ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საჯარო ადმინისტრაციის მონიტორინგის პროცესში’’ კვლევის შედეგბი მზადაა პროექტზე მუშაობა თსუ-ს დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრატურის სტუდენტმა მარიამ ხუროშვილმა ექსპერტებთან ერთად დეკემბერის თვეში დაიწყო და აპრილში დაასრულა
ახალგაზრდა და მომხიბლავი ქალი გამვლელების მოზიდვა-ცდუნებას ცდილობს, მაშინ, როდესაც ლოგინში "გარდაცვლილი" ქმარი უწევს. დე ფილიპოსეული განუმეორებელი იუმორით შეზავებული მოქმედების ადგილი 1960-იანი წლების იტალიაა, ეკონომიურ ბუმსა და უმუშევრობის გაწელილ კრიზისს შორის. 1965 წელს დაწერილი პიესა არაერთხელ იქნა ეკრანიზებული და დადგმული სცენაზე.
გაზაფხულის ერთ საღამოს მოსკოვში სატანა გამოჩნდება თავისი ამალით - მოლაპარაკე კატით, მკვლელითა და მშვენიერი შიშველი მოახლით. საბჭოთა სინამდვილის ბულგაკოვისეული ფანტასტიური, მხიარული და განამადგურებელი სატირა ორ განსხვავებულ, თუმცა ურთიერთდაკავშირებულ ამბავს აერთიანებს, რომელთაგან ერთს თანამედროვე მოსკოვში აქვს ადგილი, მეორეს კი ანტიკურ იერუსალიმში. სტალინის ეპოქაში დაწერილი წიგნი მხოლოდ 1966 წელს გამოქვეყნდა და მყისვე გამორჩეულ ლიტერატურულ მოვლენად იქცა.
გარსია მარკესის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და ამაღელვებელი ნაწარმოები - „პატრიარქის შემოდგომა“ - ესსაა ბრწყინვალე ისტორია კარიბელი ტირანისა და ხელისუფლების კორუფციის შესახებ. ავტორი ქმნის მომაკვდავი დიქტატორის სახეს, რომელიც ას წელზე მეტია ხელისუფლების სათავეშია და საკუთარი ძალაუფლების ტყვედ ქმნილა უკვე. იგი სისასტიკესა და წყალობას, გულჩვილობასა და ავზნეობას შორის მერყეობს, მაგრამ ავტორი ფაქტებს ხშირად უპირისპირებს ერთმანეთს და რთულია იმის გაგება, სადაა სიმართლე და სად - გამონაგონი.
"ტრაგიკული ბუფონადა, რომელშიც ნიღბების ფორმითაა ნაჩვენები ჩვენი დროის მოსკოვის ნეპმენთა მთელი რიგი" - ასე დაახასიათა ავტორმა საკუთარი პიესა, რომელიც 1920-იანი წლების საბჭოთა რეალობის ერთ-ერთ გამოვლინებას ასახავს. პიესის პრემიერა 1926 წლის 28 ოქტომბერს შედგა ვახტანგოვის სახელობის თეატრში.
"ტრიუმფალური თაღი" - ესაა რომანი სიყვარულის, ომისა და სიკვდილის , რომანი ქალის შესახებ, რომელიც მხოლოდ ყოველწუთიერ გამარჯვებებს ესწრაფვის, და პარიზში მცხოვრები გერმანიიდან გამოქცეული ექიმისა, შიშისა და უიმედობის მუდმივი განცდით რომ ცხოვრობს. ესაა წიგნი ვნების შესახებ, რომელიც გარდუვალად ტრაგედიით უნდა დასრულდეს. შექმნილია 1945 წელს, აშშ-ში ავტორის ემიგრაციის წლებში (1939-1948).
ეს მცირე ზომის რომანი 1896-1904 წლებში იქმნებოდა, თუმცა მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა (1912 წ.). იგი მოგვითხრობს რეალური ისტორიული პიროვნების, შამილის ნაიბის, ჰაჯი მურატის რუსეთ-კავკასიის ომის დროს, 1851 წელს, რუსების მხარეზე გადასვლისა და მომდევნო წელს მათგან გაქცევის მცდელობის ამბავს.
„მოვალეობის მსხვერპლნი“ ავტობიოგრაფიული ელემენტების შემცველი პიესაა, რომელიც 1953 წელს გამოქვეყნდა. პიესა სხვადასხვა თემებს მოიცავს, მაგრამ მთავარი მასში, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს მოვალეობაა, რისი აღსრულება თანამედროვე სამყაროში მსხვერპლს მოითხოვს. იყო მოვალეობის მსხვერპლი, იონესკოს ენაზე ნიშნავს მიუზღო საზოგადოებას თავისი - შეესაბამებოდე ნორმებს, მონაწილეობას იღებდე გამოძიებაში, დააბეზღო მეზობელი და ა.შ. პიესის პრემიერა 1953 წლის თებერვალში შედგა პარიზის თეატრში „Théâtre du Quartier latin“.
„შაგრენის ტყავი“ 1831 წელს გამოქვეყნდა, თუმცა მისი ფრაგმენტები უკვე არსებობდა ჟურანლის სახით, რამაც ხელი შეუწყო ნაწარმოების მყისიერ პოპულარობას. რომანის მთავარი თემაა „ადამიანის არსებობის უდიდესი საიდუმლო“, რაც სამი სიტყვით გამოითქმის: „გსურდეს“, „შეგეძლოს“ და „იცოდე“. ნაწარმოების მთავარი გმირი, რაფაელ ვალენტენი ისურვებს, მაგრამ საბოლოოდ გაარკვევს, რომ არ შეუძლია, რადგან არ იცის, როგორ მოიხმაროს ის, რაც ისურვა.
"დასავლეთის ფრონტი უცვლელია" გახლავთ ერიხ მარია რემარკის 1928 წელს გამოქვეყნებული რომანი, რომელიც გერმანელი ჯარისკაცების ფიზიკურ და მენტალურ სტრესს აღწერს პირველი მსოფლიო ომის პერიოდში. წიგნი აკრძალული იყო ფაშისტურ გერმანიაში, მის ეგზემპლარებს ეძებდნენ და წვავდნენ. რომანი ორჯერ არის ეკრანიზებული.
„ალუბლის ბაღი“ - ესაა ჩეხოვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები და იმ პერიოდის ყველაზე ცნობილი რუსული პიესა. მის მთავარ გმირს არა პერსონაჟი, არამედ ალუბლის ბაღის სახე წარმოადგენს, რაც რუსეთის მაშინდელი თავადაზნაურობის სიმბოლოა. პიესაში ბაღი იჩეხება ანუ თავადაზნაურობის რუსეთი წარსულს ბარდება, მის ნაცვლად კი ახალი, ვაჭრებისა და მარად სტუდენტთა რუსეთი მოდის. შექმნილია 1903 წელს, პრემიერა შედგა 1904 წლის 17 იანვარს.
„ლამაზი მეგობარი“ მოპასანის რიგით მეორე რომანია, რომელიც 1885 წელს გამოქვეყნდა. იგი აღწერს ჟურნალისტ ჟორჟ დურუას მიერ უზნეო და კორუმპირებული გზით პარიზის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანის მდგომარეობის მიღწევის ამბავს, რისთვისაც ის მდიდარი და გავლენიანი ქალბატონებით მანიპულირებს.