iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

ესე იტყოდა ზარატუსტრა

ფრიდრიხ ნიცშე

"ესე იტყოდა ზარატუსტრა" ანუ "წიგნი ყველასა და არავისთვის", ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიურ-პოეტური ტრაქტატია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იპოვოს ადამიანმა საკუთარი ადგილი ცხოვრებაში, ბუნებასა და საზოგადოებაში. გერმანელი მოაზროვნის ოთხნაწილიანი ფილოსოფიური თხზულება შექმნილია 1883-85 წწ. უნიკალურ და ექსპერიმენტულ, "დითირამბულ" სტილში შეთხზული ნაწარმოები ეხება ისეთ მძაფრ ფილოსოფიურ და მორალურ თემებს, როგორიცაა "ერთი და იგივეს მარადი დაბრუნება", "ღმერთის სიკვდილი" და "ზეკაცის მოსვლა".

4.77ლარი

სიკეთესა და ბოროტებას მიღმა

ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ნიცშეს ცნობილ ნაშრომში "სიკეთესა და ბოროტებას მიღმა" განვითარებულია იდეები მისი წინამორბედი წიგნისა "ესე იტყოდა ზარატუსტრა, და კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა სტანდარტებისათვის, რომლებსაც მორალთან დაკავშირებით იცავდნენ ფილოსოფოსები. წიგნი პირველად 1886 წელს გამოქვეყნდა.

4.33ლარი

ანტიქრისტე

ფრიდრიხ ნიცშე

ნიცშეს ბოლო წლების ნაშრომი შექმნილია მას შემდეგ, რაც უკვე დაიწერა "ესე იტყოდა ზარატუსტრა" და მცირე ხნით ადრე ფსიქიურ კოლაფსამდე, რომელმაც იგი სრულიად უუნაროდ აქცია. ნაშრომი წარმოადგენს, როგორც შეუკავებელ თავდასხმას ქრისტიანობაზე, ისე მომდევნო განვითარებას ნიცშეს ძალაუფლებისთვის ნების ფილოსოფიისა. ცდილობს რა გადასინჯოს დასავლური ფასეულობები, რასაც იუდეურ-ქრისტიანულ ტრადიციათა გავლენის განადგურებით გულისხმობს, "ანტიქრისტე" ფრიად წინააღმდეგობრივ წიგნს, მეორეს მხრივ კი სტიმულის საფუძველს წარმოადგენს ფილოსოფოსთა მომდევნო თაობებისთვის.

3.77ლარი

ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით

ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ნიცშეს საპროგრამო ტექსტი, რომელში ჩამოყალიბებული იდეები მის მთელ შემოქმედებას თანამდევ ზოლად გასდევს. შექმნილი 1873 წელს.

0.99ლარი

ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან

ფრიდრიხ ნიცშე

ამ ნაშრომის ყმაწვილკაცური ნაკლოვანებები თავად ავტორმა ამხილა "თვითკრიტიკის მცდელობაში", რომელიც 1886 წლის გამოცემას დაერთო თან. მაგრამ თავად წიგნი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეფასებას წარმოადგენს ტრაგედიისა, რაც კი ოდესმე შექმნილა. მან გამოუთხარა ძირი ბერძნული კულტურის კონცეფციას, გაბატონებულს ვიქტორიანულ ეპოქაში და გააანალიზა თემები, რომლებიც მეოცე საუკუნეში განავითარეს ნიცშეს მომდევნო მოაზროვნეებმა.

3.88ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

თანამედროვე ფილოსოფიის ფუძემდებლური ტექსტი, "წმინდა გონების კრიტიკა", ისტორიაში შევიდა, როგორც გამაერთიანებელი ორი დაპირისპირებული ფილოსოფიური სკოლისა: რაციონალიზმის, რომელიც მთელს ცოდნას გონებაზე აფუძნებს, და ემპირიზმისა, რომელიც ჩვენს ცოდნას გამოცდილებას უკავშირებს. "წმინდა გონების კრიტიკა" არის წიგნი, რომელიც ადამიანის გონების ღრმა და ყოველმხრივ კვლევას წარმოადგენს.

"მარტოობის ასი წელიწადი" - ეს არის მითიური ქალაქ მაკონდოს აღზევებისა და დაცემისა, დაბადებისა და სიკვდილის ისტორია ბუენდიას ოჯახის ფონზე. გამომგონებლური, თავშესაქცევი, დაუვიწყარი პერსონაჟებითა და მაგიურობით აღსავსე რომანი –მხატვრული ლიტერატურის შედევრია.

მარტოობის ასი წელიწადი
4.99ლარი

მარტოობის ასი წელიწადი

გაბრიელ გარსია მარკესი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"პრაქტიკული გონების კრიტიკა" - მეორეა კანტის ცნობილი სამი "კრიტიკიდან", ეს არის მორალის სამი ძირითადი თეორიის ერთ-ერთი ნაწილი და ფუძემდებლური ტექსტი მორალის ფილოსოფიის ისტორიაში. ნაშრომი პირველად გამოქვეყნდა "ზნეობის მეტაფიზიკის დაფუძნებიდან" სამი წლის შემდეგ (1788) და მასში კანტის მორალური თეორიის ძირითადი თემებია განვითარებული, გადმოცემულია ნების თავისუფლების ერთობ ორიგინალური იდეა და განვითარებულია მისი პრაქტიკული მეტაფიზიკა.

"ტიბეტური სახარება" - ეს არის აპოკრიფული ტექსტი, რომელიც თითქოს 1887 წელს იქნა აღმოჩენილი და, რომლის მიხედვით, იესო ქრისტე, სანამ პალესტინაში შუდგებოდა ქადაგებას, ტიბეტსა და ინდეოთში ცხოვრობდა. მოცემული ტექსტის ორიგინალების არსებობა არ არის დადასტურებული.

"ახალი აღთქმა" ქრისტიანული სარწმუნოების ორიდან ერთ-ერთი უმთავრესი ტექსტია, რომელშიც იესო ქრისტეს ცხოვრება და მოძღვრებაა გადმოცემული სახარებების სახით. გარდა საკუთრივ სახარებებისა, ტექსტი ასევე მოიცავს "მოციქულთა საქმეებს", "კათოლიკე ეპისტოლეებსა" და "იოანეს გამოცხადებას".

"ქრიზანთემები" - ესაა ჯონ სტეინბეკის ფემინისტურ-სიმბოლისტური მცირე პროზის ნიმუში, მოთხრობა, რომელშიც სულ რამდენიმე გვერდზე ღრმა ფსიქოლოგიური დრამა თამაშდება.

ქრიზანთემები
0.99ლარი

ქრიზანთემები

ჯონ სტეინბეკი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ითვლება რა მსოფლიო ფილოსოფიის ერთ-ერთ ყველაზე ღრმა, გავლენიან და მნიშვნელოვან ნაწარმოებად, "ზნეობის მეტაფიზიკის დაფუძნება" საფუძველია კანტის მთელი შემოქმედებისა. მასში ფილოსოფოსი წარმოადგენს ძირითად კონცეფციას, რომელიც ცენტრალურია მისი მორალური ფილოსოფიისა და, პრაქტიკულად, მთელი თანამედროვე ეთიკური აზროვნებისთვის - ესაა კატეგორიული იმპერატივი, მორალის უზენაესი პრინციპი, რომლის თანახმად უნდა ხდებოდეს ყველა გადაწყვეტილების მიღება.

წინამდებარე კრებულში შესული სამი ესსეი, სხვა ავტორთა ნაწარმოებების ანალიზისა და საკუთარ დაკვირვებათა საფუძველზე, მარსელ პრუსტის მხატვრულ მეთოდს აყალიბებს.

წიგნის კითხვა
2.55ლარი

წიგნის კითხვა

მარსელ პრუსტი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star