წიგნში შესულია რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გამოქვეყნებული წერილები. უმეტესი მათგანი (შემოკლებული ვარიანტები), გამოქვეყნდა ჟურნალ „თბილისელებში“. წერილები სამეცნიერო-პოპულარული სახისაა, სამეცნიერო, შემეცნებითი და იდეოლოგიური მიზნით გამოქვეყნებული. დავით აღმაშენებლის პიროვნება უდიდესი შთაგონების წყაროა. შემთხვევით არ უწოდებს მის ტახტზე ასვლას მისი თანამებრძოლი ისტორიკოსი „აღმოცისკრებას მზისა ყოველთა მეფობათა“.
პოემა ასახავს სამყაროს შექმნასა და ევოლუციას ფერების ალეგორიის მეშვეობით, თითოეული ფერი განსახიერებულია კონკრეტული ძალებითა და როლებით. ნაწარმოები არის მოწოდება შინაგანი სამყაროს ხელახლა აღმოჩენისკენ - წესრიგის, სიხარულისა და სიმბიოზის ნამდვილი წყაროსკენ - რათა განვკურნოთ საკუთარი თავი და დედამიწა. ნაწარმოების მეორე ნაწილი დედამიწაზე ანგელოზებსა და ეშმაკებს შორის უკანასკნელ შეხვედრაზე მოგვითხრობს. მრგვალი მაგიდის გარშემო? არა, კოცონის ირგვლივ, ოთხი დროის ტყეში. ამ ღამით შეიკრიბა ყველა გილდია, ყველა ერი, ყველა პერსონაჟი: მეფე და რაინდი, იურისტი და ბანკირი, ვაჭარი და მხატვარი, მუსიკოსი და ინფორმატიკოსი, ბავშვი და მოქალაქე... დედამიწის დატოვებამდე, აი, რას ამბობენ ჩვენი ანგელოზები და ეშმაკები, რას ლაპარაკობენ.
ეს კრებული აერთიანებს პლანეტის უძველეს ლეგენდებს მინი-ფორმატში. აღმოაჩინეთ სხვადასხვა ცივილიზაციის 50 გამორჩეული მითი, გმირი და ღვთაება ერთ კომპაქტურ გზამკვლევში. ეს 50 მითი კაცობრიობის კულტურული საძირკველია. თითოეული მათგანი გვასწავლის გამბედაობას, სიყვარულს, შეცდომებზე სწავლასა და სამყაროს მოწყობის პრინციპებს.
რაზეა წიგნი: „სულის ქრონიკები: მეხსიერების ლაბირინთები“ – ფილოსოფიურ-მეტაფიზიკური მხატრვრული რომანია, რომელიც დუალურ სამყაროში აკვირდება ერთი სულის განვითარებას ოცდაოთხი, ერთმანეთთან დაკავშირებული, განსახიერებით, კოსმოსით დაწყებული და ადამიანით დამთავრებული. წიგნი აგებულია, როგორც ერთმანეთთან დაკავშირებული ერთი სულის ცხოვრების, მდგომარეობისა და შინაგანი ცვლილებების ისტორიების ციკლი, რომელიც ისტორიის სხვადასხვა პერიოდში გადის არსებობისა და თვითშეგნების სხვადასხვა ფორმას.
პიესა „გუვერნანტი ქალი“ მოგვითხრობს მე-20 საუკუნის სიცილიაში, არისტოკრატიულ ოჯახში მომუშავე გუვერნანტი ქალის ისტორიას. ვიტალიანო ბრანკატის ეს ნაწარმოები, განსაკუთრებით ფასობს, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარი, რომელიც ეხება ქალის ემანსიპაციას და პატრიარქალური საზოგადოების კრიტიკას იტალიურ ლიტერატურაში.
მორი ოგაის „მოცეკვავე გოგონა“ (舞姫 Maihime, 1890) იაპონური მოდერნიზმის პირველი მნიშვნელოვანი პროზაული ნაწარმოებია. მთავარი გმირი ტოიოტარო იაპონელი სტუდენტია, რომელიც გერმანიაში სასწავლებლად მიემგზავრება. იქ ის იცნობს ახალგაზრდა გერმანელ მოცეკვავეს, ელისეს, და მათ შორის სიყვარულის ისტორია იწყება. თუმცა, ტოიოტარო იაპონიიდან მიღებული დავალებებისა და კარიერული პასუხისმგებლობების გამო მძიმე არჩევანის წინაშე დგება — ერთი მხრივ, მისი გრძნობები ელისესადმი, მეორეს მხრივ კი მოვალეობა და ქვეყნისადმი ვალდებულება.
ივა თადიაშვილი ქართველი ავტორი და კინომცოდნეა, რომელიც ცნობილია თავისი წვლილით თანამედროვე ლიტერატურასა და კინოში. მას გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნაშრომი, მათ შორის „მშფოთვარე გარდასახვა,“ „Sacrificium Intellectus“ და „Saturnlyrik.“ მისი პოეზია ხშირად ეხება პიროვნული გარდასახვისა და ინტელექტისგან განთავისუფლების თემებს. ლიტერატურული საქმიანობის გარდა, ივა კინემატოგრაფიაშიც მოღვაწეობს.
Sacrificium intellectus (2021-2024წ.) წინასწარ განზრახული მისტიფიკაციაა, რომელიც ემსახურება პირველ რიგში ავტორის ინტელექტის და ლოგიკის მონობიდან განთავისუფლებას და შემდეგ უკვე ზოგიერთი მკითხველისაც. კრებული მთლიანად გზაა და წინაღობები, რაც ავტორმა, ამ არქაული რიტუალის შესრულებისას გაიარა. ის ამ გზაზე განჭვრეტილ სურათებს გვიზიარებს. კრებული სწორედ ამ რიტუალის შესრულებაა და სრულიად ახლებური ხედვის შეძენის და საბოლოოდ რეალობაზე დაპატრონების წარმატებული მცდელობა.