iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

მეცნიერული

სორტირება:

საქართველოში სულ უფრო და უფრო ჰგორდება ინტერესი რუნების მიმართ. თქვენს წინაშეა ქართულენოვანი სახელმძღვანელო "რუნიკა" - პირველი ნაბიჯები, რუნოლოგიით დაინტერესებულ პირთათვის.

რუნიკა-პირველი ნაბიჯები
5.00ლარი

რუნიკა-პირველი ნაბიჯები

ნუკრი ლურსმანაშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

სივრცის აქამდე უცნობი ბუნება,საიდან მოდის სამყარო? რა არის მატერია?

დიდი ქართველი ისტორიკოსის ნარკვევში ქართველ მეფეთა უფლებებია განხილული, მათი დამოკიდებულება "დიდგვარიან აზნაურებთან" და ამ უკანასკნელთა არცთუ უმნიშვნელო როლი ქვეყნის მართვაში თვით დავითისა და თამარის მეფობისას.


მედიას სტილების გამოყენება CSS3-ში. წიგნი განკუთვნილია იმ მომხმარებლისთვის, ვინც უკვე იცნობს CSS3-ის საფუძვლებს და სურს ადაფტიური ვებ-დიზაინის შექმნა.

"ვეფხისტყაოსნის მზისმეტყველება" ვიქტორ ნოზაძის მიერ "ვეფხისტყაოსნის" მრავალასპექტოვანი კვლევის შედეგად შექმნილი ექვსი მონუმენტური ტომის მესამე ნაწილია, რომელიც 1959 წელს ჩილეში გამოიცა. როგორ თავად ავტორი ამბობს იგი ""ვეფხისტყაოსნის" მზის საკითხის ჩხრეკასა და კვლევას შეიცავს"".

"ვეფხისტყაოსნის ვარსკვლავთმეტყველება" ვიქტორ ნოზაძის მიერ "ვეფხისტყაოსნის" მრავალასპექტოვანი კვლევის შედეგად შექმნილი ექვსი მონუმენტური ტომის მეორე ნაწილია, რომელიც 1957 წელს ჩილეში გამოიცა. იგი "ვეფხისტყაოსნის" ასტროლოგიურ–ასტრონომიულ ასპექტებს იკვლევს.

წინამდებარე ესსეიში დიმიტრი უზნაძე გვიჩვენებს, რომ ობიექტის კანონები განსაზღვრავენ და მიმართავენ ადამიანის ცნობიერების კანონებს. თუმცა მოცემულ ეტაპზე ამის ემპირიული მტკიცებულებები არ გააჩნდა, მაგრამ არსებითად ეს გახლდათ ფორმულირება იმ თეორიის ფუნდამენტური პრინციპისა, რომელიც დიმიტრი უზნაძემ მოგვიანებით განავითარა.

Impersonalia
1.22ლარი

Impersonalia

დიმიტრი უზნაძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

CSS3-სტილების კასკადური ცხრილები-არის ვებ-დიზაინის შესასწავლი წიგნი. ის გამოადგება როგორც დამწყებ ისე პროფესიონალ ვებ-დიზაინერს. წიგნის წაკითხვის შემდეგ შეძლებთ თავისუფლად გამოიყენოთ CSS3 თქვენი ვებ-გვერდის სტილების შესაქმნელად და გასაფორმებლად.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საჯარო ადმინისტრაციის მონიტორინგის პროცესში’’ კვლევის შედეგბი მზადაა პროექტზე მუშაობა თსუ-ს დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრატურის სტუდენტმა მარიამ ხუროშვილმა ექსპერტებთან ერთად დეკემბერის თვეში დაიწყო და აპრილში დაასრულა

გარდა იმისა, რომ დიმიტრი უზნაძეს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ფსიქოლოგიური სკოლის დაფუძნება-განვითარებაში, მას ასევე მრავალი ისტორიული ნაშრომი აქვს შექმნილი. ერთ-ერთი მათგანია აქ წარმოდგენილი წიგნი, "მაჰმადი და მისი მოღვაწეობა", სადაც დიმიტრი უზნაძე ავტორ-რედაქტორის აპლუაში წარმოდგება.

"მასების ფსიქოლოგია" გუსტავ ლე ბონის ფუნდამენტური შრომაა, რომელიც 1895 წელს გამოქვეყნდა. ეს არის წიგნი სოციალური ფსიქოლოგიის შესახებ, რომლის თეორიები დღემდე განხილვის საგანს წარმოადგენს. აღნიშნული წიგნი გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა "ცნობილი ექიმის" კარიერაში."მასების ფსიქოლოგიაში" გუსტავ ლე ბონი გვიჩვენებს, რომ ბრბოდ გაერთიანებული ინდივიდების ქცევა იგივე არ არის, რაც იზოლირებული ადამიანებისა და ამ შეხედულების თანახმად ხსნის ბრბოს ირაციონალურ ქმედებებს.

"ანარქია" გახლავთ ცნობილი ფრანგი ანარქისტის, ელისე რეკლიუს საპორგრამო თხზულება, რომელშიც იგი სახელმწიფოს სახელმწიფოებრიობის მოსპობისა და ანარქიზმის აუცილებლობის იდეებს ავითარებს.

ანარქია
1.00ლარი

ანარქია

ელიზე რეკლიუ

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„საიდუმლო კუნძული“ 1874 წელს გამოქვეყნებული რომანია, რომელიც წარმოადგენს გაგრძელებას წიგნებისა „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“ და „კაპიტან გრანტის შვილები“. რომანში მოვლენები ვითარდება გამოგონილ კუნძულ ლინკოლნზე სამხრეთ წყნარ ოკეანეში, სადაც კაპიტანი ნემოა თავისი „ნაუტილუსით“ იძულებით გაჩერებული. ნაწარმოების ძირითად პერსონაჟებს ხუთი ამერიკელი წარმოადგენს, რომელიც რიჩმონდის, ვირჯინია ალყას საჰაერო ბურთით აღწევს თავს სამოქალაქო ომის მსვლელობისას.

„კანონი“ - ესაა თავისუფლებისა და პიროვნების დამოუკიდებლობის წყურვილით გამსჭვალული სოციოლოგიური კვლევა, რომელიც ზოგჯერ კომუნიზმისკენ მეტისმეტად და უსაფუძვლოდ გადახრილი მოგეჩვენებათ, თუმცა, მიუხედავად ამისა, არაერთ საინტერესო პოლიტიკურ, უმეტესწილად ანარქისტულ შეხედულებას გვაცნობს მრავალმხრივი ქართველი მეცნიერისგან. გამოქვეყნდა 1906 წელს.

კანონი
2.55ლარი

კანონი

მიხაკო წერეთელი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"არჩევითი ნათესაობა" გოეთე მესამე რომანია, რომელიც 1809 გამოქვეყნდა. რომანი იკვლევს ადამიანთა გრძნობებზე ქიმიური მსგავსების კანონების ზემოქმედებას და ამ თვალსაზრისით ლიტერატურაში პირველ ასეთ მცდელობას წარმოადგენს.

არჩევითი ნათესაობა
2.99ლარი

არჩევითი ნათესაობა

იოჰან ვოლფგანგ გოეთე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წიგნში განხილულია უძველესი მედიტერანული დამწერლობები. მოცემულია მინოსური დამწერლობის, კვიპრო-მინოსური(ეტეოკვიპროსული) წარწერების და ლემნოსური სტელის გაშიფრული ტექსტები და მათი შესატყვისები ლაზურ-მეგრულ დიალექტებში, დამოწმებული შესაბამისი წყაროებით