პრაქტიკოსი ფსიქოლოგის სვეტლანა როიზის წიგნი ბავშვებისა და უფროსებისთვის განკუთვნილი საიდუმლოებათა კრებულია. ბავშვები, რომლებიც კითხულობენ, თამაშობენ, ითავისებენ ამ წიგნში შესულ საიდუმლო ისტორიებს, შეძლებენ შემზადებას „უფროსების სივრცეში“ გასასვლელად. უფროსები კი უფრო თავდაჯერებულად და კომფორტულად იგრძნობენ თავს ბავშვთა სამყაროში
„მდოგვის მარცვალი“ - ეს არის თომას სახარების ოშოსეული განმარტება და ამავე დროს შეიძლება ითქვას საუკეთესო წიგნის ქრისტეზე. „მდოგვის მარცვალი“ - ეს არის წიგნი, რომლის ფურცლებზეც მიმოფანტულია შეუქცევადი რევოლუციის მარცვლები, რომლებსაც მხოლოდ შემჩნევა და დანახვა უნდა, რათა დაიწყოს ზრდა და განვითარება.
რომანი აგებულია ნამდვილ ამბავზე დაყრდნობით! მოვლენები ერთ პატარა სოფელში ვითარდება. ოჯახი საცხოვრებლად დაწყევლილ ადგილას გადადის... ამის შემდეგ, რაც მათ ცხოვრებაში და საერთოდ ამ სოფელში ხდება, წესით არაფერი უნდა ჰქონდეს საერთო რეალობასთან. სიკვდილი ჩვეულებრივი მოვლენა გახდა და თითქოს ყველა შეეჩვია, აღარავის უკვირს და აღარც გაურბიან
იასპერსის, ჰუსერლის, ჰაიდეგერის იდეათა კვალდაკვალ ლუდვიგ ბინსვანგერმა შექმნა ეგზისტენციალური ანალიზის უნიკალური თეორია, რომლის გამოყენებით შესაძლებელია მივუახლოვდეთ ადამიანის "მიუწვდომელი ფსიქიკური ცხოვრების" მეცნიერულ გაგებას, რის დემონსტრირებას გვთავაზობს წინამდებარე წიგნში თავისი პაციენტის, ელენ ვესტის, მაგალითზე.
"ეპოპეია" - ესაა აღწერა პოსტ-მენშევიკურ პერიოდში ქართული ემიგრაციის ბედისა, უსასოო და უსახსრო მდგომარეობისა ახალგაზრდების, რომლებიც განათლების მისაღებად თუ უბრალოდ თავის გადასარჩენად ოსმალეთისა, და მისი გავლით ევროპისკენ ეშურებიან. მემუარი ასევე მრავლად შეიცავს პოლიტიკურ შეფასებებს.
წიგნში მოთხრობილია გასული საუკუნის 90-იან წლებში სამეგრელოში განვითარებული მოვლენები. ზუგდიდი აჩრდილებად ქცეულ ადამიანად ქცეულა. ტრაგიკული მვლენების ფონზე, ახალგაზრდა სტუდენტი ლადო ლანდია ცდილობს გადარჩეს. აქ აღწერილია ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის, რომელშიაც აუცილებელია სიკეთის გამარჯვება, რისთვისაც საჭიროა ბოლო მოეღოს საზოგადოების გათითოკაცებას. რომანი „იქ, სადაც დავიკარგეთ“ და წიგნში შესული რამდენიმე მოთხრობა მოწოდებაა სიყვარულისკენ, რომლის გარეშეც ძნელია ბედნიერების მოპოვება.
"ორფევსი ჯოჯოხეთში ეშვება" - ესაა მოწოდება სულიერი და შემოქმედებითი თავისუფლებისკენ, ისევე, როგორც შეუწყნარებლობისა და რასიზმის პორტრეტი. როდესაც მოხეტიალე ველ ქსევერი ქალაქში გამოჩნდება თავისი გიტარითა და გველის ტყავის ქურთუკით, ის სიძულვილისა და მიზიდულობის სასხლეტად იქცევა სამი მიტოვებული სულის: მაღაზიის მეპატრონე ლეიდი ტორენსის, "გარყვნილი" კეროლ კეტრირისა და რელიგიური ნათელმჭვრეტის ვი ტელბოტისთვის.
საოკეანო ლაინერზე მოყვარულ მოჭადრაკეთა ჯგუფი დიდ ჩემპიონ ჩენტოვიჩს გამოიწვევს. თავიდან ისინი აგებენ, მაგრამ შემდეგ სიტუაცია იცვლება. ვინ არის ის ფერმკრთალი კაცი, რომელიც მათ ყველა ნაბიჯს ხელმძღვანელობს? "საჭადრაკო ნოველა" - ესაა ამბავი იდუმალებისა და ინტრიგების, ასევე მონათხრობი ადამიანის უძლეველ სულზე. პირველად გამოქვეყნდა 1941 წელს.
ესაა ტენესი უილიამსის პირველი დიდი წარმატება და ყველაზე პოპულარული პიესა ამერიკულ საზოგადოებრივ თეატრებში. იგი 1930-იან წლებში იწყება უინგფილდების ბინის უკანა მხარეს. ტომი მოგვითხრობს ამბავს. მთავარი მოქმედი პირები: ამანდა, ლორა და ჯიმი. მოქმედება თითქოს მეხსიერებაში ხდება. თქვენ წარსულში ბრუნდებით და იგებთ ფაქტებს წარსულის შესახებ პიესის მიმდინარეობასთან ერთად.