სიკვდილმისჯილი ადამიანი სიცოცხლის ბოლო დღეს თავის გრძნობებსა და შეხედულებებს გადმოსცემს, სასოწარკვეთილი შეწყალებას ითხოვს, მაგრამ ნუგეშს ვერსად ნახულობს, მღვდელიც კი დაზეპირებული ფრაზებით ესაუბრება. მოთხრობა შესაძლოა წაკითხულ იქნას, როგორც ავტორის გალაშქრება სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ (1829).
რომანის სახელწოდება, „იდიოტი“, ნაწარმოების მთავარ მოქმედ პირზე (თავადი ლევ ნიკოლაევიჩ მიშკინი) ირონიული მინიშნებაა. მისი გულღიობა, სიკეთე და უბრალოება გარშემომყოფებს შეცდომით აფიქრებინებს, რომ ის ჭკუას და გამჭრიახობას მოისაკლისებს. დოსტოევსკი ამოცანად ისახავდა „კეთილი და ყოვლად პოზიტიური“ ადამიანის სახის შექმნას და შეცნობას იმისა, თუ რას გამოიწვევდა ასეთი უნიკალური პიროვნების განთავსება მიწიერი კონფლიქტების, სურვილების, ვნებებისა და ეგოიზმის შუაგულში. შედეგად მივიღეთ ერთ-ერთი უმშვენიერესი რომანი ლიტერატურის ისტორიაში. გამოქვეყნდა 1869 წელს.
იბსენის შედევრად მონათლული ეს პიესა, რომელიც 1886 წელს დაიწერა, ერთის მხრივ, სოციალურ-პოლიტიკურ ცვლილებებსა და, მეორეს მხრივ, ღრმა და ფარულ პიროვნულ კონფლიქტს ასახავს, რაც პიესის მთავარი გმირების, როსმერისა და რებეკას სახით ვლინდება. „როსმერსჰოლმი“ ზიგმუნდ ფროიდის საყვარელი პიესა გახლდათ.
რომანის სახელწოდება, „იდიოტი“, ნაწარმოების მთავარ მოქმედ პირზე (თავადი ლევ ნიკოლაევიჩ მიშკინი) ირონიული მინიშნებაა. მისი გულღიობა, სიკეთე და უბრალოება გარშემომყოფებს შეცდომით აფიქრებინებს, რომ ის ჭკუას და გამჭრიახობას მოისაკლისებს. დოსტოევსკი ამოცანად ისახავდა „კეთილი და ყოვლად პოზიტიური“ ადამიანის სახის შექმნას და შეცნობას იმისა, თუ რას გამოიწვევდა ასეთი უნიკალური პიროვნების განთავსება მიწიერი კონფლიქტების, სურვილების, ვნებებისა და ეგოიზმის შუაგულში. შედეგად მივიღეთ ერთ-ერთი უმშვენიერესი რომანი ლიტერატურის ისტორიაში. გამოქვეყნდა 1869 წელს.
ამ თხზულებაში, რომელიც 1936 წელს გამოქვეყნდა, ანდრე ჟიდი გვიჩვენებს 1930-იანი წლების საბჭოთა კავშირის კატასტროფულ სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობას ყალბი იდეოლოგიისა და მისი ბრმა მიმდევრების ცხოვრების ფონზე. წიგნი შედგება საკუთრივ "დაბრუნებისა" და დაბრუნების "შესწორებებისგან", რაც მოგვიანებით, 1937 წელს გამოქვეყნდა.
„მასების ამბოხი“ ხოსე ორტეგა ი გასეტის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, რომელიც წიგნად 1929 წელს გამოქვეყნდა (მანამდე სტატიების სახით იბეჭდებოდა გაზეთში El Sol) და ოცზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. ავტორი ევროპის უახლესი ისტორიის განხილვის საფუძველზე აგებს ადამიანი-მასის კონცეფციას, „ბრბოსი“, რომელმაც ადამიანის აქტივობის ყველა სფეროში შეაღწია, ეხება მიზეზებს, რომლებმაც ასეთ ადამიან-მასათა უმრავლესობის მიერ უმცირესობის გაძევება გამოიწვია. წიგნის მეორე ნაწილი ერების წარმოშობის მიზეზებსა და მათი განვითარების გზებს იკვლევს.
მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ პიესად შერაცხული ეს ნაწარმოები უბრალო კომივოიაჟერის, ვილი ლომენის ამბავს მოგვითხრობს, ვინც იმდენს ოცნებობდა წარმატებაზე, რომ საბოლოოდ ოცნებაში გადასახლდა... ამერიკული ოცნება კი, მიუწვდომელი ან, უკეთეს შემთხვევაში, მისაწვდომი მხოლოდ სიკვდილის შემდეგ არის. პირველად გამოქვეყნდა 1949 წელს.
გასული საუკუნის 20-იანი წლები, ე.წ. „ჯაზის ხანა“ ამერიკაში ანუ დიდი დეპრესიის ეპოქა, სადაც და როდესაც კანონიდან გადახვევა წარმატების მიღწევის ლამის ერთადერთი გზაა, ერთი სიტყვით, ფულის ბატონობა. ასეთ გზით, ბუტლეგერობითაა გამდიდრებული ჯეი გეთსბი, გამდიდრებული კი იმისათვის, რომ შეყვარებულის თანაგრძნობა მოიპოვოს. მაგრამ, როგორც ავტორი ამბობს, თუმცა „აღმა მიგვყავს ჩვენი ხომალდი, მაგრამ ცხოვრება მიწყივ უკანვე გვრიყავს, წარსულისაკენ.“
ეს წიგნი კათოლიციზმის ულმობელი გმობაა, იმ კათოლიციზმისა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში გავრცელდა, და საკუთარი დოგმებითა და აბსურდული კანონებით ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი ერეოდა. რომანი სხვა სოციალურ თემებსაც ეხება, როგორიც არის რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებები, ქორწინების საკითხი და ხელოვანის ადგილი იდეოლოგიზებულ საზოგადოებაში.
ჰაინრიხ ბიოლის შედევრი - „უკაცო სახლი“ - ეს არის უაღრესად დრამატული ისტორია ორი ოჯახისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიაში ცდილობს სულიერი და ფიზიკური ტკივილების მოშუშებას, ყოველდღიური პრობლემების გადალახვას, რაც ხშირად შეურაცხყოფასა და დამცირებასთან არის დაკავშირებული
პროვინციელი ახალგაზრდა კაცი დიდ ქალაქში ჩადის და სავაჭრო ფირმაში იწყებს მუშაობას. თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ თანდათან მთავარი გმირი (რომლის სახელი უცნობი რჩება) აღმოაჩენს, რომ სრულად ხდება დამოკიდებული ფირმასა და მის ხელმძღვანელზე - პატრონზე, იმდენად, რომ ოჯახსაც მისივე კარნახით ქმნის. ეს რომანი თანამედროვე კომერციალიზებული სამყაროს გმობაა. პირველად გამოქვეყნდა 1965 წელს.
დეპრესიულ პარიზელ ჟურანლისტ ჟილ ლანტიეს ცხოვრების გემოს უბრუნებს ლიმუზენელი ნატალი სილვენერის ბობოქარი სიყვარული, მაგრამ ნეტარება დიდხანს არ გრძელდება. პირდაპირი და მოსიყვარულე ნატალი ვერ იზიარებს „გარყვნილი“ ჟილის პარიზული ცხოვრების წესს, ჟილი კვლავ მარტოობისკენ ისწრაფვის, ნატალი კი საძილე საშუალების დიდი ულუფის მიღების შემდეგ კვდება, უტოვებს რა ჟილს წერილს სიყვარულის დასტურით.
„კუნძული“ 1961 წელს შექმნილი რომანია, რომელშიც ავტორი არისტოკრატთა უაზრობამდე მისულ, უდარდელ და უზნეო ცხოვრებას გვიჩვენებს ესპანეთის ერთ საკურორტო ქალაქში, რაც იმ დროის ესპანეთის რეალურ სახეს წარმოადგენს. გმირები ისე არიან ხალხსა და რეალობას დაშორებულები, თითქოს კუნძულზე ცხოვრობენო. ფრანკისტულ რეჟიმთან ავტორის დაპირისპირების გამო რომანი პირველად საფრანგეთში გამოქვეყნდა.
შტირნერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ადამიანის განთავისუფლებაა, მის ერთ-ერთ ასპექტს კი იერარქიის დანგრევა შეადგენს. იერარქიის ერთ-ერთი ფორმა "აზრთა ბატონობა, გონების ბატონობაა!", რაც იმას ნიშნავს, რომ "მათ მიერ ვითრგუნებით, ვინც აზრებს ეყრდნობა". თანაც ეს ნებაყოფლობით ხდება. ამასთან, იერარქიის დამხობა მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ცნებები გაორებულია, შინაარსს ჩამოშორებულია, რაც პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს.