"დედა კურაჟი და მისი შვილები" თანამედროვე თეატრის ერთ-ერთ უდიდეს დრამატულ ნაწარმოებადაა მიჩნეული და ბერტოლტ ბრეხტის ყველაზე მგზნებარე და ფუნდამენტურ განცხადებას წარმოადგენს ომის წინააღმდეგ. პიესის მოქმედება მე-17 საუკუნეში მიმდინარეობს და აგებულია ანა ფირლინგის ("დედა კურაჟი"), მოხეტიალე მოვაჭრის გარშემო, რომელიც თავის ფურგონსა და შვილებს ევროპის რელიგიური ომების ქარცეცხლში დაატარებს.
„უკმაყოფილება კულტურით“ ზიგმუნდ ფროიდის 1930 წლის ნაშრომია. 1921 წელს გამოქვეყნებულ „მასების ფსიქოლოგიასა და ეგოს ანალიზთან“ ერთად იგი ფროიდის ყველაზე ამომწურავი კულტურულ-თეორეტიკული ტრაქტატია. ეს გახლავთ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტექსტი კულტუროლოგიის სფეროში, რომელიც კულტურასა და ინსტინქტურ იმპულსებს შორის კონტრასტებს განიხილავს.
წიგნში საუბარია ორი მეგობრის "თბილისურ" ამბებზე. ბესო აბაშიძე ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით იტანჯება. მის გვერდით მყოფი კოსტა არაბული კი, ცდილობს ქაოტური ამბები ერთმანეთთან შეაკავშიროს. სექსი, ნარკოტიკები, კუდში ადევნება, თვალთვალი, სოციუმის განუწყვეტელი მცდელობა შენი ბედი შენს გარეშე გადაწყვიტონ.
"ჯალათი" უკიდურესად ინტენსიური მოთხრობაა, რომელშიც ავტორი ადამიანის ბუნებას კიცხავს, მარადიულად რომაა ბოროტებას გადაწნული; ღმერთი გულგრილია ადამიათა ხვედრისადმი; მესიას არ ძალუძს ადამიანთა ხსნა. ჯალათია ერთადერთი, ვისაც ეს ძალუძს, სპობს რა მათი ბიწიერი ქმედებების შედეგს დედმიწაზე.
"ცხოვრების მეცნიერება" იკვლევს ინდივიდუალურ ფსიქოლოგიას, როგორც დამოუკიდებელ მეცნიერებას და მის სხვადასხვა ასპექტებს განიხილავს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ მოვლენებთან მიმართებით, როგორიცაა სიყვარული, ქორწინება, სექსი, ბავშვთა აღზრდა და სხვა, ამ ყველაფერს კი არასრულყოფილებისა და უპირატესობის კომპლექსების ჭრილში აკეთებს. "ცხოვრების მეცნიერება" - ესაა ფუძემდებლური ტექსტი ფსიქოანალიზის ისტორიაში.
საფრანგეთში 1937 წელს გამოქვეყნებული ეს უმნიშვნელოვანესი ესსეი შემობრუნების მომენტად ითვლება სარტრის ფილოსოფიაში. მის შექმნამდე სარტრი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ფენომენოლოგიას, კერძოდ ჰუსერლსა და ჰაიდეგერს. წინამდებარე ნაშრომით სარტრმა შეუტია ტრანსცენდენტული ეგოს ჰუსერლისეულ გაგებას, ხოლო ჰუსერლთან განხეთქილებამ, თავის მხრივ, ხელი შეუწყო სარტრის გადასვლას ფენომენოლოგიიდან ეგზისტენციალურ დოქტრინებზე.
დიდი ესპანელის ფილოსოფიურ-რელიგიური თხზულება 1924 წელს საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნისას დაიწერა. გარდა საკუთრივ ქრისტიანობის გააზრებისა, როგორც შინაგანი ბრძოლის, პატრიოტი მწერალი ესპანეთის თანადროულ პრობლემებსაც ეხმიანება, კერძოდ კი პრიმო დე რივერას დიქტატურას, რომლის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო თავად.
მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასის წინა ნაშრომი – „არსებობა, როგორც თანაზიარება“ სრულიად სამართლიანად მოიაზრება XX საუკუნის დასასრულის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან თეოლოგიურ წიგნად. ის დიდი ხანია, გავლენას ახდენს ეკუმენურ დისკუსიებზე და ბევრი ეკლესიის ლექსიკონსა და ვარაუდებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი საკუთარი თვითშეგნებისა და სამღვდელო ხელდასხმის სპეციფიკური გაგების გააზრებას ცდილობენ. თუმცა, რასაც ზიზიულასი ეკლესიის შესახებ ამბობდა, იმ არგუმენტთა წყებით იყო გამყარებული, რასაც ჩვენ სიტყვა „ღმერთში“ ვგულისხმობთ და იმითაც, თუ როგორ აყალიბებს ღმერთზე ჩვენი წარმოდგენა ყოფიერების ჩვენსავე ხედვას. მომდევნო გვერდებზე ეს შთაბეჭდილებები უფრო და უფრო ღრმად არის გააზრებული და საფუძვლიანად აყალიბებს მთელი ქრისტიანული თეოლოგიის ამომწურავ მოდელს.
წინამდებარე კრებულში შესულია ალბერტ აინშტაინის ოთხი ესსეი და დიალოგი, რომლებშიც დიდი მეცნიერი და ფილოსოფოსი საკუთარ შეხედულებებს გამოთქვამს მეცნიერების მომავლის, რელიგიისა და მეცნიერების კავშირის, ფილოსოფიის მიზნისა და დანიშნულების, და სხვა საკითხების შესახებ მეოცე საუკუნის რეალობათა ფონზე.