iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

თარგმანი

სორტირება:

"ლახესი" პლატონის ერთ-ერთი სოკრატული დიალოგია, რომლის მონაწილეები სიმამაცის განსხვავებულ კონცეფციებს წარმოადგენენ. დიალოგი აპორიაში სრულდება.

ეს მოცულობითი ნოველა ადამიანისა და საზოგადოების დაპირისპირებაზეა, რომლიდან ერთადერთი გამოსავალი... სიკვდილია.

შტრასსენმან
1.00ლარი

შტრასსენმან

ჰერმან კესერი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

მძაფრი და მხიარული, "კანდიდი" დღემდე სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს სატირად რჩება 1759 წელს მისი პირველი გამოქვეყნებიდან. ის მოგვითხრობს თავგადასავლებს ახალგაზრდა კანდიდისა, პანგლოსის მოწაფის, ვინც, თავის მხრივ, ლაიბნიცის მოწაფეა და სამყაროს სიკეთისა სწამს. მრავალი უბედურების ნახვის შემდეგ კანდიდი საწინააღდეგოში რწმუნდება.

"ზაფხულის ღამის სიზმარი" შექსპირის კომედიაა, რომელიც 1590 და 1596 წლებს შორის დაიწერა. იგი აღწერს ათენის მთავარ თეზეუსისა და იპოლიტას ქორწინებასთან დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებშიც ფერიების მიერ მანიპულირებადი ოთხი ახალგაზრდა ათენელი და ექვსი მოყვარული მსახიობია გახლართული. წარმოადგენს შექსპირის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პიესას.

წინამდებარე კრებულში რუსული და საერთაშორისო ანარქიზმის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი არსებულ წეს-წყობილებასთან ანარქიზმის შედარებით ანალიზს ახდენს და გარკვეულ წინასწარმეტყველებებსაც აკეთებს სახელმწიფოთა მომავალი იდეალური მოწყობის შესახებ.

ასტროლოგის მიერ დაიმედებული სასიძოები დედოფლის ასულის ხელისათვის ეჯიბრებიან ერთმანეთს, მაგრამ კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, ამ დროს კი არადიდგვაროვანი სამხედრო პირი იმარჯვებს, რომელიც ბედსა და თავის თავსაა მინდობილი.

პირდაპირი და შეუფერადებელი თხრობა გვიხატავს გემის ქირურგის, ლემუელ გულივერის ოთხ ნიშანდობლივ მოგზაურობას, მათ შორის ერთს - ლილიპუტების მიწაზე, სადაც ექვს–დიუიმიანი მაცხოვრებლები ბინადრობენ; კიდევ ერთს - ბრობდინგნაგში, მიწაზე, სადაც გიგანტებთან შედარებით ადამიანები სრულ უსუსურობად წარმოდგებიან. უბრალო ენით დაწერილი კლასიკა მომხიბვლელობით გამოირჩევა: ბავშვებისთვის ის მხიარულ ფანტასტიკას წარმოადგენს; მოზრდილებისთვის - პოლიტიკური ცხოვრების გონებამახვილურ პაროდიას.

Gulliver's Travels
1.00ლარი

Gulliver's Travels

ჯონათან სვიფტი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ომიდან დაბრუნებული ვაჟი მშობლების სიყვარულის ლტოლვის ობიექტია, თუმცა თავად მშობლებს ერთმანეთის მიმართ არანაირი გრძნობა აღარ გააჩნიათ. პიესაში მათ გარდა კიდევ ხუთი პერსონაჟია, ზოგი მათგანი ცდილობს და ეძებს კიდეც სიყვარულს, მაგრამ გრძნობის წყარო დაშრეტილია.

ახალი ხედვა
2.77ლარი

ახალი ხედვა

გაბრიელ მარსელი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წინამდებარე მოხსენებაში ალფრედ ადლერი მოკლე მონახაზს აკეთებს შეხედულებისა, რომელიც ინდივიდუალური ფსიქოლოგიის მისეულ კონცეფციას დაედო საფუძვლად.

ამ ნაშრომის ყმაწვილკაცური ნაკლოვანებები თავად ავტორმა ამხილა "თვითკრიტიკის მცდელობაში", რომელიც 1886 წლის გამოცემას დაერთო თან. მაგრამ თავად წიგნი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეფასებას წარმოადგენს ტრაგედიისა, რაც კი ოდესმე შექმნილა. მან გამოუთხარა ძირი ბერძნული კულტურის კონცეფციას, გაბატონებულს ვიქტორიანულ ეპოქაში და გააანალიზა თემები, რომლებიც მეოცე საუკუნეში განავითარეს ნიცშეს მომდევნო მოაზროვნეებმა.

"ქარიშხალი", როგორც ვარაუდობენ, 1610-11 წწ. უნდა იყოს დაწერილი. მოქმედება კუნძულზე მიმდინარეობს, სადაც ჯადოქარი პროსპერო, მილანის კანონიერი ჰერცოგი, გეგმავს თავისი ქალიშვილი მირანდა კუთვნილ ადგილზე დააბრუნოს, რისთვისაც ილუზიებსა და ოსტატურ მანიპულაციებს იყენებს.

ქარიშხალი
1.88ლარი

ქარიშხალი

უილიამ შექსპირი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

სიზმრები, ფილოსოფია, ბიბლიოთეკა, სარკეები, გამოგონილი მწერლები, მითები, მათემატიკა, გეომეტრია - ჭეშმარიტად ღრმა და ლაბირინთულია ბორხესის მოთხრობები, დაწერილი უდახვეწილესი ენითა, და მეცნიერებისა და ხელოვნების მრავალი დარგის ფუნდამენტური ცოდნით.

მოთხრობები
3.00ლარი

მოთხრობები

ხორხე ლუის ბორხესი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

შელინგი წინამდებარე ესსეით კანტისა და ფიხტეს ფილოსოფიურ სისტემებს აკრიტიკებს, თავისი, როგორც თავად უწოდებს, სასრული და ისტორიული ფილოსოფიის პოზიციიდან.

კანტი და ფიხტე
1.55ლარი

კანტი და ფიხტე

ფრიდრიხ შელინგი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

მოლიერის სამაქტიანი კომედია "მკურნალი სიყვარული", რომელიც ხუთ დღეში იქნა და დაწერილი და წარმოდგენილი, ძუნწი და ეგოისტი მამის გაბითურებას გვიჩვენებს, ვისაც არაფრით სურს ქალიშვილის გათხოვება. პირველი წარმოდგენა შედგა 1665 წლის 22 სექტემბერს.

ფრანგულ ენაზე პიესის სრული სახელწოდებაა "სიცილიელი ანუ შეყვარებული მხატვარი" - ეს გახლავთ ერთაქტიანი კომედია, რომელშიც ეჭვიანი პატრონის გაბითურების სცენაა გათამაშებული. პიესა პირველად დაიდგა 1667 წლის 5 იანვარს სენ-ჟერმენ-ენ-ლეიში.

1849 წელს დოსტოევსკის ოთხი წლის საკატორღო სამუშაოები მიუსაჯეს სოციალისტურ ჯგუფში მონაწილეობისთვის. რომანმა, რომელიც მან განთავისუფლების შემდეგ დაწერა, ეფუძნებოდა რა კონტრაბანდული გზით გამოტანილ ჩანაწერებს, არა მარტო აღიარება მოუტანა მას, არამედ რუსული ციხის აღწერის ტრადიციაც შექმნა.