iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

თარგმანი

სორტირება:

ბიძია რიმუსი კეთილი ყოფილი მონაა, რომელიც პატარა ჯოელს ზღაპრებს მოუთხრობს. ამ ზღაპრების მთავარი გმირი მოხერხებული "ძამია კურდღელია", სიმპათიური პერსონაჟი, რომელსაც ხშირად "ძამი მელია" და "ძამია დათუნია" უპირისპირდებიან, თუმცა კურდღელი თითქმის ყოველთვის გამარჯვებული გამოდის. აქვე შეხვდებით კუს, კაკაჩას, ბეღურას, ოპოსუმსა და სხვა ცნობილ პერსონაჟებს.

ყოველთვის მაწუხებდა ის ფაქტი, რომ ბერძნული მითები საქართველოში არაა ფართოდ გავრცელებული და ბევრმა მათ შესახებ არ იცის. ხოდააა, ვყიდი ჩემს მიერ ნათარგმნ გასოცარ მითებს!

დეკარტეს "მსჯელობა" გარდამტეხი წერტილია ევროპულ აზროვნებაში; მასში ავტორი მოკლედ გადმოსცემს თავის რადიკალურად ახალ ფილოსოფიას, რომელიც თვითობის არსებობის მტკიცებით იწყება (ცნობილი "cogito ergo sum"). შემდეგ ავტორი აკეთებს დასკვნას ღმერთის არსებობისა და ბუნების შესახებ, ბოლოს კი ფიზიკურ სამყაროზე, ადამიანსა და ცხოველთა სამყაროზე სრულიად ახალ თვალსაზრისს გვთავაზობს.შენახვა/დახურვა

ჯონ გეის მეთვრამეტე საუკუნის "გლახაკის ოპერაზე" დაფუძნებული "სამგროშიანი ოპერა", რომელიც პირველად 1928 წელს დაიდგა ბერლინში, ვაიმარის რესპუბლიკის ბურჟუაზიულ-კაპიტალისტური საზოგადოების მწვავე სატირას წარმოადგენს, თუმცა კი მოქმედება ვიქტორიანული პერიოდის სოჰოში ხდება.

ამ წიგნში მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი ადამიანის კულტურულ მიღწევათა შესწავლის შედეგებს გვთავაზობს. "რა არის ადამიანი?" - ეს არის თანამედროვე ცოდნის ორიგინალური სინთეზი, ჩვენი დროის ინტელექტუალური კრიზისის უნიკალური ინტერპრეტაცია და ბრწყინვალე მტკიცებულება ადამიანის უნარისა, გონების გამოყენებით გადაჭრას ადამიანური პრობლემები.

"დუბროვსკი" - პუშკინის პროზის ერთ-ერთი ნიმუშია, რომელიც ეფუძნება მართლმსაჯულებით განაწყენებული კადნიერი თავადის ნადმვილ ისტორიას. მოთხრობა დღემდე რჩება სალიტერატურო წრეების კამათის საგნად, ლინგვისტებისთვის კი "დუბროვსკი" რუსული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი პირველი ნიმუშია.

დუბროვსკი
1.55ლარი

დუბროვსკი

ალექსანდრე პუშკინი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ამ წიგნში მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი ადამიანის კულტურულ მიღწევათა შესწავლის შედეგებს გვთავაზობს. "რა არის ადამიანი?" - ეს არის თანამედროვე ცოდნის ორიგინალური სინთეზი, ჩვენი დროის ინტელექტუალური კრიზისის უნიკალური ინტერპრეტაცია და ბრწყინვალე მტკიცებულება ადამიანის უნარისა, გონების გამოყენებით გადაჭრას ადამიანური პრობლემები.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იაპონიის მთავრობამ შეიმუშავა სამეურნეო რეფორმები და ისინი, ვინც მიწას ფლობდნენ, კრიტიკისა და რევოლუციის მსხვერპლნი გახდნენ. მიწების ჩამორთმევის შედეგად, მრავალმა არისტოკრატიული კლასის წარმომადგენელმა დაკარგა ეკონომიკური სახსრები. დაზაი ოსამუს “ჩამავალი მზე” ასეთ ისტორიულ კონტექსტში დაიბადა. ნოველის მთავარი გმირები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაცემული არისტოკრატების საცხოვრებელ პირობებსა და სულიერ ცვლილებებს წარმოაჩენენ. ნაწერის პრინციპი, დამარცხების შემდგომ ჩვეულებრივი ადამიანების ჩვეულებრივ ცხოვრებას წარმოაჩენს.

ჰეგელის "ლექციები ესთეტიკის შესახებ" 1820-იან წლებში იქნა წაკითხული ბერლინში. ეს არის ღრმად არგუმენტირებული ნაშრომი, რომელიც გამოწვევას წარმოადგენს ხელოვნების უნარისადმი, რეაგირება მოახდინოს თანამედროვე სამყაროზე.

ბრანდი მღვდელია, რომელიც აღიარებს თავისი არჩევანის შედეგს და გრძნობს ვალდებულებას, აკეთოს მართებული რამეები. მას სწამს ადამიანების ნებისა და ცხოვრობს პრინციპის "ან ყველაფერი, ან არაფერი" შესაბამისად. ის მოუწოდებს თავის სამწყსოს, უარი თქვას სიცოცხლეზე, რათა სული იხსნას. ბრანდის მთავარი მიზანი სამყაროს ხსნაა, თუმცა მისი შეხედულებები მკაცრი და უსამართლოა.

ბრანდი
4.66ლარი

ბრანდი

ჰენრიკ იბსენი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ლესინგის ხუთმოქმედებიანი ბურჟუაზიული ტრაგედია, "ემილია გალოტი", უდავოდ შედევრს წარმოადგენს. განმანათებლობის ეპოქის დრამას საქმე აქვს კონფლიქტთან თავადაზნაურობის მართვის თვითნებურ სტილსა და ბურჟუაზიის ახალ მორალს შორის. პრემიერა შედგა 1772 წლის 8 მარტს ბრაუნშვაიგში.

ემილია გალოტი
2.33ლარი

ემილია გალოტი

გოთჰოლდ ეფრაიმ ლესინგი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"ისტორიის მატერიალისტური კონცეფცია მნიშვნელოვანი არა მხოლოდ იმიტომ არის, რომ ის საშუალებას გვაძლევს, უკეთესად განვმარტოთ ისტორია,ვიდრე ეს აქამდე კეთდებოდა, არამედ იმ მიზეზითაც, რომ ის საშუალებას გვაძლევს, ვაქციოთ ისტორია იმაზე უკეთესად, ვიდრე ამას დღემდე აკეთებდნენ" – კარლ კაუცკი.

წინამდებარე ნაშრომში ფოიერბახი მთლიანად რელიგიისადმი იყენებს იგივე ანალიზს, რაც მან "ქრისტიანობის არსებაში" გამოიყენა. ფოიერბახი რელიგიურ შეხედულებათა საკვანძო ასპექტებს განიხილავს და თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში განმარტავს მათ, როგორც შიშისა და დამოკიდებულების პირველადი გრძნობის სახესხვაობებს. წიგნი პირველად გამოქვეყნდა 1845 წელს.

რელიგიის არსება
3.66ლარი

რელიგიის არსება

ლუდვიგ ფოიერბახი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წინამდებარე ნაშრომით დიდი გერმანელი ჰუმანისტი უპირისპირდება ენის წარმოშობის XVIII საუკუნეში გავრცელებულ თეორიებს, კერძოდ, "ღვთიური" წარმოშობის საღვთისმეტყველო თეორიასა და ენის წარმოშობას "საზოგადოებრივი შეთანხმების" საფუძველზე. ჰერდერი ენას განიხილავს, როგორც ადამიანის ცნობიერების განუყრელ თვისებას.

კავკასიელი მისტიკოსის ეს ადრეული ნაშრომი წარმოადგენს მის მოწაფეთა ჩანაწერებს, რომლებიც უშუალოდ გურჯიევის გამონათქვამებსა და ლექციებზეა დაფუძნებული, და რომლებიც ცხოვრების მრავალ მნიშვნელოვან მხარეს ეხება: სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, შემოქმედებას, ცხოვრებისეული გზის არჩევას, ხელოვნებასა და სხვა.

ოღუზ ათაი ამ კრებულში გაერთიანებულ მოთხრობებში სიტუაციებსა და ფაქტებზე მეტად - ადამიანზე და, კიდევ უფრო მეტად, ადამიანის სულიერ თავგადასავალზე მოგვითხრობს - მარგინალებსა და ანტიგმირებზე, რომლებიც თავიანთ პრობლემებს ვერ უმკლავდებიან, რომელთაც საზოგადოება არ აღიარებს; საზოგადოების მიერ დაუნდობლად გარიყულ ლუმპენებზე; მათზე, ვისაც გამოუვალმა მდგომარეობამ თვით­მკვლელობისა და დანაშაულისკენ უბიძგა; ვინც გაგიჟების ზღვარზეა; ნეგატივზე, რომელიც მხოლოდ ინდივიდების კი არა, საზოგადოების პრობლემაა.