„ალუბლის ბაღი“ - ესაა ჩეხოვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები და იმ პერიოდის ყველაზე ცნობილი რუსული პიესა. მის მთავარ გმირს არა პერსონაჟი, არამედ ალუბლის ბაღის სახე წარმოადგენს, რაც რუსეთის მაშინდელი თავადაზნაურობის სიმბოლოა. პიესაში ბაღი იჩეხება ანუ თავადაზნაურობის რუსეთი წარსულს ბარდება, მის ნაცვლად კი ახალი, ვაჭრებისა და მარად სტუდენტთა რუსეთი მოდის. შექმნილია 1903 წელს, პრემიერა შედგა 1904 წლის 17 იანვარს.
“ონტოლოგიური დასაბუთების სახით ჩვენ გვაქვს იშვიათი მაგალითი აზრთა წყობისა, რომლის უარყოფაშიც ისეთმა ანტიპოდებმა შეუწყვეს ერთმანეთს ხმა, როგორებიც არიან თომა აქვინელი და კანტი. ასეთ პირობებში თითქოს ონტოლოგიური დასაბუთების რეაბილიტაციის მცდელობა საკმაოდ უიმედო წამოწყებაა. და მაინც ჩვენ სწორედ ეს მცდელობა გვსურს აქ ვაქციოთ მკითხველის ყურადღების საგნად.” - ს. ფრანკი.
„ფარისეველთა კაბალა“, რომელიც ასევე „მოლიერის“ სახელითაა ცნობილი, ბულგაკოვმა 1929 წელს დაწერა მოსკოვის მხატვრული თეატრისთვის. პიესა ხელოვანის ბედს გვიჩვენებს ტირანიის პირობებში, ამასთან, მნიშვნელობა არ ენიჭება, რომელი ძალაუფლებიდან მოდის ეს ტირანია, სეკულარული თუ კლერიკალური - ტირანია ულმობელია და ხშირად შემოქმედის სიკვდილს იწვევს. საბჭოთა პერიოდში პიესა აკრძალული იყო.
1866 წელს გამოქვეყნებული რომანის მთავარი თემა ღარიბი სტუდენტის, როდიონ რასკოლნიკოვის ღრმა სულიერი აშლილობა და მორალური დილემაა - შესაძლებელია თუ არა დანაშაულის ჩადენა მომავალი კეთილი საქმის სახელით. რომანი ასევე სინჯავს რასკოლნიკოვის თეორიას იმისა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ბუნებრივად აქვთ მინიჭებული დანაშაულის ჩადენის უნარი. „დანაშაული და სასჯელი“ ფსიქოლოგიური რომანის მწვერვალად მიიჩნევა.
1866 წელს გამოქვეყნებული რომანის მთავარი თემა ღარიბი სტუდენტის, როდიონ რასკოლნიკოვის ღრმა სულიერი აშლილობა და მორალური დილემაა - შესაძლებელია თუ არა დანაშაულის ჩადენა მომავალი კეთილი საქმის სახელით. რომანი ასევე სინჯავს რასკოლნიკოვის თეორიას იმისა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ბუნებრივად აქვთ მინიჭებული დანაშაულის ჩადენის უნარი. „დანაშაული და სასჯელი“ ფსიქოლოგიური რომანის მწვერვალად მიიჩნევა.
"მამა გორიო" სამართლიანად ითვლება ბალზაკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რომანად, რომელიც ვატერლოოში ნაპოლეონის დამარცხების შემდგომი პარიზის სოციალურ ყოფას ასახავს. მოქმედება საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარეობს, მისი გმირები კი შვილების მოსიყვარულე მამა გორიო, კრიმინალი ვოტრენი და სტუდენტი რასტინიაკი არიან, რომელთაგან სამივე თავისებურად ეპოქის მსხვერპლს წარმოადგენს. გამოქვეყნდა 1835 წელს.
„შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“ (1720) ჩიკამაცუ მონძაემონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესაა, რომლის პრემიერა 1721 წლის 3 იანვარს შედგა. იგი სიყვარულით დაბრმავებული ორი ადამიანის ცხოვრებას ეხება, რომლებიც სოციალურ და პოლიტიკურ მიზეზთა გამო ვერ ახერხებენ ერთად ყოფნას და უკანასკნელ ნაბიჯს დგამენ - ერთობლივ თვითმკვლელობას მიმართავენ იმქვეყნად შერთების იმედით.
„თოლია“ ჩეხოვის ერთადერთი პიესაა, რომელშიც ის სხვა თემებთან ერთად შემოქმედების საკითხსა და ერთის მხრივ, შემოქმედის ხასიათსა და თავისებურებებს, მეორეს მხრივ კი, მის ბედს განიხილავს, რაც ნაწილობრივ პირად გამოცდილებასაც ეფუძნება. სუსტი ტრეპლევი, რომელსაც საყრდენი წერტილი ვერ უპოვნია, ნებდება და მარცხდება, საშუალო ნიჭის ნინა ზარეჩნაიას კი სჯერა და ამიტომ „აღარაფრის ეშინია“. „თოლია“ 1896 წელს გამოქვეყნდა, პრემიერა კი შედგა იმავე წლის 17 ოქტომბერს.
„ოთხმოცდაცამეტი წელი“ ვიქტორ ჰიუგოს უკანასკნელი რომანია, რომელიც 1874 წელს გამოქვეყნდა. იგი რესპუბლიკელთა წინააღმდეგ მონარქიის მომხრეეების კონტრრევოლუციურ ბრძოლას, ე.წ. ვანდეას აჯანყებას ასახავს. სხვადასხვა პერსპექტივით დანახული მოვლენები უსაზღვრო გზნებითა და ამ პერიოდის ღრმა ცოდნით შექმნილ ნაწარმოებში დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
„წუთისოფელი“ მოპასანის პირველი რომანია, რომელიც 1883 წელს გამოქვეყნდა. ესაა ავტორის მცდელობა შეუფერადებლად დაგვანახოს ცხოვრება, ისეთი, როგორიც ის არის. ამისათვის მთავარი გმირის, ჟანა ლე პერტუი დე ვოს, განცდებითა და მოვლენებით აღსავსე ყოფაა გამოყენებული, უფრო მეტად ტკივილით აღსავსე, ვიდრე სიხარულით, თუმცა ნაწარმოების ბოლოს ავტორი მიდის დასკვნამდე, რომ ცხოვრება „არც ისე კარგია და არცთუ ისე ცუდი, როგორც ჰგონიათ“.
„სამი და“ - 1900 წელს გამოქვეყნებული და 1901 წელს დადგმული პიესაა, რომელიც ჩეხოვის შედევრებს ეკუთვნის „ძია ვანიას“, „თოლიასა“ და „ალუბლის ბაღთან“ ერთად. ესაა პიესა ბედნიერების მოლოდინის, მიუწვდომლის, უნაყოფო იმედებისა და ილუზიების შესახებ, რომელშიც გადის მთელი ცხოვრება, მომავალი კი არ დგება, რომლის ნაცვლად კვლავ აწმყო გრძელდება, უსიხარულო და უიმედო.
გოგოლის ეროვნულ-ჰეროიკული ნოველა "ტარას ბულბა" რომანტიულად ასახავს ზაპოროჟიეს კაზაკის, ტარას ბულბასა და მისი ორი ვაჟის ცხოვრებას და კაზაკთა ომს პოლონეთის წინააღმდეგ. ზედმეტად პრო-უკრაინულად მიჩნეული ნაწარმოები პირველად 1835 წელს გამოქვეყნდა, შემდეგ კი, რედაქტირებული და რუსეთზე მეტად ორიენტირებული სახით - 1842 წელს.
ახალგაზრდობისას გაკეთებული არასწორი არჩევანი და ამ არჩევანის შედეგები საკუთარი თავისა და შთამომავლობისთვის იმ შემთხვევაში, თუკი მხარეები ემოციური აღქმადობით განსხვავდებიან - ესაა მთავარი თემები ბალზაკის ცნობილი რომანისა "30 წლის ქალი", რომელიც 1829-დან 1842 წლის ჩათვლით იწერებოდა.
„ცეზარ ბიროტო“ ბალზაკის რეალისტური შედევრია, რომელიც პარიზელი პარფიუმერის, გულუბრყვილო და პატიოსანი ცეზარ ბიროტოს აღზევებისა და დაცემის შესახებ მოგვითხრობს საბანკო კაპიტალისტთა თაღლითობისა ფონზე, რომელთა სქემებისა და გაკოტრების მექანიზმის დაწვრილებითი აღწერა დამატებით ხიბლს სძენს ნაწარმოებს. გამოქვეყნებულია 1837 წელს.