iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

თანამედროვე

სორტირება:

თურქეთის დუზჯეს პროვინციაში ცხოვრობს მუჰაჯირი ქართველების შთამომავალი მწერალი, ილჰან აკინი, გენეტიკური სიდარბაისლით, თავმდაბლობითა და საოცარი სითბოთი გამორჩეული კაცი, 20-მდე რომანის ავტორი. ჩვენმა გამომცემლობამ დასტამბა თარგმანი მისი რომანისა „უხმო ქვითინი“ (ქართველთა გადასახლება), რომელიც მუჰაჯირობის მძიმე წლებს ეხება. ეს არის ერთ-ერთი პირველი მხატვრული ნაწარმოები, დაწერილი ქართველი მუჰაჯირების ცხოვრების შესახებ. შესაბამისად პირველია ამ თემაზე გამოქვეყნებული ნაწარმოების ქართული თარგმანიც.

პოლ გოგენის ცხოვრებით შთაგონებული "მთვარე და ექვსპენიანი" ერთდროულად ედუარდის დროინდელი პირობითობების სატირაც არის და გენიოსის მენტალიტეტის ცოცხალი პორტრეტი. ჩარლზ სტრიკლენდი ოჯახს ტოვებს, რათა მხატვრობას მიუძღვნას სიცოცხლე საფრანგეთსა და ტაიტიზე. მისი გადაწყვეტილება შეპყრობილობამდე მიდის, რასაც სერიოზული შედეგი მოჰყვება.

დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI) პროგრამა.

 

ამბის მთხრობელი, ხუან პრესიადო, დაუსახლებელ ქალაქში ჩადის, რომელიც ჩურჩულითაა გამსჭვალული და მისი მეშვეობით შეიტყობს განადგურების შესახებ, პედრო პარამოს ვნებამ რომ სუსანა სან-ხუანს არგუნა. 1955 წელს გამოქვეყნებული რომანი ესპანურენოვანი ლიტერატურის შედევრად არის მიჩნეული.

წინამდებარე წიგნი წარმოადგენს მეთოდურ სახელმძღვანელოს სხვა­დასხვა დონის გაანგარიშებითი ქიმიური ამოცანების ამოხსნაში. ამოცანები განხილული და კლასიფიცირებულია პირობების სტრუქტურის და ამოხსნის მეთოდების გათვალისწინებით. მოყვანილია ამოცანის თითოეული ტიპის ამოხსნის შესაბამისი ალგორითმი. 

ამ თხზულებამ, რომელიც 1839 წელს არის შექმნილი, მის ავტორს საერთაშორისო აღიარება მოუპოვა. ნების თვისუფლების მისეული ბრწყინვალე და ელეგანტური განმარტება ამ ნაწარმოებს დასავლეთევროპული ფილოსოფიის კლასიკად აქცევს.

წინამდებარე ნარკვევში ერნსტ კასირერი მიმოიხილავს ლინგვისტიკაში სტრუქტურალიზმის ჩასახვისა და განვითარების პროცესს სხვა მეცნიერებებში დამკვიდრებული მეთოდებისა და ტენდენციების ფონზე.

ეს მოთხრობა სიყვარულის შესახებაა, დაკარგული და დაბრუნებული სიყვარულის შესახებ, რომელსაც წინ ვერაფერი აღუდგება.

პატარა დედაკაცი
1.33ლარი

პატარა დედაკაცი

მიხეილ ჯავახიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვარი ფუტურისტის, მწერლის, პოეტის, მკვლევარის ილია ზდანევიჩის (ილიაზდი) ავტობიოგრაფიული რომანი „ფილოსოფია“.

ფილოსოფია
5.55ლარი

ფილოსოფია

ილია ზდანევიჩი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

იაკობ გოგებაშვილი შეკუმშული და ბავშვებისთვის გასაგები ფორმით გადმოგვცემს ძველი აღთქმის ამბებს, დაწყებული სამყაროს შექმნითა და იუდა მაკაბელით დასრულებული.

ბიბლიური მოთხრობები
2.77ლარი

ბიბლიური მოთხრობები

იაკობ გოგებაშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წინამდებარე მცირე ესსეით ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი პირველი მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიის სულიერი მდგომარეობის ანალიზს შპენგლერის ბედისწერის იდეოლოგიისა და კაიზერლინგის პროფეტული ინტუიციის შედარების საფუძველზე გვთავაზობს.

"განწყობის თეორიის ძირითადი დებულებები" სპეციალისტების მიერ დიმიტრი უზნაძის უმთავრეს ნაშრომად არის მიჩნეული, რომელშიც ის ადამიანისა და ცხოველის განწყობის განხილვის საფუძველზე განწყობის ზოგადი მოძღვრების მოკლე განსაზღვრებას გვთავაზობს.

ჯონ გეის მეთვრამეტე საუკუნის "გლახაკის ოპერაზე" დაფუძნებული "სამგროშიანი ოპერა", რომელიც პირველად 1928 წელს დაიდგა ბერლინში, ვაიმარის რესპუბლიკის ბურჟუაზიულ-კაპიტალისტური საზოგადოების მწვავე სატირას წარმოადგენს, თუმცა კი მოქმედება ვიქტორიანული პერიოდის სოჰოში ხდება.

ამ წიგნში მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი ადამიანის კულტურულ მიღწევათა შესწავლის შედეგებს გვთავაზობს. "რა არის ადამიანი?" - ეს არის თანამედროვე ცოდნის ორიგინალური სინთეზი, ჩვენი დროის ინტელექტუალური კრიზისის უნიკალური ინტერპრეტაცია და ბრწყინვალე მტკიცებულება ადამიანის უნარისა, გონების გამოყენებით გადაჭრას ადამიანური პრობლემები.

"ბასკერვილების ძაღლი" რიგით მესამე რომანია, რომელშიც დეტექტივ შერლოკ ჰოლმსს ვხვდებით. რომანის მოქმედება ინგლისის დასავლეთში, დარტმურსა და დევონში მიმდინარეობს, და მოგვითხრობს მკვლელობის მცდელობის ამბავს, რომელიც ეშმაკეული ძაღლის ლეგენდით არის ინსპირირებული. საქმეს იძიებენ შერლოკ ჰოლმსი და მისი მეწყვილე დოქტორი უოტსონი.

ბასკერვილების ძაღლი
2.99ლარი

ბასკერვილების ძაღლი

ართურ კონან დოილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ამ წიგნში მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი ადამიანის კულტურულ მიღწევათა შესწავლის შედეგებს გვთავაზობს. "რა არის ადამიანი?" - ეს არის თანამედროვე ცოდნის ორიგინალური სინთეზი, ჩვენი დროის ინტელექტუალური კრიზისის უნიკალური ინტერპრეტაცია და ბრწყინვალე მტკიცებულება ადამიანის უნარისა, გონების გამოყენებით გადაჭრას ადამიანური პრობლემები.