ნიკოლაი ბერდიაევი ამ წიგნს აღწერს, როგორც „ფილოსოფიურ ავტობიოგრაფიას, სულისა და თვითშემეცნების ისტორიას“. ეს წიგნი არა მხოლოდ ავტობიოგრაფიულია, ის ასევე კრიტიკული თვითშეგნების შრომაცაა. ბერდიაევი საკუთარ იდეებსა და საკუთარ ცხოვრებას ფილოსოფიურ შესწავლას უქვემდებარებს, რათა თავისი „საკუთარი ხატი და საბოლოო ბედი“ აღმოაჩინოს.
"თამარ დედოფალი" (1903) ჰამსუნის მეხუთე და ბოლოსწინა პიესაა, რომლის შთაგონების წყაროს საქართველოს ისტორია წარმოადგენს, რასაც ავტორი 1899 წელს კავკასიაში მოგზაურობისას გაეცნო. პიესა მოგვითხრობს თამარისა და მუსლიმთა ხანის ომის ამბავს, რომელსაც რომანტიულ ხაზად დედოფლისა და მისი მეუღლის, მთავარ გიორგის ურთიერთობა გასდევს. პიესა შესრულდა კნუტ ჰამსუნის დაბადების 150 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე 2009 წელს.
ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გამოჩენილი ფილოსოფოსი კარლ იასპერსი ფართო მკითხველისთვის გვთავაზობს ფილოსოფიის შესავალს. იმავდროულად იგი გვთავაზობს საკუთარი ფილოსოფიური აზრის ცხად რეზიუმეს. იასპერსის აზრით, ფილოსოფიის წყარო უნდა ვეძებოთ „გაოცებასა, დაეჭვებასა და დაკარგულობის გაცნობიერებაში“, ფილოსოფიური ძიება კი უწყვეტი ცვალებადობისა და თვითაღმოჩენის პროცესია.
ამ ისტორიულ-ფილოსოფიურ ექსკურსში პოლ ვალერი მისი თანამედროვე ევროპისა და ზოგადად სამყაროს ხედვას აყალიბებს შექმნილი კავშირურთიერთობებისა და ისეთი მოვლენებისა და წარმონაქმნების განხილვა-ანალიზის ფონზე, როგორიცაა ერი, დიქტატურა და ისტორია. ავტორი ასევე იძლევა ევროპის მომავლის უაღრესად საინტერესო ხედვას.