iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

მსჯელობა მეთოდის შესახებ

რენე დეკარტი

დეკარტეს "მსჯელობა" გარდამტეხი წერტილია ევროპულ აზროვნებაში; მასში ავტორი მოკლედ გადმოსცემს თავის რადიკალურად ახალ ფილოსოფიას, რომელიც თვითობის არსებობის მტკიცებით იწყება (ცნობილი "cogito ergo sum"). შემდეგ ავტორი აკეთებს დასკვნას ღმერთის არსებობისა და ბუნების შესახებ, ბოლოს კი ფიზიკურ სამყაროზე, ადამიანსა და ცხოველთა სამყაროზე სრულიად ახალ თვალსაზრისს გვთავაზობს.შენახვა/დახურვა

2.99ლარი

ტრაქტატი ადამიანური შემეცნების პრინციპების შესახებ

ჯორჯ ბერკლი

თავის მთავარ ნაშრომში ირლანდიელი ფილოსოფოსი იმატერიალიზმის შეხედულებას აყალიბებს, რომლის თანახმად არაფერი მატერიალური არსებობს, სანამ რაიმეს ან ვინმეს მიერ არ აღიქმება. განსხვავებით სოლიფსიზმისგან, რომლის შესაბამისად მხოლოდ "მე" არსებობს, ბერკლის შეხედულება იმაში მდგომარეობს, რომ მატერიალური საგნები - იდეებია, რომლებიც ცალკეული ცნობიერი გონების მიერ არის ფორმირებული.

3.99ლარი

მეტაფიზიკური განაზრებანი

რენე დეკარტი

ეს წიგნი ექვსი განაზრებისგან შედგება, რომლებშიც დეკარტი თავდაპირველად ყველაფრის რწმენას უარყოფს, შემდეგ კი თანდათანობით ცდილობს მივიდეს იმის რწმენასთან, რისი რწმენას დაუეჭვებლად არის შესაძლებელი. ეს ნაშრომი ყველაზე დეტალურად განმარტავს დეკარტის მეტაფიზიკურ სისტემას, განავრცობს რა იდეებს, რომლებიც მოცემულია მეოთხე ნაწილში მისი "მსჯელობისა მეთოდის შესახებ".

3.77ლარი

სულის ვნებანი

რენე დეკარტი

ხშირად ფიქრობენ, რომ დეკარტმა გონებისა და სხეულის სრული გამიჯვნა შემოიტანა. მაგრამ მან ასევე აღიარა მჭიდრო კავშირი მათ შორის, თავის გვიანდელ ნაშრომებში კი ის ფოკუსირებას ადამიანური ბუნების ამ ასპექტზე ახდენს. "სულის ვნებანი" მისი უდიდესი წვლილია ამ დებატებში. იგი შეიცავს ღრმა განსჯას ემოციების მუშაობისა და მათი ადგილისა ადამიანურ ცხოვრებაში – ესაა საგანი, რომელიც სულ უფრო მეტად იპყრობს ფილოსოფოსების, ინტელექტუალებისა და კულტურის ისტორიკოსების ყურადღებას.

3.99ლარი

ფილოსოფიის საწყისები

რენე დეკარტი

"ფილოსოფიის საწყისები" რენე დეკარტის კლასიკური ტექსტია, რომელიც ლათინურად დაიწერა და 1644 წელს გამოქვეყნდა. იგი ეძღვნება ელისაბედ ბოჰემიელს, ვისთანაც დეკარტს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა. წიგნში განსაზღვრულია ბუნების პრინციპები, ანუ ფიზიკის კანონები, როგორც დეკარტი უწოდებდა მათ.

3.99ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

„უკმაყოფილება კულტურით“ ზიგმუნდ ფროიდის 1930 წლის ნაშრომია. 1921 წელს გამოქვეყნებულ „მასების ფსიქოლოგიასა და ეგოს ანალიზთან“ ერთად იგი ფროიდის ყველაზე ამომწურავი კულტურულ-თეორეტიკული ტრაქტატია. ეს გახლავთ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტექსტი კულტუროლოგიის სფეროში, რომელიც კულტურასა და ინსტინქტურ იმპულსებს შორის კონტრასტებს განიხილავს.

ამ პიესაში კორუმპირებული კომერსანტის ვაჟი მამის ორპირობას ამხელს, მაგრამ იმავდროულად ანადგურებს ადამიანებს, რომელთა ხსნა აქვს მიზნად დასახული. გრეგერს ვერლე აიძულებს თავის მეგობრებს, ეკდალებს, რომ სიმართლე აღიარონ საკუთარი ცხოვრების შესახებ, თუმცა ეს სიმართლე მხოლოდ დამატებით ჭრილობებს აყენებს მათ. პიესაში დაჭრილი იხვი ამ ოჯახისა და, შესაძლოა, იბსენის ყმაწვილური იდეალიზმის განქარვების სიმბოლოს წარმოადგენს.

გარეული იხვი
2.99ლარი

გარეული იხვი

ჰენრიკ იბსენი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წინამდებარე თხზულებაში, რომელიც უფრო დიდი წიგნის, "ერების ფსიქოლოგია", ნაკვეთს წარმოადგენს, გუსტავ ლე ბონი ერის ხასიათს, მის ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს, ერების დიფერენცირებასა და ისტორიული ერების ჩამოყალიბების მიზეზებს იკვლევს.

"დედა კურაჟი და მისი შვილები" თანამედროვე თეატრის ერთ-ერთ უდიდეს დრამატულ ნაწარმოებადაა მიჩნეული და ბერტოლტ ბრეხტის ყველაზე მგზნებარე და ფუნდამენტურ განცხადებას წარმოადგენს ომის წინააღმდეგ. პიესის მოქმედება მე-17 საუკუნეში მიმდინარეობს და აგებულია ანა ფირლინგის ("დედა კურაჟი"), მოხეტიალე მოვაჭრის გარშემო, რომელიც თავის ფურგონსა და შვილებს ევროპის რელიგიური ომების ქარცეცხლში დაატარებს.

"უფრო ძლიერი" სტრინდბერგის ერთაქტიან ფსიქოლოგიურ პიესათა რიგს ეკუთვნის, რომელშიც ორი მანდილოსანი საუბრობს ერთმანეთთან, უფრო სწორად, ერთი საუბრობს, მეორე კი მხოლოდ ისმენს და ჟესტიკულაციით ავლენს თავის მყოფობას, ანუ პიესა დრამატული მონოლოგის ნიმუშია. პრემიერა შედგა 1889 წელს.

უფრო ძლიერი
0.99ლარი

უფრო ძლიერი

ავგუსტ სტრინდბერგი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ეს პიესა თანამედროვე საზოგადოების მდგომარეობის ჩვეულებრივი პოლიტიკური კომენტარი იქნებოდა, თუკი ენასა და რეალობას შორის დამოკიდებულებას არ დავაყენებთ ეჭვქვეშ, რაც ამ ერთაქტიან პიესაში წინა პლანზეა წამოწეული.

კრებული მოიცავს ოლდოს ჰაქსლის 1920-იან წლებში დაწერილ სხვადასხვა ჟანრისა და თემატიკის მოთხრობებს.

მოთხრობები
1.99ლარი

მოთხრობები

ოლდოს ჰაქსლი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"სამი ქალი" რობერტ მუზილის 1924 წელს გამოქვეყნებულ ნოველათა ციკლია, რომლებიც სიყვარულის თემაზეა შექმნილი და რომლებშიც ავტორი ფსიქიკის შეუცნობელ სფეროებში შეღწევას ცდილობს.

სამი ქალი
2.55ლარი

სამი ქალი

რობერტ მუზილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"ეჰ ჯო" სემულე ბეკეტის მიერ 1965 წელს შექმნილი ტელეპიესაა, რომლის თემატიკა, სჯობს, ალბათ თვით ბეკეტის სიტყვებით გადმოვცეთ: "მოგონებები კლავს. ამგვარად, თქვენ არ უნდა იფიქროთ კონკრეტული მოვლენების შესახებ, ან უმალ უნდა იფიქროთ, რადგან თუ ასე არ მოიქცევით, არსებობს საფრთხე მათი აღმოჩენისა თქვენს გონებაში. ანუ თქვენ უნდა იფიქროთ მათ შესახებ მცირე ხანს, კარგა ხანს, სანამ ისინი  სამუდამოდ არ დაინთქმებიან მიწის ქვეშ. ასეთია წესი."

ეჰ ჯო
0.99ლარი

ეჰ ჯო

სემუელ ბეკეტი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"ნევროტიკოს ქალთა მამაკაცური მიდგომის შესახებ" - ესაა ნაკვეთი ადლერის ვრცელი ნაშრომიდან "ინდივიდუალური ფსიქოლოგიის თეორია და პრაქტიკა", რომელშიც ავტორი ქალების მიერ საკუთარი როლიდან გადახვევისა და "მამაკაცურის" არჩევის მიზეზებს იკვლევს,

სემეულ ბეკეტის ამ მინიატურულ პიესაში, რომელიც მხოლოდ 7 წუთს გრძელდება და სიმბოლოებითა და მეტაფორებითაა აღსავსე, მის დრამატურგიულ ნაწარმოებთაგან განსხვავებით სამი პერსონაჟია, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ფრაზით და კომენტარითაა შემოფარგლული. მიუხედავად ასეთი მინიმალისტური მიდგომისა, მრავალი კრიტიკოსის აზრით პიესა ბეკეტის ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ ნაწარმოებადაა მიჩნეული. პრემიერა შედგა 1966 წლის 14 იანვარს ბერლინის Schillertheater-ში.

ფაუსტის ვერიის  თანამედროვე ლეგენდა, რომელშიც მეოცე საუკუნის კომპოზიტორი თავის სულს მიჰყიდის ეშმაკს არტისტული ძალისთვის, რომელიც მას ესოდენ სწყურია. რომანში ბრწყინვალედაა ერთმანეთს გადაწნული მუსიკა, ფილოსოფია, თეოლოგია და პოლიტიკა. ადრიან ლევერკიუნი ნიჭიერი კომპოზიტორია, რომელიც მზადაა ყველაფერზე წავიდეს სიმაღლეების მისაღწევად. შედეგად ის იღებს დიდების 24 წელიწადს - მუსიკალურ ინოვაციათა პერიოდს, რომელიც პროგრესულ და დამანგრეველ შეშლილობასთანაა გადაჯაჭვული. რომანი ასევე იკითხება, როგორც გერმანიაში მესამე რაიხის აღზევების ალეგორია.

ეს წიგნი, ისევე, როგორც "რატომ არ ვარ ქრისტიანი", რასელის ათეიზმის ყველაზე ცხადი და ცნობილი ნიმუშია. იგი გამოყენებულ იქნა 1940 წლის სასამართლო საქმის მტკიცებულებად, როდესაც რასელი კოლეჯის დონეზე ფილოსოფიის სწავლებისთვის შეუფერებლად მიიჩნიეს. ამ წიგნში გადმოცემული იდეები მაშინაც წინააღმდეგობრივი და საკამათო იყო და დღესაც ასეა, რელიგიისთვის კი ისინი სულაც მკრეხელურია. ეს შესანიშნავი ნაშრომი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც რასელის ფილოსოფიის საუკეთესო შესავალი.

რისი მწამს
2.33ლარი

რისი მწამს

ბერტრან რასელი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წინამდებარე კრებულში შესული სამი ესსეი, სხვა ავტორთა ნაწარმოებების ანალიზისა და საკუთარ დაკვირვებათა საფუძველზე, მარსელ პრუსტის მხატვრულ მეთოდს აყალიბებს.

წიგნის კითხვა
2.55ლარი

წიგნის კითხვა

მარსელ პრუსტი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"ფარია" - 1888-89 წლებში დაწერილი პიესაა, რომელიც სტრინდბერგის მეგობარ ოლა ჰანსონის მოთხრობის სიუჟეტს ეფუძნება. ესაა ორი ადამიანის ინტელექტუალური შეტაკება, რომელთაგან წარსულში ორივე დამნაშავეა. როდესაც ჭეშმარიტებას ფარდა აეხდება, რჩება კითხვა, რამდენად შესაძლებელია პატიება დროის გასვლის შემდეგ. პრემიერა 1889 წლის 9 მარტს შედგა.

ფარია
1.55ლარი

ფარია

ავგუსტ სტრინდბერგი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ითვლება რა მსოფლიო ფილოსოფიის ერთ-ერთ ყველაზე ღრმა, გავლენიან და მნიშვნელოვან ნაწარმოებად, "ზნეობის მეტაფიზიკის დაფუძნება" საფუძველია კანტის მთელი შემოქმედებისა. მასში ფილოსოფოსი წარმოადგენს ძირითად კონცეფციას, რომელიც ცენტრალურია მისი მორალური ფილოსოფიისა და, პრაქტიკულად, მთელი თანამედროვე ეთიკური აზროვნებისთვის - ესაა კატეგორიული იმპერატივი, მორალის უზენაესი პრინციპი, რომლის თანახმად უნდა ხდებოდეს ყველა გადაწყვეტილების მიღება.