iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

ჭირვეულის მორჯულება

უილიამ შექსპირი

"ჭირვეულის მორჯულება" უილიამ შექსპირის კომედიაა, რომელიც, მკვლევართა აზრით, 1590 და 1592 წლებს შორის უნდა იყოს დაწერილი. ესაა პიესა პიესაში, სადაც მთავარი პერსონაჟი პეტრუჩიო  ფსიქოლოგიური წნეხის გზით ცდილობს ჭირვეული და ქედმაღალი კატარინას მორჯულებას. ზოგი კრიტიკოსის აზრით პიესა მიზოგინიის ელემენტებს შიცავს.

1.33ლარი

მეთორმეტე ღამე

უილიამ შექსპირი

"მეთორმეტე ღამე" - ესაა მხიარული პიესა უპასუხო, ცალმხრივი სიყვარულის შესახებ. ტყუპები საზღვაო კატასტროფის განცდის შემდეგ უცხო მიწაზე აღმოჩნდებიან. პირველ მათგანს, ვიოლას, ორსინო შეუყვარდება, ვინც ოლივიაშია შეყვარებული, რომელსაც, თავის მხრივ, ვიოლა შეუყვარდება, ამ უკანასკნელს კი მალვოლიო აღმერთებს. გამოჩნდება სებასტიანო... ფერიცვალებათა სერიის შემდეგ ყველაფერი კეთილად სრულდება. პიესა თარიღდება 1601-02 წლებით.

1.55ლარი

ზაფხულის ღამის სიზმარი

უილიამ შექსპირი

"ზაფხულის ღამის სიზმარი" შექსპირის კომედიაა, რომელიც 1590 და 1596 წლებს შორის დაიწერა. იგი აღწერს ათენის მთავარ თეზეუსისა და იპოლიტას ქორწინებასთან დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებშიც ფერიების მიერ მანიპულირებადი ოთხი ახალგაზრდა ათენელი და ექვსი მოყვარული მსახიობია გახლართული. წარმოადგენს შექსპირის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პიესას.

1.77ლარი

ქარიშხალი

უილიამ შექსპირი

"ქარიშხალი", როგორც ვარაუდობენ, 1610-11 წწ. უნდა იყოს დაწერილი. მოქმედება კუნძულზე მიმდინარეობს, სადაც ჯადოქარი პროსპერო, მილანის კანონიერი ჰერცოგი, გეგმავს თავისი ქალიშვილი მირანდა კუთვნილ ადგილზე დააბრუნოს, რისთვისაც ილუზიებსა და ოსტატურ მანიპულაციებს იყენებს.

1.88ლარი

საწყაული საწყაულისა წილ

უილიამ შექსპირი

1623 წელს გამოქვეყნებული პიესა 1603 ან 1604 წელს უნდა იყოს დაწერილი. ქალაქ ვენის მთავარი დიპლომატიური მისიით მიემგზავრება სამფლობელოდან და ხელისუფლებას ავტორიტარ ანჯელოს უტოვებს, რომელიც თვლის, რომ ქალაქი გარყვნილებაშია ჩაფლული და კანონების გამკაცრებისკენ ისწრაფვის, ამას კი მრავალი უსამართლობა მოყვება. "საწყაული საწყაულისა წილ" მკვლევარების მიერ კომედიადაა კლასიფიცირებული და ბარდის ერთ-ერთ პრობლემურ პიესად მიიჩნევა.

1.88ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

ამ პატარა სტატიაში გადმოცემულია თომა აქვინელის ანგელოლოგიის ძირითადი დებულებები.

ამ პატარა სტატიაში დასაბუთებულია, რომ იოანე დამასკელი იყო არამარტო დიდი თეოლოგი, არამედ შესანიშნავი ფილოსოფოსიც.

ამ პატარა სტატიაში თეოლოგია და ფილოსოფიაა შედარებული და თეოლოგია გაკრიტიკებულია ფილოსოფიური პოზიციიდან.

არსებობს ისტორიული და სახარებისეული იესო, რომლებიც არ არიან იდენტურნი. ავტორი ცდილობს გვიჩვენოს, რომ იესო ქრისტეს ის სურათი, რომელიც სახარებებშია წამოდგენილი, ნეგატიურ ასპექტებს გულისხმობს.

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს თომა აქვინელის ნაშრომის "თეოლოგიის კომპენდიუმის" რამდენიმე თავის თარგმანს.

1.არის თუ არა ღმერთის არსებობა თავისთავად ცხადი? 2.შესაძლებელია თუ არა ღმერთის არსებობის დამტკიცება? 3

ფილოსოფოსმა ბერტრან რასელმა თავის ნაშრომში "რატომ არ ვარ ქრისტიანი" გააკრიტიკა იესო ქრისტეს პიროვნება. ამ სტატიაში ავტორი ცდილობს გვიჩვენოს, რომ ბერტრან რასელის მიერ ქრისტეს პიროვნების კრიტიკა გარკვეულ სუსტ წერტილებს შეიცავს.