iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

თანამედროვე

სორტირება:

ავტობიოგრაფიულ რომანში „ბინადრობის ნებართვა“ მოქმედება 70-იანი წლების ჟენევაში ხდება. მთავარი გმირი, 12 წლის ანდრე, სიცილიელი იმიგრანტის შვილია. შვეიცარიაში გადასახლებული იტალიელი ბავშვისთვის ინტეგრაცია ძნელი აღმოჩნდა. შეძლებს კი მარტოსული მოზარდი, გააგებინოს მშობლებს თავისი პრობლემები, მოიპოვოს მეგობრები?

„ბავშვი ნანგრევებიდან“ რომანში მოქმედება სამ სხვადასხვა ადგილას ვითარდება, მოქმედი პირები ყველგან სხვადასხვაა, თუმცა, როგორც ირკვევა, ისინი ერთმანეთთან არიან დაკავშირებული...  სიტუაცია დღითიდღე მწვავდება. ოჯახს გაქცევა უწევს და ბევრ სირთულეს აწყდება...

ეს წიგნი იუდაიზმის ერთ-ერთი შედარებით გვიან წარმოშობილი მიმართულების, ხასიდიზმის, შესახებაა. მასში განხილულია ხასიდების რწმენა და ყოფა, მოცემულია ხასიდური გამონათქვამებისა და აფორიზმების თარგმანი და განხილულია ე.წ. "ციმცუმის" იდეა.

ნეტარ არს
4.00ლარი

ნეტარ არს

ნიკოლოზ ნორიელი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წინამდებარე ნაშრომში, რომელიც "ერების ფსქიოლოგიის" ნაწილს წარმოადგენს, მრავალრიცხოვანი მაგალითების ფონზეა განხილული გენეზისი ერებისა და ხალხების ცივილიზებულობის ელემენტებისა, ისეთების, როგორიცაა აღმსარებლობა, ხელოვნება და ინსტიტუტები.

ადამიანის სულიერ სამყაროში ფსიქოლოგიური წვდომის ნიუანსები, მაძიებლობის ვნება და თავგადასავალი, ზღაპრული ატმოსფეროსთვის დამახასიათებელი მგრძნობელობა - ეს ყველაფერი „სალსავას“ საინტერესო შრეებია, რაც თხრობის მშვიდი და ფაქიზი ტემპორიტმითაა გადმოცემული. ყოველდღიური ქაოსით და რუტინით დაღლილი მკითხველისთვის ის ნამდვილად აღმოჩნდება უცხო კუნძული, სადაც შეძლებს მარადიულ თემებზე ჩაფიქრდეს და საკუთარი სულის სიღრმეებშიც იმოგზაუროს.

ნაშრომში განხილულია ტიგროსსა და ევფრატს შორის მოსახლე ძველი ხალხების - შუმერელთა და აქადელთა (ასურელ-ბაბილონელთა) მითოლოგიური წარმოდგენები, მათი შეხედულება სამაყროსა და მისი წარმოშობის შესახებ, ადამიანის შექმნა, მისი ფუნქცია, ცივილიზაცია, წარღვნის მითოსი და სხვა.

ტრილოგიის მესამე წიგნი მოგვითხრობს კარლ-არტურის ცხოვრების ამბავს შარლოტა ლიოვენშოლდთან განშორების შემდეგ, როდესაც ის ანა სვერდთან ქორწინდება, თუმცა თეა სუნდლერის დაბრუნება მრავალ ცვლილებას შეიტანს პერსონაჟთა ცხოვრებაში.

ანა სვერდი
3.88ლარი

ანა სვერდი

სელმა ლაგერლიოფი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"ონტოლოგიის ახალი გზების" მთავარი ამოცანა ურთიერთდამოკიდებულებისა და ურთიერთკავშირების გაანალიზებაა. ჰარტმანისათვის, რომლის იდეები თანამედროვე სოციალურ მეცნიერებათა კვლევასთან გვაახლოვებს, ონტოლოგია - ნეიტრალური კატეგორიაა, რომელიც სუბიექტსა და ობიექტს მოიცავს და სცდება, როგორც ძველი რეალიზმის, ისე თანამედროვე იდეალიზმის ფარგლებს.

მიხეილ ჯავახიშვილი ამ მცირე ზომის მოთხრობითაც კენწლავს საბჭოთა ხელისუფლებას, თუმცა მხოლოდ სოციალური შემადგენელი არ არის მნიშვნელოვანი, საინტერესოა ადამიანთა დამოკიდებულებაც ამ მოვლენისადმი.

დამპატიჟე
0.99ლარი

დამპატიჟე

მიხეილ ჯავახიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

თურქეთის დუზჯეს პროვინციაში ცხოვრობს მუჰაჯირი ქართველების შთამომავალი მწერალი, ილჰან აკინი, გენეტიკური სიდარბაისლით, თავმდაბლობითა და საოცარი სითბოთი გამორჩეული კაცი, 20-მდე რომანის ავტორი. ჩვენმა გამომცემლობამ დასტამბა თარგმანი მისი რომანისა „უხმო ქვითინი“ (ქართველთა გადასახლება), რომელიც მუჰაჯირობის მძიმე წლებს ეხება. ეს არის ერთ-ერთი პირველი მხატვრული ნაწარმოები, დაწერილი ქართველი მუჰაჯირების ცხოვრების შესახებ. შესაბამისად პირველია ამ თემაზე გამოქვეყნებული ნაწარმოების ქართული თარგმანიც.

პოლ გოგენის ცხოვრებით შთაგონებული "მთვარე და ექვსპენიანი" ერთდროულად ედუარდის დროინდელი პირობითობების სატირაც არის და გენიოსის მენტალიტეტის ცოცხალი პორტრეტი. ჩარლზ სტრიკლენდი ოჯახს ტოვებს, რათა მხატვრობას მიუძღვნას სიცოცხლე საფრანგეთსა და ტაიტიზე. მისი გადაწყვეტილება შეპყრობილობამდე მიდის, რასაც სერიოზული შედეგი მოჰყვება.

დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI) პროგრამა.

 

ამბის მთხრობელი, ხუან პრესიადო, დაუსახლებელ ქალაქში ჩადის, რომელიც ჩურჩულითაა გამსჭვალული და მისი მეშვეობით შეიტყობს განადგურების შესახებ, პედრო პარამოს ვნებამ რომ სუსანა სან-ხუანს არგუნა. 1955 წელს გამოქვეყნებული რომანი ესპანურენოვანი ლიტერატურის შედევრად არის მიჩნეული.

წინამდებარე წიგნი წარმოადგენს მეთოდურ სახელმძღვანელოს სხვა­დასხვა დონის გაანგარიშებითი ქიმიური ამოცანების ამოხსნაში. ამოცანები განხილული და კლასიფიცირებულია პირობების სტრუქტურის და ამოხსნის მეთოდების გათვალისწინებით. მოყვანილია ამოცანის თითოეული ტიპის ამოხსნის შესაბამისი ალგორითმი. 

ამ თხზულებამ, რომელიც 1839 წელს არის შექმნილი, მის ავტორს საერთაშორისო აღიარება მოუპოვა. ნების თვისუფლების მისეული ბრწყინვალე და ელეგანტური განმარტება ამ ნაწარმოებს დასავლეთევროპული ფილოსოფიის კლასიკად აქცევს.