ისტორიული რომანი: „და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს“ აქამენიდთა სპარსეთის იმპერიაზე მოგვითხრობს. მიუხედავად იმისა, რომ იგი თანამედროვე სამეცნიერო კვლევებსა და ანტიკურ წყაროებზეა დაფუძნებული, ავტორი ამბავს მაინც თავშესაქცევი, თითქმის ეროტიკული თხრობით გადმოგვცემს. სასახლის ინტრიგები, სისხლისმღვრელი ომები, თავბრუდამხვევი თავგადასავლები, შორეული მოგზაურობები და სასიყვარულო ისტორიები მკითხველს რომანის აკადემიურობას სრულიად ავიწყებს.
"თამარ დედოფალი" (1903) ჰამსუნის მეხუთე და ბოლოსწინა პიესაა, რომლის შთაგონების წყაროს საქართველოს ისტორია წარმოადგენს, რასაც ავტორი 1899 წელს კავკასიაში მოგზაურობისას გაეცნო. პიესა მოგვითხრობს თამარისა და მუსლიმთა ხანის ომის ამბავს, რომელსაც რომანტიულ ხაზად დედოფლისა და მისი მეუღლის, მთავარ გიორგის ურთიერთობა გასდევს. პიესა შესრულდა კნუტ ჰამსუნის დაბადების 150 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე 2009 წელს.
გარდა იმისა, რომ დიმიტრი უზნაძეს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ფსიქოლოგიური სკოლის დაფუძნება-განვითარებაში, მას ასევე მრავალი ისტორიული ნაშრომი აქვს შექმნილი. ერთ-ერთი მათგანია აქ წარმოდგენილი წიგნი, "მაჰმადი და მისი მოღვაწეობა", სადაც დიმიტრი უზნაძე ავტორ-რედაქტორის აპლუაში წარმოდგება.
ეს მცირე ზომის რომანი 1896-1904 წლებში იქმნებოდა, თუმცა მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა (1912 წ.). იგი მოგვითხრობს რეალური ისტორიული პიროვნების, შამილის ნაიბის, ჰაჯი მურატის რუსეთ-კავკასიის ომის დროს, 1851 წელს, რუსების მხარეზე გადასვლისა და მომდევნო წელს მათგან გაქცევის მცდელობის ამბავს.
„ოთხმოცდაცამეტი წელი“ ვიქტორ ჰიუგოს უკანასკნელი რომანია, რომელიც 1874 წელს გამოქვეყნდა. იგი რესპუბლიკელთა წინააღმდეგ მონარქიის მომხრეეების კონტრრევოლუციურ ბრძოლას, ე.წ. ვანდეას აჯანყებას ასახავს. სხვადასხვა პერსპექტივით დანახული მოვლენები უსაზღვრო გზნებითა და ამ პერიოდის ღრმა ცოდნით შექმნილ ნაწარმოებში დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
რომანში აღწერილია 1918 წლის ომი უკრაინის დამოუკიდებლობისთვის, რომელშიც რამდენიმე მხარე იყო ჩართული - თეთრები, წითლები, გერმანიის იმპერიალისტური ჯარი და უკრაინელი ნაციონალისტები. რომანის პერსონაჟები ინტელექტუალთა წრეს ეკუთვნიან, რომლებიც სამოქალაქო ომის სოციალურ კატაკლიზმს განიცდიან. ნაწარმოები პირველად გამოქვეყნდა 1925 წელს.
რომანი ლეიტენანტ ფრედერიკ ჰენრისა და მედდა ქეთრინ ბარკლის უაღრესად ამაღელვებელი და ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს პირველი მსოფლიო ომის მოქმედებათა ფონზე. ომი ვერაფერს აკლებს მათ სიყვარულს, მაგრამ იარაღთან გამოთხოვება სიმშვიდეს როდი ნიშნავს. არსებობს კიდევ რაღაც, რაც ომზე უარესია, რაც ყველაფერს ანადგურებს - ეს სიკვდილია!