის ცხოვრების, მდგომარეობისა და შინაგანი ცვლილებების ისტორიების ციკლი, რომელიც ისტორიის სხვადასხვა პერიოდში გადის არსებობისა და თვითშეგნების სხვადასხვა ფორმას.
In these letters, de Beauvoir tells Sartre everything, tracing the extraordinary complications of their triangular love life; they reveal her not only as manipulative and dependent, but also as vulnerable, passionate, jealous, and committed. Simone de Beauvoir and Jean-Paul Sartre formed one of the most famous literary couples of the twentieth century. Their relationship took on the quality of legend and served as a model of openness and honesty for countless men and women. Sartre was revered during his lifetime as a paradigm of the modern philosophe and intellectual, but since de Beauvoir’s death in 1986, her literary reputation has threatened to eclipse Sartre’s. Her work The Second Sex is, by any standard, one of the most important and influential books of the twentieth century. When these private and revealing letters were published in France in 1990, they caused a storm of controversy. Here de Beauvoir tells Sartre everything, tracing the extraordinary complications of their triangular love life. These letters reveal de Beauvoir not only as manipulative and dependent, but also as vulnerable, passionate, jealous, and committed. This reissue of a New York Times Notable Book will inspire philosophers, writers, and lovers of literature for decades to come.
დედამიწაზე სამოთხიდან, რომელიც ადამიანის თვალით უხილავი მატერიებისგან შედგება და მოძრაობს სივრცეში, ხიდს დებენ გარდაცვლილები, რომ გადავიდნენ სამოთხეში და იქიდან ვინ სად მოხვდება ,თვითონ გარდაცვლილებს ეკისრებათ ამის გადაწყვეტა. მათ შეუძლიათ, ჯოჯოხეთში დამკვიდრდნენ და ასევე სამოთხეში დაიდონ ბინა.
ივა თადიაშვილი ქართველი ავტორი და კინომცოდნეა, რომელიც ცნობილია თავისი წვლილით თანამედროვე ლიტერატურასა და კინოში. მას გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნაშრომი, მათ შორის „მშფოთვარე გარდასახვა,“ „Sacrificium Intellectus“ და „Saturnlyrik.“ მისი პოეზია ხშირად ეხება პიროვნული გარდასახვისა და ინტელექტისგან განთავისუფლების თემებს. ლიტერატურული საქმიანობის გარდა, ივა კინემატოგრაფიაშიც მოღვაწეობს.
Sacrificium intellectus (2021-2024წ.) წინასწარ განზრახული მისტიფიკაციაა, რომელიც ემსახურება პირველ რიგში ავტორის ინტელექტის და ლოგიკის მონობიდან განთავისუფლებას და შემდეგ უკვე ზოგიერთი მკითხველისაც. კრებული მთლიანად გზაა და წინაღობები, რაც ავტორმა, ამ არქაული რიტუალის შესრულებისას გაიარა. ის ამ გზაზე განჭვრეტილ სურათებს გვიზიარებს. კრებული სწორედ ამ რიტუალის შესრულებაა და სრულიად ახლებური ხედვის შეძენის და საბოლოოდ რეალობაზე დაპატრონების წარმატებული მცდელობა.
წიგნში შესულია ესეები ავტორის ვრცელი ფილოსოფიურ-ესეისტური თხზულებიდან “ქრისტე და ანტიქრისტე რუსულ ლიტერატურაში: ლევ ტოლსტოი და დოსტოევსკი” (1900-1902), სადაც ორი დიდი რუსი კლასიკოსის შემოქმედების კვლევაზე დაყრდნობით ეპოქის უმნიშვნელოვანესი რელიგიური და ფილოსოფიური საკითხებია დასმული.
„შემოქმედების საზრისი“ ჩაფიქრებულ იქნა მარქსის, ნიცშეს, დოსტოევსკის, ჰუსერლის, ბერგსონის, შტაინერის იდეების ერთგვარ პასუხად. თვით ბერდიაევი „შემოქმედების საზრისს“ თავის ყველაზე შთაგონებულ ნაწარმოებად თვლიდა, რადგან მასში თავისი ორიგინალური ფილოსოფიური ნააზრევის სრულად გამოთქმა პირველად შეძლო.
სრულიად არ გჭირდებათ ნასა-ს ურთულესი მექანიზმები და გიგანტური მანქანები. დაეუფლეთ მზის სისტემაში თავისუფლად მოგზაურობას. ნატიფი, სულიერი ენერგიის წყალობით შეგიძლიათ, ესტუმროთ სხვა პლანეტებს და იხილოთ ღმერთის მიერ შექმნილი საოცრებანი; გასცდეთ მატერიალურ სამყაროს და კრიშნას სავანეში – თქვენი მარადიული სამყოფელისკენ იმოგზაუროთ. „იოლი მოგზაურობა სხვა პლანეტებზე“ ვრცლად მიმოიხილავს უკიდეგანო კოსმოსსა და სულიერ სამყაროს; საშუალებას გაძლევთ, თავად აირჩიოთ, საით გსურთ გამგზავრება.