მურმან ჭანიშვილი ცენტრალური კომიტეტის გამომცემლობაში მოღვაწეობდა 35 წლის განმავლობაში და არის მრავალი მონუმენტური ტილოს ავტორი. იფინებოდა კავშირის მასშტაბით, ასევე ევროპისა და ამერიკის ტერიტორიაზე. მისი რუსულენოვანი პოეზია ქვეყნდება იმის ნიშნად, რომ ხელოვანს ემორჩილება როგორც ფუნჯი, ასევე კალამი!
მიხეილ ჯავახიშვილის პროზის შედევრი, "ოქროს კბილი", თომა შადიშვილის გულში სრულიად შემთხვევით აღძრული გრძნობისა და ამ გრძნობის ობიექტის ძიების უიღბლობას აღწერს, თუმცა ნაწარმოები სცდება ორი ადამიანის განუხროციელებელი სიყვარულის ბანალურ გადმოცემას და უფრო ღრმა, ფილოსოფიურ, ადამიანის მყოფობის ტრაგიკულ ხვედრზე ჩაგვაფიქრებს.
ქართული ლიტერატურული კრიტიკის ერთ-ერთი პიონერის, კიტა აბაშიძის კრიტიკულ ესსეთა კრებული მოიცავს XIX საუკუნის ქართველი მწერლებისა და პოეტების ერთი ნაწილის შემოქმედების ანალიზს, როგორც თვითონ უწოდებს მას, "ევოლუციის მეთოდის" საფუძველზე. მეორე ნაწილში განხილულია გ. წერეთლის, ა. ყაზბეგის, ვაჟას, დ. კლდიაშვილისა და სხვათა შემოქმედება.
ქართული ლიტერატურული კრიტიკის ერთ-ერთი პიონერის, კიტა აბაშიძის კრიტიკულ ესსეთა კრებული მოიცავს XIX საუკუნის ქართველი მწერლებისა და პოეტების ერთი ნაწილის შემოქმედების ანალიზს, როგორც თვითონ უწოდებს მას, "ევოლუციის მეთოდის" საფუძველზე. პირველ ნაწილში განხილულია შემოქმედება რომანტიკოსებიდან აკაკი წერეთლამდე, მისი ჩათვლით.
წიგნში შესწავლილია აგიოგრაფიის სპეციფიკა, მისი როლი და ადგილი ქართულ სულიერ კულტურაში; IV-XI საუკუნეების ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები გაანალიზებულია რელიგიურ-დოგმატური და მხატვრულ-ესთეტიკური ასპექტებით. ეს წიგნი გამიზნულია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტების, სასულიერო სემინარია-აკადემიების სტუდენტების, მასწავლებლების, მკვლევ- რებისა და ქართული საეკლესიო მწერლობით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
ამ ნაშრომის (1923) მიხედვით, ადამიანის ყველა ქცევა და ხასიათის თვისება ფსიქიკის სამი ელემენტის ურთიერთქმედებიდან იღებს სათავეს. ესენია ეგო, ზე-ეგო და Id. ეგოს ფუნქცია რეალობასთან Id-ის მორიგებაა, ხოლო ზე-ეგო გონების კრიტიკული, მორალური ნაწილია. ეგოს, ზე-ეგოსა და Id-ის კონცეფციებთან ერთად ფროიდი ამ ნოვატორულ ნაშრომში იკვლევს სიცოცხლისა და სიკვდილის ინსტინქტებს, ისევე, როგორც შიშს, რომელიც დანაშაულის გრძნობით არის წარმოშობილი.