რომანი ეძღვნება რომანტიზმით, მოგზაურობისა და თავგადასავლების ჟინით გამსჭვალულ ახალგაზრდობას. აქ მკითხველი იხილავს საინტერესო და მრავალფეროვან ისტორიას, რომელიც თავს გადახდა რამდენიმე ქართველ ახალგაზრდას ერაყში ყოფნის დროს. ისინი რომანტიულ - ავანტურისტული იდეებითა და მიზნებით შეპყრობილნი მოგზაურობენ ამ უძველეს ქვეყანაში და ეძებენ „სადამ ჰუსეინის გადამალულ განძს“.
რომანში მოქმედება აღმოსავლეთის წმინდა ყვავილით — ტიტებით სავსე შუა საუკუნეების სტამბოლში ხდება და მოგვითხრობს ოსმანთა სამეფო კარის მსახურის — ყარა შაჰინის ამბავს, რომელიც ქორწინების დღეს საყვარელ ადამიანს კარგავს და თავადაც ძლივს აღწევს თავს საშინელ განსაცდელს. ამის შემდეგ მისი მიზანი დანაკარგის საიდუმლოს ამოხსნა ხდება, თუმცა, როგორც ტიპურ სათავგადასავლო-ავანტიურისტულ რომანს შეეფერება, „გლოვის წვეთშიც“ პარალელურად სხვა საინტერესო და დაძაბული სიუჟეტური ხაზებიც ვითარდება.
„ჩვენი აზრით, მკითხველმა, რომელიც სიყვარულს არ იცნობს, ეს წიგნი საერთოდ არ უნდა წაიკითხოს, რადგან დარწმუნებული ვარ, როგორი გამოცდილიც უნდა იყოს მწერალი სიყვარულის საკითხში, როგორი სარწმუნო რამეებიც უნდა თქვას, თუ წიგნის თემა განშორება, სევდა და ტკივილია, რაც ყველას ემძიმება, ვერავის დააჯერებს, რომ სიყვარულის შესახებ შესაძლოა, რაიმე საინტერესო გვითხრას
ანტიკური რომის შესახებ შექმნილ რომანთაგან "სპარტაკი" უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე წარმტაცი საკითხავია. მასში მოთხრობილია მონათა აჯანყების ამბავი სპარტაკის, თავადაც მონადყოფილის მეთაურობით, რომელიც მთელ თავის სიცოცხლესა და ძალებს თავისუფლებისთვის ბრძოლას უძღვნის. ეს არის რომანი ამაღლებული და დრამატული სიყვარულის, მეგობრობისა და ღალატის, გამარჯვების სიხარულისა და მარცხის სიმწარის შესახებ.

"გივი შადური" - ესაა ცხოვრების მიერ გატეხილი და დათრგუნული ადამიანის, ამბის მთხრობელის, ისტორია, გამსჭვალული ღრმა ემოციურობითა და ფსიქოლოგიზმით. რომანი ხუთი დამოუკიდებელი მოთხრობისგან შედგება, რომლებიც არაქრონოლოგიურადაა დალაგებული, რაც ერთობ მიმზიდველს ხდის ისტორიას. გამოქვეყნდა 1928 წელს.
სამეცნიერო ფანტასტიკის ფუძემდებლის ეს კლასიკური რომანი 1870 წელს გამოქვეყნდა. მასში მოთხრობილია იდუმალებით მოცული კაპიტან ნემოსა და მისი წყალქვეშა ხომალდის "ნაუტილუსის" ამბავი, რომელზეც საზღვაო კატასტროფის შედეგად აღმოჩნდებიან პროფესორი არონაქსი, მისი მსახური კონსეი და კანადელი ვეშაპებზე მონადირე ნედ ლენდი.
ლეგენდა უთავო მხედრის შესახებ, რომელსაც ფესვები მრავალი ხალხის ფოლკლორში აქვს გადგმული, უფრო ღრმად მიდის, ვიდრე ვაშინგტონ ირვინგის ცნობილი ისტორია. კაპიტან მაინ რიდის რომანი ki, გამოქვეყნებული ორმოცი წლით გვიან, ცნობილ ტეხასურ გადმოცემას ეფუძნება. მასში მოთხრობილია მორის ჯერალდისა და ლუიზა პოiნდექსტერის სიყვარულის, ლუიზას ძმის, ჰენრის მკვლელობისა და ამ უკანასკნელის მკვლელის ძიების იდუმალებით მოცული ამბავი. პირველად გამოქვეყნდა 1866 წელს.
1926 წლიდან მოყოლებული, ვინი პუჰი და მისი მეგობრები - დრუნჩა, ჭოტი, ვეფხვი და მუდამ ნაღვლიანი იო-იო - დღემდე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენენ მკითხველზე. ესაა ა.ა. მილნის ქმნილებები, რომლებიც მან თავისი შვილის, ქრისტოფერ რობინისთვის გამოიგონა. ეს პერსონაჟები და მათი ამბები - ბავშვობის განძია, რომლებიც დღემდე ისეთი გულწრფელობით გვესაუბრებიან, რაც ჭეშმარიტ თხრობას გამოარჩევს.
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ისტორიული რომანი, რომელიც დიუმას საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება, მოგვითხრობს ედმონდ დანტესის, ახალგაზრდა და პატიოსანი მეზღვაურის ამბავს, რომლის ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდება, როდესაც ნაპოლეონის მმართველობის უკანასკნელ წლებში მას ცრუ ბრალდებას წაუყენებენ და სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან. წლების შემდეგ დანტესი გაქცევას ახერხებს და ახლა უკვე შეუძლია შურისძიების გეგმის განხორციელება, რომელიც საგულდაგულოდ აქვს მოფიქრებული.