iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

ქართული

სორტირება:

დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI) პროგრამა.

 

წინამდებარე წიგნი წარმოადგენს მეთოდურ სახელმძღვანელოს სხვა­დასხვა დონის გაანგარიშებითი ქიმიური ამოცანების ამოხსნაში. ამოცანები განხილული და კლასიფიცირებულია პირობების სტრუქტურის და ამოხსნის მეთოდების გათვალისწინებით. მოყვანილია ამოცანის თითოეული ტიპის ამოხსნის შესაბამისი ალგორითმი. 

სავარჯიშოების კრებული ოთხი ნაწილისგან შედგება. პირველ-მეორე ნაწილში თავმოყრილია თეორიული ნაწილი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის. მესამე ნაწილში მოცემულია საპროგრამო ტექსტების სავარჯიშოები, რომლებიც ქრონოლოგიური თანმიმდევ­რობითაა დალაგებული, მეოთხე ნაწილში იდეურ-თემა­ტური დაჯგუ­ფების პრინციპით გაერთიანებულია არა­საპ­როგ­რამო ტექსტე­ბის დავა­ლებები.

როგორ ვასწავლოთ ქართული ენა და ლიტერატურა? რა სისტემითა და რა სახით დავეხმაროთ მოსწავლეებს ტექსტების ათვისებასა და გაგებაში? საკითხი - როგორ ვასწავლო? გახდა უმნიშვნელოვანესი. ამ საკითხის მოგვარების ჩვენეული მცდელობაა წინამდებარე კრებულიც. ეს ჩემთვის წიგნის გამოცემის მეორე მცდელობაა უკვე. პირველი წიგნის გამოცემიდან ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ამჯერად უკვე მეგობართანა და საუკეთესო პროფესიონალთან ერთად გადავწყვიტე დამხმარე სახელმძღვანელოზე მუშაობა.

ლიტერატურის დამხმარე სახელმძღვანელო
7.00ლარი

ლიტერატურის დამხმარე სახელმძღვანელო

რუსუდან გონაშვილი, ეკატერინე შარაშიძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ამ ფუნდამენტურ ნაშრომში დეტალურად არის გაანალიზებული საქართველოს 1918-21 წლების მდგომარეობა საერთაშორისო ურთიერთობათა ჭრილში, აღმა და დაღმასვლებით, გამარჯვებებითა და მარცხით... და მომავლის მტკიცე იმედით.

ეს მოთხრობა სიყვარულის შესახებაა, დაკარგული და დაბრუნებული სიყვარულის შესახებ, რომელსაც წინ ვერაფერი აღუდგება.

პატარა დედაკაცი
1.33ლარი

პატარა დედაკაცი

მიხეილ ჯავახიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წინამდებარე მცირე ესსეით ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი პირველი მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიის სულიერი მდგომარეობის ანალიზს შპენგლერის ბედისწერის იდეოლოგიისა და კაიზერლინგის პროფეტული ინტუიციის შედარების საფუძველზე გვთავაზობს.

"განწყობის თეორიის ძირითადი დებულებები" სპეციალისტების მიერ დიმიტრი უზნაძის უმთავრეს ნაშრომად არის მიჩნეული, რომელშიც ის ადამიანისა და ცხოველის განწყობის განხილვის საფუძველზე განწყობის ზოგადი მოძღვრების მოკლე განსაზღვრებას გვთავაზობს.

გენერალ გიორგი კვინიტაძის "ჩემი პასუხი" არის რეაქცია 1953 წელს, ნოე ჟორდანიას გარდაცვალების შემდეგ ამ უკანასკნელის ავტორობით გამოქვეყნებულ წიგნზე "ჩემი წარსული", რომელშიც ის კრიტიკულად აფასებს მთავრობის თავმჯდომარის მიერ 1918-21 წწ. მოვლენების ინტერპრეტაციას.

ჩემი პასუხი
1.99ლარი

ჩემი პასუხი

გიორგი კვინიტაძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ალექსანდრე წერეთლის "ძველი რომი" არის რომის ადრეული პერიოდის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური აღწერა ქართულ ენაზე, რომელიც ორი ტომისგან შედგება. პირველი ტომი მოიცავს პერიოდს მეფეების ეპოქიდან პუნიკური ომების დასასრულამდე.

ძველი რომი (ტომი I)
3.77ლარი

ძველი რომი (ტომი I)

ალექსანდრე წერეთელი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"ჩემი წარსული" - ეს არის მთავრობის თავმჯდომარის მიერ მისი პოლიტიკური წარსულის შეფასება, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობამდე, ისე დამოუკიდებლობის პერიოდში, რაც არცთუ ერთმნიშვნელოვან შეფასებებს იმსახურებს თანამედროვეთა მხრიდან.

ჩემი წარსული
2.99ლარი

ჩემი წარსული

ნოე ჟორდანია

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წინამდებარე წიგნი არის ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებელის, დიმიტრი უზნაძის, მთავარი ნაშრომი, რომელშიც განწყობის ფსიქოლოგიის ცდისეული საფუძვლებია ჩამოყალიბებული.

ქართველი პედაგოგის სახელმძღვანელოში სახალისო და შეკუმშული ფორმით არის გადმოცემული ძველი საბერძნეთის ისტორია უძველესი ხანიდან მაკედონიის დამოუკიდებლობის გაუქმებამდე, და განხილულია ყველა საკვანძო ფიგურა და მოვლენა.

„ჟურნალისტის გზამკვლევი სოციალური საკითხების გაშუქებაში“ მომზადდა, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო ჟურნალისტების, სტუდენტებისთვის და ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისთვის. ოლიკო ცისკარიშვილის წიგნი - ჟურნალისტის გზამკვლევი სო­ციალური საკითხების გაშუქებაში - სასარგებლოა არა მხოლოდ ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებისა და პრაქტიკოსი ჟურნალისტების, არამედ ნებისმიერი ადამიანისათვის, ვინც დაინტერესებულია საქართველოს რეალობაში სოციალური საკითხების შესწავლითა და გაშუქებით.

ეს არის ხანდაზმული, მაგრამ გაუტეხელი ფსიქოლოგის მოგონებები განვლილ გზაზე, ცხოვრებისეულ ქარტეხილებზე; იმ წინააღმდეგობათა დაძლევაზე, რომელსაც მას უქმნიდა გარემო თუ საკუთარი ხასიათი. მკითხველი შეხვდება მრავალ საინტერესო და ცნობილ ადამიანს - ფსიქოლოგებს, ფილოსოფოსებს, პოლიტიკოსებს, სპორტსმენებს და სხვ.,ვისთანაც მას ჰქონია ურთიერთობა.

ამ მოკლე ნარკვევში ივანე ჯავახიშვილი შეკუმშული ფორმით განიხილავს ჩვენი მეზობელი ქვეყნის უსაფუძვლო ტერიტორიულ პრეტენზიებს საქართველოს ძირძველ მიწებზე, რაც ჩვენი მეორე მეზობლის ხელდასხმით ხდებოდა საუკუნეების მანძილზე.