iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

სოციალური

სორტირება:

„უტოპია“ არის პოლიტიკურ-ფილოსოფიური და სოციალური ხასიათის მხატვრული ნაწარმოები, რომელიც არარსებულ სახელმწიფოსა და მასში ჩამოყალიბებულ სახელმწიფოს „საუკეთესო“ მოწყობის მოდელს აღწერს. ნაწარმოების სახელწოდება - „უტოპია“ - საზოგადო სახელად იქცა ამ ჟანრის ქმნილებებისთვის.

უტოპია
2.33ლარი

უტოპია

თომას მორი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

გასული საუკუნის 20-იანი წლები, ე.წ. „ჯაზის ხანა“ ამერიკაში ანუ დიდი დეპრესიის ეპოქა, სადაც და როდესაც კანონიდან გადახვევა წარმატების მიღწევის ლამის ერთადერთი გზაა, ერთი სიტყვით, ფულის ბატონობა. ასეთ გზით, ბუტლეგერობითაა გამდიდრებული ჯეი გეთსბი, გამდიდრებული კი იმისათვის, რომ შეყვარებულის თანაგრძნობა მოიპოვოს. მაგრამ, როგორც ავტორი ამბობს, თუმცა „აღმა მიგვყავს ჩვენი ხომალდი, მაგრამ ცხოვრება მიწყივ უკანვე გვრიყავს, წარსულისაკენ.“

დიდი გეთსბი
2.66ლარი

დიდი გეთსბი

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ეს წიგნი კათოლიციზმის ულმობელი გმობაა, იმ კათოლიციზმისა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში გავრცელდა, და საკუთარი დოგმებითა და აბსურდული კანონებით ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი ერეოდა. რომანი სხვა სოციალურ თემებსაც ეხება, როგორიც არის რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებები, ქორწინების საკითხი და ხელოვანის ადგილი იდეოლოგიზებულ საზოგადოებაში.

ჰაინრიხ ბიოლის შედევრი - „უკაცო სახლი“ - ეს არის უაღრესად დრამატული ისტორია ორი ოჯახისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიაში ცდილობს სულიერი და ფიზიკური ტკივილების მოშუშებას, ყოველდღიური პრობლემების გადალახვას, რაც ხშირად შეურაცხყოფასა და დამცირებასთან არის დაკავშირებული

უკაცო სახლი
4.22ლარი

უკაცო სახლი

ჰაინრიხ ბიოლი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

პროვინციელი ახალგაზრდა კაცი დიდ ქალაქში ჩადის და სავაჭრო ფირმაში იწყებს მუშაობას. თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ თანდათან მთავარი გმირი (რომლის სახელი უცნობი რჩება) აღმოაჩენს, რომ სრულად ხდება დამოკიდებული ფირმასა და მის ხელმძღვანელზე - პატრონზე, იმდენად, რომ ოჯახსაც მისივე კარნახით ქმნის. ეს რომანი თანამედროვე კომერციალიზებული სამყაროს გმობაა. პირველად გამოქვეყნდა 1965 წელს.

პატრონი
2.55ლარი

პატრონი

გოფრედო პარიზე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

დეპრესიულ პარიზელ ჟურანლისტ ჟილ ლანტიეს ცხოვრების გემოს უბრუნებს ლიმუზენელი ნატალი სილვენერის ბობოქარი სიყვარული, მაგრამ ნეტარება დიდხანს არ გრძელდება. პირდაპირი და მოსიყვარულე ნატალი ვერ იზიარებს „გარყვნილი“ ჟილის პარიზული ცხოვრების წესს, ჟილი კვლავ მარტოობისკენ ისწრაფვის, ნატალი კი საძილე საშუალების დიდი ულუფის მიღების შემდეგ კვდება, უტოვებს რა ჟილს წერილს სიყვარულის დასტურით.

„კუნძული“ 1961 წელს შექმნილი რომანია, რომელშიც ავტორი არისტოკრატთა უაზრობამდე მისულ, უდარდელ და უზნეო ცხოვრებას გვიჩვენებს ესპანეთის ერთ საკურორტო ქალაქში, რაც იმ დროის ესპანეთის რეალურ სახეს წარმოადგენს. გმირები ისე არიან ხალხსა და რეალობას დაშორებულები, თითქოს კუნძულზე ცხოვრობენო. ფრანკისტულ რეჟიმთან ავტორის დაპირისპირების გამო რომანი პირველად საფრანგეთში გამოქვეყნდა.

კუნძული
2.88ლარი

კუნძული

ხუან გოიტისოლო

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ბიურგერულ საზოგადოებაში ჩაკარგულ შეუმდგარ და პატარა ადამიანებს, რომელთა სიცოცხლე ხშირად ნაადრევი სიკვდილით სრულდება, ეხება კრებულში შესული სამი მოთხრობა: „ლუიზჰენი“, „ტრისტანი“ და „პატარა ბატონი ფრიდემანი“.

შტირნერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ადამიანის განთავისუფლებაა, მის ერთ-ერთ ასპექტს კი იერარქიის დანგრევა შეადგენს. იერარქიის ერთ-ერთი ფორმა "აზრთა ბატონობა, გონების ბატონობაა!", რაც იმას ნიშნავს, რომ "მათ მიერ ვითრგუნებით, ვინც აზრებს ეყრდნობა". თანაც ეს ნებაყოფლობით ხდება. ამასთან, იერარქიის დამხობა მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ცნებები გაორებულია, შინაარსს ჩამოშორებულია, რაც პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს.

იერარქია
1.88ლარი

იერარქია

მაქს შტირნერი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"იჩქითი (ცხენის ამბავი)" რუსული ლიტერატურის კლასიკოსის, ლევ ტოლსტოის მცირე პროზის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუშია, რომელშიც მეტაფორული ფორმით არის გადმოცემული ბებერი ჯაგლაგის ხანგრძლივი და რთული ცხოვრება.

შესაძლებელია თუ არა შურისძიება სისხლის დაუღვრელად? თან ისე, რომ ადამიანის ღირსება არ შეილახოს? ისე, რომ შეურაცხმყოფელმა სამარცხვინო სასჯელი დაუწესოს საკუთარ თავს? შესაძლებელია. თუ როგორ, ეს იხილეთ ფოლკნერის მოთხრობაში "მოზვრიკუდას სურნელი", რომელიც რომანის "დაუმარცხებელი" ნაწილს წარმოადგენს.

წარმოდგენილ ორ მოთხრობაში ჰაინრიჰ მანი პიროვნების (ორივე შემთხვევაში, მდედრობითი სქესის) მერკანტილურ საზოგადოებასთან შეხების შესაძლო შედეგებს გვიჩვენებს, ერთგან - ზნეობრივად სავალალოს, მეორეგან კი კონფორმისტულს.

"პატარა ლუის ეფშტაინი" გახლავთ 1903 წელს გამოქვეყნებული უაღრესად სევდიანი მოთხრობა, რომელიც დაროუმ ქრისტეშობის ტრადიციულად მხიარულ ისტორიებს დაუპირისპირა, როგორც მწარე რეალობა.