iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

ისტორია

სორტირება:

ამ წიგნში ორი სახელმწიფო მოღვაწის, ათენელი სოლონისა და რომაელი პოპლიკოლას ცხოვრებაა აღწერილი, თუმცა სხვა ბიოგრაფიებისგან განსხვავებით - შეთანასწორების გარეშე.

ზაქარია ჭიჭინაძე წინამდებარე ნარკვევში საქართველოს ძირძველი ნაწილების, მესხეთის, ჯავახეთისა და აფხაზეთის გამაჰმადიანების ფაქტებს მოგვითხრობს, ასევე ეხება გურიის გამაჰმადიანების მცდელობასა და ამით გამოწვეულ დაცემას მრეწველობის სხვადასხვა დარგებში.

"პირველყოფილი კულტურის ისტორია" - ესაა დიმიტრი უზნაძის მიერ პირველყოფილი საზოგადოების განვითარების ძირითადი მახასიათებლების აღწერა სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის, რაც შესაძლოა დროდადრო გულუბრყვილოდ მოგვეჩვენოს, მაგრამ ერთობ საინტერესო საკითხავს წარმოადგენს.

ისტორიული მრავალტომეულის: "და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს" ენციკლოპედია.

ათენის ლეგენდარული კანონმდებლის, ლიკურგესა, და რომის ასევე ლეგენდარული მეფის, ნუმა პომპილიუსის, ცხოვრებათა აღწერასა და მათი ნამოღვაწარის ურთიერთშედარებას ეძღვნება წინამდებარე წიგნი.

ისტორიული რომანი: „და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს“ აქამენიდთა სპარსეთის იმპერიაზე მოგვითხრობს. მიუხედავად იმისა, რომ იგი თანამედროვე სამეცნიერო კვლევებსა და ანტიკურ წყაროებზეა დაფუძნებული, ავტორი ამბავს მაინც თავშესაქცევი, თითქმის ეროტიკული თხრობით გადმოგვცემს. სასახლის ინტრიგები, სისხლისმღვრელი ომები, თავბრუდამხვევი თავგადასავლები, შორეული მოგზაურობები და სასიყვარულო ისტორიები მკითხველს რომანის აკადემიურობას სრულიად ავიწყებს. 

პლუტარქე ორი მითური პერსონაჟის - ათენის ლეგენდარული დამფუძნებლის, თეზევსისა, და რომის ასევე ლეგენდარული დამფუძნებლის, რომულუსის, ბიოგრაფიებს აღწერს, და მათ ღვაწლსა თუ დანაშაულებებს ადარებს ერთმანეთს.

მოლიერის რომანიზებული ბიოგრაფია ბულგაკოვმა 1933 წელს შექმნა, თუმცა „მარქსისტული სულის“ უქონლობის გამო ტექსტი დაწუნებულ იქნა. ორიგინალი პირველად გამოქვეყნდა 1962 წელს გამომცემლობა „Молодая гвардия“-ს მიერ.

"თამარ დედოფალი" (1903) ჰამსუნის მეხუთე და ბოლოსწინა პიესაა, რომლის შთაგონების წყაროს საქართველოს ისტორია წარმოადგენს, რასაც ავტორი 1899 წელს კავკასიაში მოგზაურობისას გაეცნო. პიესა მოგვითხრობს თამარისა და მუსლიმთა ხანის ომის ამბავს, რომელსაც რომანტიულ ხაზად დედოფლისა და მისი მეუღლის, მთავარ გიორგის ურთიერთობა გასდევს. პიესა შესრულდა კნუტ ჰამსუნის დაბადების 150 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე 2009 წელს.

გარდა იმისა, რომ დიმიტრი უზნაძეს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ფსიქოლოგიური სკოლის დაფუძნება-განვითარებაში, მას ასევე მრავალი ისტორიული ნაშრომი აქვს შექმნილი. ერთ-ერთი მათგანია აქ წარმოდგენილი წიგნი, "მაჰმადი და მისი მოღვაწეობა", სადაც დიმიტრი უზნაძე ავტორ-რედაქტორის აპლუაში წარმოდგება.

„ლავსაიკონი“ ეგვიპტური განდეგილური ეპოქის ლიტერატურული ძეგლია, რომელიც ერთის მხრივ ისტორიულ ცნობებს გვაწვდის წმინდა მამათა და მარტვილთა ცხოვრების შესახებ IV საუკუნეში, მეორეს მხრივ კი ზნეობრივ-დიდაქტიკურ ხასიათს ატარებს.

ლავსაიკონი
2.00ლარი

ლავსაიკონი

პალადი ჰელენოპოლელი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ეს მცირე ზომის რომანი 1896-1904 წლებში იქმნებოდა, თუმცა მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა (1912 წ.). იგი მოგვითხრობს რეალური ისტორიული პიროვნების, შამილის ნაიბის, ჰაჯი მურატის რუსეთ-კავკასიის ომის დროს, 1851 წელს, რუსების მხარეზე გადასვლისა და მომდევნო წელს მათგან გაქცევის მცდელობის ამბავს.

ჰაჯი მურატი
1.33ლარი

ჰაჯი მურატი

ლევ ტოლსტოი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„ოთხმოცდაცამეტი წელი“ ვიქტორ ჰიუგოს უკანასკნელი რომანია, რომელიც 1874 წელს გამოქვეყნდა. იგი რესპუბლიკელთა წინააღმდეგ მონარქიის მომხრეეების კონტრრევოლუციურ ბრძოლას, ე.წ. ვანდეას აჯანყებას ასახავს. სხვადასხვა პერსპექტივით დანახული მოვლენები უსაზღვრო გზნებითა და ამ პერიოდის ღრმა ცოდნით შექმნილ ნაწარმოებში დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

რომანში აღწერილია 1918 წლის ომი უკრაინის დამოუკიდებლობისთვის, რომელშიც რამდენიმე მხარე იყო ჩართული - თეთრები, წითლები, გერმანიის იმპერიალისტური ჯარი და უკრაინელი ნაციონალისტები. რომანის პერსონაჟები ინტელექტუალთა წრეს ეკუთვნიან, რომლებიც სამოქალაქო ომის სოციალურ კატაკლიზმს განიცდიან. ნაწარმოები პირველად გამოქვეყნდა 1925 წელს.

თეთრი გვარდია
2.99ლარი

თეთრი გვარდია

მიხეილ ბულგაკოვი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

რომანი ლეიტენანტ ფრედერიკ ჰენრისა და მედდა ქეთრინ ბარკლის უაღრესად ამაღელვებელი და ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს პირველი მსოფლიო ომის მოქმედებათა ფონზე. ომი ვერაფერს აკლებს მათ სიყვარულს, მაგრამ იარაღთან გამოთხოვება სიმშვიდეს როდი ნიშნავს. არსებობს კიდევ რაღაც, რაც ომზე უარესია, რაც ყველაფერს ანადგურებს - ეს სიკვდილია!

მშვიდობით, იარაღო!
2.99ლარი

მშვიდობით, იარაღო!

ერნესთ ჰემინგუეი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„უტოპია“ არის პოლიტიკურ-ფილოსოფიური და სოციალური ხასიათის მხატვრული ნაწარმოები, რომელიც არარსებულ სახელმწიფოსა და მასში ჩამოყალიბებულ სახელმწიფოს „საუკეთესო“ მოწყობის მოდელს აღწერს. ნაწარმოების სახელწოდება - „უტოპია“ - საზოგადო სახელად იქცა ამ ჟანრის ქმნილებებისთვის.

უტოპია
2.33ლარი

უტოპია

თომას მორი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star