ხოაკინ მონეგრო ბავშვობიდან ვნებით არის შეპყრობილი, შურის ვნებით უახლოესი მეგობრისადმი და მთელი მისი ცხოვრება ამ შურით განისაზღვრება. "აბელ სანჩესი" (1917) იმის შესახებაა, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ასეთმა ვნებამ ადამიანი და მისი გარშემომყოფები.
დიმიტრი უჩანეიშვილის ახალი რომანი "კოშკი" მწვავე პოლიტიკური სატირაა, რომელიც განმსჭვალულია აპოკალიფსის შეგრძნებით. რომანის ღია ფინალი კიდევ უფრო ამძაფრებს ამ შეგრძნებას და მკითხველს კვლავაც დააფიქრებს ყველაზე საჭირბოროტო კითხვებზე: რა მოელის კაცობრიობას? რა გზით უნდა წარიმართოს ჩვენი სახელმწიფოებრივი ცხოვრება? ეს საჭირბოროტო საკითხავი წარმოსახულია შეუფერადებლად და თხრობის იმ ხელოვნებით, რაც სულმოუთქმელად წაგაკითხებთ ამ ბევრგვარი სატკივარით სავსე რომანს.