რატომ არის ცხოვრების შეცვლა ასეთი რთული? რატომ ვუბრუნდებით ძველ ჩვევებს მაშინაც კი, როცა მიზანი ნათელია და სურვილი – ძალიან დიდი? G. UTRUTA-ს წიგნი „დააპროგრამე შენი ცხოვრება“ პიროვნული ტრანსფორმაციის სრულიად ახალ, პრაქტიკულ მოდელს გვთავაზობს. ავტორი იყენებს პროგრამირების მეტაფორას და გვიჩვენებს, რომ ჩვენი ცხოვრება შემთხვევითი არ არის – ის იმ უხილავ „ოპერაციულ სისტემაზე“ მუშაობს, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენმა ოჯახმა, გარემომ, წარსულმა გამოცდილებებმა და რწმენებმა დააინსტალირა.
ავტორი წიგნზე 2020 წლის ბოლოდან მუშაობდა. ეს არის ერთგვარი რომანი-წინასწარმეტყველება მომავალ ქართულ სახელმწიფოებრიობაზე, ეკლესიისა და საპატრიარქოს ბედზე. თუმცა მთავარი აქცენტი არა სისტემაზე, არამედ ინდივიდებზე, ადამიანებზეა. მაშასადამე, ეს არის რომანი ადამიანებზე, სავსე ტანჯვითა და, ამავდროულად, ზოგი პერსონაჟის უეცარი გამოღვიძებით.
წიგნში შესულია რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გამოქვეყნებული წერილები. უმეტესი მათგანი (შემოკლებული ვარიანტები), გამოქვეყნდა ჟურნალ „თბილისელებში“. წერილები სამეცნიერო-პოპულარული სახისაა, სამეცნიერო, შემეცნებითი და იდეოლოგიური მიზნით გამოქვეყნებული. დავით აღმაშენებლის პიროვნება უდიდესი შთაგონების წყაროა. შემთხვევით არ უწოდებს მის ტახტზე ასვლას მისი თანამებრძოლი ისტორიკოსი „აღმოცისკრებას მზისა ყოველთა მეფობათა“.
ეს კრებული აერთიანებს პლანეტის უძველეს ლეგენდებს მინი-ფორმატში. აღმოაჩინეთ სხვადასხვა ცივილიზაციის 50 გამორჩეული მითი, გმირი და ღვთაება ერთ კომპაქტურ გზამკვლევში. ეს 50 მითი კაცობრიობის კულტურული საძირკველია. თითოეული მათგანი გვასწავლის გამბედაობას, სიყვარულს, შეცდომებზე სწავლასა და სამყაროს მოწყობის პრინციპებს.
ტირანი მამისგან დატოვებული წყევლა, საზარელი ეჭვი სისხლით ნათესაობაზე და სიყვარული, რომელიც დანაშაულად იქცა. ელენე და ლუკა მსოფლიოს გარშემო გარბიან, რათა ალექსანდრე ერისთავის აჩრდილს დაემალონ, თუმცა ნამდვილი საფრთხე მათ შვილში იღვიძებს. ეს არის ამბავი გადამწვარ წარსულსა და საბედისწერო მემკვიდრეობაზე, სადაც მთავარი ბრძოლა საკუთარ გენეტიკასთან იწყება.