iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

თანამედროვე

სორტირება:

ქართული ლიტერატურული კრიტიკის ერთ-ერთი პიონერის, კიტა აბაშიძის კრიტიკულ ესსეთა კრებული მოიცავს XIX საუკუნის ქართველი მწერლებისა და პოეტების ერთი ნაწილის შემოქმედების ანალიზს, როგორც თვითონ უწოდებს მას, "ევოლუციის მეთოდის" საფუძველზე. პირველ ნაწილში განხილულია შემოქმედება რომანტიკოსებიდან აკაკი წერეთლამდე, მისი ჩათვლით.

წინამდებარე ესსეიში ვლადიმირ სოლოვიოვის მიერ გერმანელი მისტიკოსისა და ფილოსოფოსის, ლაზარე ფონ ჰელენბახის, ერთ-ერთი ძირითადი ნაწარმოების კრიტიკა უფრო ზოგად ხასიათს იძენს და ფილოსოფიის მიმართულებას განსაზღვრავს - "ადამიანურ გამონაგონთა სფეროდან ღვთიური ჭეშმარიტების სფეროში".

გათხოვილი ქალი საყვარელთან ერთად სეირნობს ეტლით. ნასვამ მეეტლეს ეტლი გადაუბრუნდება და მამაკაცი იღუპება. ქალი, სირცხვილის ასარიდებლად, გაიქცევა, ისე მოახერხებს, რომ შინ უჩინრად დაბრუნდება, და თუმცა ყველას გაექცევა, საკუთარ თავს ვერ დაემალება.

დოკუმენტების საფუძველზე შექმნილი ისტორია ქართული ეკლესიისა მნიშვნელოვანი ნაშრომი იყო საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებისა და ეკლესიის, როგორც ინსტიტუტის, განვითარების გააზრებისთვის, და მნიშვნელოვანია დღესაც.

წიგნში შესწავლილია აგიოგრაფიის სპეციფიკა, მისი როლი და ადგილი ქართულ სულიერ კულტურაში; IV-XI საუკუნეების ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები გაანალიზებულია რელიგიურ-დოგმატური და მხატვრულ-ესთეტიკური ასპექტებით. ეს წიგნი გამიზნულია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტების, სასულიერო სემინარია-აკადემიების სტუდენტების, მასწავლებლების, მკვლევ- რებისა და ქართული საეკლესიო მწერლობით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

აგიოგრაფია
9.00ლარი

აგიოგრაფია

საბა მეტრეველი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

შარლ-მარი გუსტავ ლე ბონ (07.05.1841-13.12.1931) - ფრანგი ფსიქოლოგი, სოციოლოგი, ანთროპოლოგი, არქეოლოგი, ექიმი, ფიზიკოსი და გამომგონებელი

წინამდებარე მცირე ზომის ესსეით ივანე ჯავახიშვილი შეკუმშული ახით გადმოსცემს ილია ჭავჭავაძის დამოკიდებულებას ისტორიის შესწავლისადმი და იმ ძირითად მომენტებს, რაზეც დიდი ქართველი მოღვაწე ამახვილებდა თავის ყურადღებას.

"რასაც მთელი წელი კითხულობდით თუ უსმენდით, ახლა უკვე ერთ წიგნად... პანდემიას მოყოლილი ამბები... და არა მარტო პანდემიას მოყოლილი... და არა მარტო ამბები... ემოციები, განწყობები, შიშები, სასოწარკვეთა და, რა თქმა უნდა, იმედი... ულევი იმედი ხვალინდელი დღისა".

რომანი „ტაკვი“ (Stump), რომლის ქართულ გამოცემასაც გთავაზობთ, 2004 წელს დაჯილდოვდა უელსის წლის საუკეთესო წიგნის პრემიით (Wales Book of the Year). 

ტაკვი
5.00ლარი

ტაკვი

ნაიელ გრიფითსი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ესაა ჩეხი საბავშვო მწერლის, ჰანა დოსკოჩილოვას წიგნი, რომელიც მოგვითხრობს მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ცნობილი 22 ამბის შესახებ და გათვალისწინებულია ბავშვებისა და მოზარდების საკითხავად

დიოგენე კასრში
7.33ლარი

დიოგენე კასრში

ჰანა დოსკოჩილოვა

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ამ ნაშრომის (1923) მიხედვით, ადამიანის ყველა ქცევა და ხასიათის თვისება ფსიქიკის სამი ელემენტის ურთიერთქმედებიდან იღებს სათავეს. ესენია ეგო, ზე-ეგო და Id. ეგოს ფუნქცია რეალობასთან Id-ის მორიგებაა, ხოლო ზე-ეგო გონების კრიტიკული, მორალური ნაწილია. ეგოს, ზე-ეგოსა და Id-ის კონცეფციებთან ერთად ფროიდი ამ ნოვატორულ ნაშრომში იკვლევს სიცოცხლისა და სიკვდილის ინსტინქტებს, ისევე, როგორც შიშს, რომელიც დანაშაულის გრძნობით არის წარმოშობილი.

ეგო და Id
2.77ლარი

ეგო და Id

ზიგმუნდ ფროიდი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ქართველი კლასიკოსის დოკუმენტური პროზის წინამდებარე ნიმუში სრულად საქართველოს ეძღვნება, მის წარსულს, აწმყოსა და ბუნდოვან მომავალს, ისევე, როგორც ქართულ ენას და ზოგ შემოქმედებით საკითხს.

პოპულარობა ნიკოს კაზანძაკისს ცხოვრების უკანასკნელ წლებში დაწერილმა რომანებმა მოუტანა. ზუსტად, მათ შორისაა „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“, რომელშიც ასახულია მცირე აზიის კატასტროფის (1922) წინა პერიოდი. აღნიშნული ისტორიული რეალია მწერალს ფონად აქვს გამოყენებული თავისი გმირების ფსიქოლოგიური სამყაროს საჩვენებლად და სიუჟეტის გადმოსაცემად. ნაწარმოებში ასევე გავლებულია პარალელები უფლის დროინდელ იუდეის ამბებთან. ქართველი მკითხველისათვის ეს ნაწარმოები იმითაც არის საინტერესო, რომ მასში საქართველოა ნახსენები. 

თანამედროვე ადამიანი ჰომეროსის, პინდაროსის, ესქილეს, სოფოკლეს, ევრიპიდეს თუ სხვა დიდებულ შემოქმედთა შედევრებთან მიახლებისას განიცდის განსაკუთრებულ ეთიკო-ესთეტიკურ კათარსისს, რაც ქვეცნობიერად ამდიდრებს მის სულს. ამას მუდამ გრძნობდა ყველა ეპოქის განათლებული საზოგადოება და აღიარებდა იმ კულტურის უაღრესობას, რომლის ფასეულობებიც მარადიული აღმოჩნდა. სწორედ ეს მარადიულობა განაპირობებს ანტიკურობის თანამედროვეობას, რასაც მრავალი ნაშრომი მიეძღვნა, მათ შორის წიგნი, რომელიც ახლა თქვენს წინაშეა.

ავტობიოგრაფიულ რომანში „ბინადრობის ნებართვა“ მოქმედება 70-იანი წლების ჟენევაში ხდება. მთავარი გმირი, 12 წლის ანდრე, სიცილიელი იმიგრანტის შვილია. შვეიცარიაში გადასახლებული იტალიელი ბავშვისთვის ინტეგრაცია ძნელი აღმოჩნდა. შეძლებს კი მარტოსული მოზარდი, გააგებინოს მშობლებს თავისი პრობლემები, მოიპოვოს მეგობრები?

„ბავშვი ნანგრევებიდან“ რომანში მოქმედება სამ სხვადასხვა ადგილას ვითარდება, მოქმედი პირები ყველგან სხვადასხვაა, თუმცა, როგორც ირკვევა, ისინი ერთმანეთთან არიან დაკავშირებული...  სიტუაცია დღითიდღე მწვავდება. ოჯახს გაქცევა უწევს და ბევრ სირთულეს აწყდება...