iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

სათავგადასავლო

სორტირება:

ამ კრებულში გაერთიანებულია ავტორის ოთხი მოთხრობა, რომლებშიც ნათლად ჩანს მისთვის დამახასიათებელი გოთიკური ატმოსფერო, ფანტაზია და ზებუნებრივი ელემენტები. ისტორიები ეხება ადამიანის შიშებს, სიყვარულს და რეალობასა და ილუზიას შორის არსებულ ზღვარს. კრებული განსაკუთრებით გამოირჩევა ატმოსფერულობითა და ლირიკული, თითქმის პოეტური თხრობის სტილით, რაც ავტორის ერთ-ერთ მთავარ ხელწერად ითვლება.

მოთხრობები
4.00ლარი

მოთხრობები

იზუმი კიოკა

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

Alice’s Adventures in Wonderland by Lewis Carroll is one of the most famous and imaginative children’s books ever written. First published in 1865, the novel takes readers into a strange and magical world filled with talking animals, unusual creatures, riddles, and impossible adventures. Even after many generations, the story continues to entertain both children and adults because of its creativity, humour, and unforgettable characters.

ელენე და მარკუსი პრაღის ნისლიან ქუჩებში შემთხვევით ხვდებიან, თუმცა მალე ხდებიან სამიზნეები საიდუმლო ორგანიზაციისთვის, რომელიც მათ მამებს ათწლეულების წინ დაუპირისპირდა. ევროპის ქალაქებში დევნა, ძველი არქიტექტურული კოდები და არჩევანი სიცოცხლესა და სიმართლეს შორის — შეძლებენ ისინი წარსულის ექოსგან თავის დაღწევას?

ბრწყინვალე დეტექტივი _ ვიქტორი და მისი უერთგულესი მეგობარი _ არჩილი ცდილობენ იპოვონ განძი. მათ მხოლოდ ერთი ხელჩასაჭიდი აქვთ: უცნაური სიმბოლოები, რომლებიც ნაგლეჯ ქაღალდზეა დაწერილი.

რომანი დაწერილია ქ. თბილისის N7 საპყრობილეში

ფიცი
11.00ლარი

ფიცი

პლატონ მამარდაშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

რომანი ეძღვნება რომანტიზმით, მოგზაურობისა და თავგადასავლების ჟინით გამსჭვალულ ახალგაზრდობას. აქ მკითხველი იხილავს საინტერესო და მრავალფეროვან ისტორიას, რომელიც თავს გადახდა რამდენიმე ქართველ ახალგაზრდას ერაყში ყოფნის დროს. ისინი რომანტიულ - ავანტურისტული იდეებითა და მიზნებით შეპყრობილნი მოგზაურობენ ამ უძველეს ქვეყანაში და ეძებენ „სადამ ჰუსეინის გადამალულ განძს“. 

ბაღდადელი ქურდები
7.00ლარი

ბაღდადელი ქურდები

კობა ცხაკაია, სოსო მჭედლიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ეს არის ლეგენდა მთვარის რაინდზე და მის თავგადასავალზე.

რომანში მოქმედება აღმოსავლეთის წმინდა ყვავილით — ტიტებით სავსე შუა საუკუნეების სტამბოლში ხდება და მოგვითხრობს ოსმანთა სამეფო კარის მსახურის — ყარა შაჰინის ამბავს, რომელიც ქორწინების დღეს საყვარელ ადამიანს კარგავს და თავადაც ძლივს აღწევს თავს საშინელ განსაცდელს. ამის შემდეგ მისი მიზანი დანაკარგის საიდუმლოს ამოხსნა ხდება, თუმცა, როგორც ტიპურ სათავგადასავლო-ავანტიურისტულ რომანს შეეფერება, „გლოვის წვეთშიც“ პარალელურად სხვა საინტერესო და დაძაბული სიუჟეტური ხაზებიც ვითარდება.

გლოვის წვეთი
2.99ლარი

გლოვის წვეთი

ისქენდერ ფალა

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„ჩვენი აზრით, მკითხველმა, რომელიც სიყვარულს არ იცნობს, ეს წიგნი საერთოდ არ უნდა წაიკითხოს, რადგან დარწმუნებული ვარ, როგორი გამოცდილიც უნდა იყოს მწერალი სიყვარულის საკითხში, როგორი სარწმუნო რამეებიც უნდა თქვას, თუ წიგნის თემა განშორება, სევდა და ტკივილია, რაც ყველას ემძიმება, ვერავის დააჯერებს, რომ სიყვარულის შესახებ შესაძლოა, რაიმე საინტერესო გვითხრას

წიგნში შესულია: აიეტი და მისი მოდგმა; სასწაულმოქმედი ოქროს ვერძი; არგონავტების შეკრება; ფათერაკებით აღსავსე გზა აია-კოლხიდისაკენ; აიეტის ქალაქში ჩასვლა; პირობის შესრულება და საწმისის მოტაცება; დევნა და დაბრუნება; პელიასის აღსასრული; მედეა და იასონი კორინთოსში; ლტოლვილი მედეა.

არგონავტები
2.66ლარი

არგონავტები

რისმაგ გორდეზიანი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ანტიკური რომის შესახებ შექმნილ რომანთაგან "სპარტაკი" უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე წარმტაცი საკითხავია. მასში მოთხრობილია მონათა აჯანყების ამბავი სპარტაკის, თავადაც მონადყოფილის მეთაურობით, რომელიც მთელ თავის სიცოცხლესა და ძალებს თავისუფლებისთვის ბრძოლას უძღვნის. ეს არის რომანი ამაღლებული და დრამატული სიყვარულის, მეგობრობისა და ღალატის, გამარჯვების სიხარულისა და მარცხის სიმწარის შესახებ.

სპარტაკი (ნაწილი II)
2.55ლარი

სპარტაკი (ნაწილი II)

რაფაელო ჯიოვანოლი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ანტიკური რომის შესახებ შექმნილ რომანთაგან "სპარტაკი" უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე წარმტაცი საკითხავია. მასში მოთხრობილია მონათა აჯანყების ამბავი სპარტაკის, თავადაც მონადყოფილის მეთაურობით, რომელიც მთელ თავის სიცოცხლესა და ძალებს თავისუფლებისთვის ბრძოლას უძღვნის. ეს არის რომანი ამაღლებული და დრამატული სიყვარულის, მეგობრობისა და ღალატის, გამარჯვების სიხარულისა და მარცხის სიმწარის შესახებ.

სპარტაკი (ნაწილი I)
2.55ლარი

სპარტაკი (ნაწილი I)

რაფაელო ჯიოვანოლი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"გივი შადური" - ესაა ცხოვრების მიერ გატეხილი და დათრგუნული ადამიანის, ამბის მთხრობელის, ისტორია, გამსჭვალული ღრმა ემოციურობითა და ფსიქოლოგიზმით. რომანი ხუთი დამოუკიდებელი მოთხრობისგან შედგება, რომლებიც არაქრონოლოგიურადაა დალაგებული, რაც ერთობ მიმზიდველს ხდის ისტორიას. გამოქვეყნდა 1928 წელს.

გივი შადური
2.77ლარი

გივი შადური

მიხეილ ჯავახიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

სამეცნიერო ფანტასტიკის ფუძემდებლის ეს კლასიკური რომანი 1870 წელს გამოქვეყნდა. მასში მოთხრობილია იდუმალებით მოცული კაპიტან ნემოსა და მისი წყალქვეშა ხომალდის "ნაუტილუსის" ამბავი, რომელზეც საზღვაო კატასტროფის შედეგად აღმოჩნდებიან პროფესორი არონაქსი, მისი მსახური კონსეი და კანადელი ვეშაპებზე მონადირე ნედ ლენდი.

ბურატინოს ანუ "ხის თოჯინას" ამბავი ეფუძნება კარლო კოლოდის "პინოკიოს თავგადასავალს". ესაა ზღაპარი ხის ცელქი და გულკეთილი ბიჭუნას შესახებ, რომელიც ოქროს გასაღების საიდუმლოებას ხსნის, ისე თითქოს მოვლენები დეტექტიურ რომანში ვითარდებოდეს.

ლეგენდა უთავო მხედრის შესახებ, რომელსაც ფესვები მრავალი ხალხის ფოლკლორში აქვს გადგმული, უფრო ღრმად მიდის, ვიდრე ვაშინგტონ ირვინგის ცნობილი ისტორია. კაპიტან მაინ რიდის რომანი ki, გამოქვეყნებული ორმოცი წლით გვიან, ცნობილ ტეხასურ გადმოცემას ეფუძნება. მასში მოთხრობილია მორის ჯერალდისა და ლუიზა პოiნდექსტერის სიყვარულის, ლუიზას ძმის, ჰენრის მკვლელობისა და ამ უკანასკნელის მკვლელის ძიების იდუმალებით მოცული ამბავი. პირველად გამოქვეყნდა 1866 წელს.