„შემეცნების ფილოსოფია და თეორია“ შესტოვის ღრმა და შეუდარებლად ორიგინალური ექსკურსია წარსულში, როგორც ყოველთვის, სხვა ფილოსოფიურ სისტემათა მიუკერძოებელი და განყენებული კვლევა-შესწავლის ფონზე, შექმნილი 1912 წელს.
„ტორტილა ფლეტი“ სტეინბეკის ადრეული (1935) რომანია, რომელშიც მოქმედებები კალიფორნიის პატარა ქალაქ მონტერეიში ვითარდება. ამ რომანში სტეინბეკი ჯგუფად ქცეული ადამიანის - ფალანგის ფილოსოფიას გვაცნობს. ტორტილა ფლეტის მრგვალ მაგიდაში სტეინბეკმა ასეთი ფალანგის იდეალური დაბადება, სიცოცხლე და სიკვდილი წარმოიდგინა. რომანი რამდენჯერმეა ეკრანიზებული.
ჯონ სტეინბეკის 1937 წელს გამოქვეყნებული ნოველა „ამბავი თაგვთა და კაცთა“, რომელიც არაერთხელ იქნა ეკრანიზებული და სცენაზე დადგმული, დიდი დეპრესიის პერიოდში ორი მეგობრის, ჯორჯისა და ლენის, თავგადასავლის შესახებ გვიამბობს. ამბავი რანჩოზე ხდება, სადაც ისინი მუშებად არიან ჩამოსულნი და საღამოობით ოცნებებს ეძლევიან საკუთარი საქმისა და მყუდრო გარემოს, კურდღლების მოშენებისა და წიწილების მოვლის შესახებ, ოცნებებისა, რომლებსაც ახდენა არ უწერია.
ჰოულების ერთ დროს არისტოკრატული ოჯახის მემკვიდრე ითენ ალენ ჰოული ოჯახისა და გარემოს გავლენით გამდიდრების, ფულის შოვნის გზას ადგება, გზას, რომელიც უშუალოდ დანაშაულებრივი არ არის, მაგრამ ღრმად არაეთიკურია. მისი „ცთუნებისა“ და „დაცემის“ ფონზე რომანი 1950-60-იანი წლების აშშ-ის მატერიალისტურ, სულიერებადაკარგულ ყოფას გვიჩვენებს. ამ რომანმა, რომელიც 1961 წელს გამოქვეყნდა, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სტეინბეკისთვის ნობელის პრემიის მინიჭებას.
„მარგალიტი“ ჯონ სტეინბეკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, რომელიც ადამიანის სიხარბისა და შურიანობის თემებს ეხება. კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოტივს სიღარიბის თემა წარმოადგენს და დაბრკოლება, რაც ღარიბი კაცის წინაშეა აღმართული სიმდიდრისკენ გზაზე. მოთხრობა 1947 წელსაა დაწერილი მექსიკაში გაგონილი თქმულების საფუძველზე.