iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

მსჯელობა მეთოდის შესახებ

რენე დეკარტი

დეკარტეს "მსჯელობა" გარდამტეხი წერტილია ევროპულ აზროვნებაში; მასში ავტორი მოკლედ გადმოსცემს თავის რადიკალურად ახალ ფილოსოფიას, რომელიც თვითობის არსებობის მტკიცებით იწყება (ცნობილი "cogito ergo sum"). შემდეგ ავტორი აკეთებს დასკვნას ღმერთის არსებობისა და ბუნების შესახებ, ბოლოს კი ფიზიკურ სამყაროზე, ადამიანსა და ცხოველთა სამყაროზე სრულიად ახალ თვალსაზრისს გვთავაზობს.შენახვა/დახურვა

2.99ლარი

ტრაქტატი ადამიანური შემეცნების პრინციპების შესახებ

ჯორჯ ბერკლი

თავის მთავარ ნაშრომში ირლანდიელი ფილოსოფოსი იმატერიალიზმის შეხედულებას აყალიბებს, რომლის თანახმად არაფერი მატერიალური არსებობს, სანამ რაიმეს ან ვინმეს მიერ არ აღიქმება. განსხვავებით სოლიფსიზმისგან, რომლის შესაბამისად მხოლოდ "მე" არსებობს, ბერკლის შეხედულება იმაში მდგომარეობს, რომ მატერიალური საგნები - იდეებია, რომლებიც ცალკეული ცნობიერი გონების მიერ არის ფორმირებული.

3.99ლარი

მეტაფიზიკური განაზრებანი

რენე დეკარტი

ეს წიგნი ექვსი განაზრებისგან შედგება, რომლებშიც დეკარტი თავდაპირველად ყველაფრის რწმენას უარყოფს, შემდეგ კი თანდათანობით ცდილობს მივიდეს იმის რწმენასთან, რისი რწმენას დაუეჭვებლად არის შესაძლებელი. ეს ნაშრომი ყველაზე დეტალურად განმარტავს დეკარტის მეტაფიზიკურ სისტემას, განავრცობს რა იდეებს, რომლებიც მოცემულია მეოთხე ნაწილში მისი "მსჯელობისა მეთოდის შესახებ".

3.77ლარი

სულის ვნებანი

რენე დეკარტი

ხშირად ფიქრობენ, რომ დეკარტმა გონებისა და სხეულის სრული გამიჯვნა შემოიტანა. მაგრამ მან ასევე აღიარა მჭიდრო კავშირი მათ შორის, თავის გვიანდელ ნაშრომებში კი ის ფოკუსირებას ადამიანური ბუნების ამ ასპექტზე ახდენს. "სულის ვნებანი" მისი უდიდესი წვლილია ამ დებატებში. იგი შეიცავს ღრმა განსჯას ემოციების მუშაობისა და მათი ადგილისა ადამიანურ ცხოვრებაში – ესაა საგანი, რომელიც სულ უფრო მეტად იპყრობს ფილოსოფოსების, ინტელექტუალებისა და კულტურის ისტორიკოსების ყურადღებას.

3.99ლარი

ფილოსოფიის საწყისები

რენე დეკარტი

"ფილოსოფიის საწყისები" რენე დეკარტის კლასიკური ტექსტია, რომელიც ლათინურად დაიწერა და 1644 წელს გამოქვეყნდა. იგი ეძღვნება ელისაბედ ბოჰემიელს, ვისთანაც დეკარტს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა. წიგნში განსაზღვრულია ბუნების პრინციპები, ანუ ფიზიკის კანონები, როგორც დეკარტი უწოდებდა მათ.

3.99ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

ინგლისელი პოლიტიკოსის და ფილოსოფოსის, ჯონ სთიუარტ მილის, თხზულება "ქალთა დაქვემდებარება" 1869 წელს გამოქვეყნდა. ავტორი მასზე მეუღლესთან, ჰარიეთ ტეილორ მილთან, ერთად მუშაობდა. ნაშრომში გადმოცემული არგუმენტები სქესთა შორის თანასწორობის შესახებ იმ დროის ევროპის ტრადიციულ ნორმებთან წინააღმდეგობაში იყო. "ქალთა დაქვემდებარება" დღემდე ითვლება ფემინისტური ლიტერატურის კლასიკად.

სიუჟეტი პარალელურ სამყაროებში ვითარდება. ენდიჰგრას მაცხოვრებელი სებასტიან ვინგსი, მოულოდნელი აღმოჩენის რეალურობის შემოწმების მიზნით პლანეტის დატოვებას გადაწყვეტს. მისი ხანმოკლე მოგზაურობა სივრცეში, ახალი აღმოჩენების საწინდარი გახდება. შემხვედრი ადამიანების თუ არსებების მრავალფეროვანი ბუნება მის შეხედულებებს სამუდამოდ ცვლის. გვანდალერიუმში დაბრუნების შემთხვევაში, მთავარ გმირს მმართველის წინაშე წარდგომა და ერთ დროს მიღებული გადაწყვეტილების გამო პასუხისგება მოუწევს, რაც მის მომავალს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.

 

შემქმნელები
4.88ლარი

შემქმნელები

იანუს ბლაინდი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ესა თუ ის საიდუმლო საზოგადოება ეფუძნება გარკვეულ პრინციპებს, ცოდნას, ნაგროვებ გამოცდილებას, წესდებას, საერთო მიზნებსა და ამოცანებს. ყოველი ასეთი საზოგადოება ერთმანეთისგან განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა საერთო თვისებებიც და გადაკვეთის წერტილებიც ჰქონდეთ. ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, ასეთი საზოგადოებები თანამშრომლობენ, ერთმანეთისგან „სწავლობენ“ და შესაძლოა ერთიანდებიან, აერთიანებენ რა მათ ტრადიციებს, ცოდნასა და შესაძლებლობებს.

"ყურანი" ისლამის უმთავრესი რელიგიური ტექსტია, რომელიც, მუსლიმთა შეხედულებით, ღმერთის (ალაჰის) მიერ არის მუჰამედისთვის შეტყობინებული ქადაგებათა სახით ამ უკანასკნელის ზეშთაგონების მოემნტებში, რაც 610-დან 632 წლის ჩათვლით გრძელდებოდა. "ყურანის" ორიგინალის ენა არაბულია.

ყურანი
6.99ლარი

ყურანი

მუჰამედი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"ბილიკებიდან და ლიანდაგებზე" ნიკო ლორთქიფანიძის ერთადერთი რომანია, რომელშიც 1905-07 წწ. რევოლუციის მოსამზადებელი პერიოდია აღწერილი.

თითქმის საუკუნის წინ შექმნილ სახელმძღვანელო წიგნში თავმოყრილია ის ცოდნა ღვინის დაყენებისა და მოვლის შესახებ, რომელიც იმ დროისთვის იყო ხელმისაწვდომი. წიგნი საინტერესო იქნება მეღვინეობით დაინტერესებული ყველა ადამიანისთვის.

1930 წელია. ერთი მოსკოვური ოჯახის მშვიდ ცხოვრებას არღვევს. განაჩენი - „სამშობლოს მოღალატე“. ყირგიზეთში გადასახლებული ხუთი წლის სტელა და დედამისი თითქოს ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან. უბრუნდებიან ადამიანურ ყოფას, თან არაერთხელ, რადგან გარემოებები მსჯავრდებულებს გამუდმებით უცნობ და არცთუ იოლ „ხვალინდელ დღეს“ სთავაზობს. ასე გრძელდება კვირიდან კვირამდე, წლიდან წლამდე. ეს ავტორის გამოგონილი და შელამაზებული ამბავი კი არა, პატარა სტელასა და მისი ოჯახის ნამდვილი თავგადასავალია. კითხულობ და გაოცებს ადამიანის სულიერი ძალა, წიგნის წაკითხვის შემდეგ კი კაცთა მოდგმასა და მთელ სამყაროს სულ სხვა თვალით უყურებ.

პიესა შექმნილია 1605-06 წლებში და მოგვითხრობს ბრიტანეთის ლეგენდარული მეფე ლირის ისტორიას, რომელმაც წლების მიწურულს სამ ქალიშვილს შორის სამეფოს განაწილება გადაწყვიტა.

King Lear
1.22ლარი

King Lear

უილიამ შექსპირი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წიგნში მოქმედება მე-20 საუკუნის დასაწყისში ხდება. თხრობა ეპოქის სულისკვეთებით არის გაჟღენთილი - იგრძნობა დოსტოევსკის და ნიცშეს გავლენა, დეკადენტური განწყობილება, მომავალი გლობალური კატასტროფების წინათგრძნობა... მთავარი გმირი, ექიმი გლასი წერს დღიურს და გვიზიარებს თავის აზრს ისეთ საკითხებზე, რომლებიც დღესაც აქტიურად განიხილება: აბორტი, ევთანაზია, მორალური ღირებულებების ცვალებადობა; სიუჟეტის განვითარებასთან ერთად, ეს თითქოსდა მშვიდი, თუმცა ამავდროულად ფსიქოლოგიურად დაძაბული, შინაგანი მუხტის მატარებელი რომანი სულ უფრო და უფრო გითრევს და სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდები სევდიანი, თუმცა ლოგიკური დასასრულის წინაშე.

ექიმი გლასი
5.00ლარი

ექიმი გლასი

იალმარ სედერბერგი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

1949 წელს რომანი „ლამაზი ანტონიო“ მწერალმა პირველად ყოველკვირეულ გაზეთ „ილ მონდოში“ გამოაქვეყნა. ეს უკანასკნელი სატირული ჟანრის რომანია, რომლის მთავარი გმირის იმპოტენციაც არსებული რეჟიმის კრიზისსა და მარცხს განასახიერებს. რომანს ლიტერატურული კრიტიკისა და მკითხველის დიდი გამოხმაურება ხვდა და იტალიური ეროვნული ლიტერატურული ჯილდოთი - ბაგუტას პრემიითაც აღინიშნა. 

ლამაზი ანტონიო
7.00ლარი

ლამაზი ანტონიო

ვიტალიანო ბრანკატი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ევრიპიდეს შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი სამშობლოს სიყვარულის თემას ეძღვნება. ევრიპიდეს შემოქმედების უმთავრეს თავისებურებად მისი თანამედროვეობა სახელდება, რაც უპირველეს ყოვლისა გამოვლინდა ტრაგედიებში ჰეროიკულ-პატრიოტული მოტივების მომძლავრებით, ანტიკური დემოკრატიის არასრულყოფილებისა თუ რელიგიური კრიზისის გაცნობიერების წარმოსახვით. ამ განცდით არის დაწერილი ტრაგედია „მავედრებელი ქალები“, რომელსაც მისი ჰიპოთესისის ავტორმა „ათენის ენკომიონი“ („სადიდებელი“) უწოდა.

ითვლება, რომ სოფოკლეს ტრაგედიათა შორის "აიასი" უადრესია. „აიასი“ მოგვითხრობს გმირთა ეპოქის უდიდეს აქაველ გმირზე, რომელიც ძლიერებითა თუ კეთილსახოვნებით მხოლოდ აქილევსს ჩამოუვარდება. ტრაგედიაში მრავლისმომცველი და მარად აქტუალური პრობლემებია ასახული,  სოფოკლეს პოეტურმა გენიამ კი აიასის თვითმკვლელობა მსოფიოს ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენად აქცია.

აიასი
3.22ლარი

აიასი

სოფოკლე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

კრებული გამოიცემა საბერძნეთის რევოლუციის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში. კრებულში შესულია საბერძნეთის ეროვნული პოეტის დიონისიოს სოლომოსის ნაწარმოებების ქართული თარგმანები, შესრულებული თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ახალი ბერძნული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტების მიერ.

თავისუფლების პოეტი
1.99ლარი

თავისუფლების პოეტი

დიონისიოს სოლომოსი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ამ პოეტურ ტექსტებში ოსტატურადაა წარმოჩენილი ძველბერძნული პოეტური ტრადიციისა და მოდერნის სინთეზი. მრავალფეროვანი შემოქმედება გამოხატავს და ეძებს დიდი ადამიანური თავგადასავლის ყველა კუთხე-კუნჭულს. მასთან ისტორია თანამედროვეობის გამოხატვის საშუალებაა. ხოლო ლაკონიზმი, კონტრასტულობა, ქვეტექსტების სიმკვეთრე ინსტრუმენტებია, რომლითაც შემოქმედის გუმანი მკითხველს რთულ და წინააღმდეგობრივ დროში აღმოჩენილი ადამიანისადმი თანაგანცდით აღავსებს.

ბევრისადმი აღმოჩნდებოდა ეს სტრიქონებიც და სათაურიც: „გულის ეპოსი“ ძალდაუტანებლად რომ მოიქცეოდა თავის წიაღში კონსტანტინოს კავაფისის მთელ პოეტურ ნაღვაწს. აღიარებულ ლექსებსაც და სიცოცხლეში გამოუქვეყნებელთა. არადა უამათოდ სრულყოფილი წარმოდგენა ვერ შეგვექმნებოდა ამ მომხიბლავ, მომნუსხველ, ექსპრესიით აღვსილ მხატვრულ სამყაროზე, თავისი გზაბილიკი რომ უნდა გაეჭრა პოეტს არამარტო ბერძნულ ენობრივ სივრცეში, არამედ დასავლური ლიტერატურის მდინარებაშიც.

ალექსანდრიული ბიბლიოთეკის დაწვა საბედისწერო აღმოჩნდა ბერძნული ლირიკისთვის. გვიანი ხანის საბერძნეთსა და ბიზანტიაში ადრეული ბერძნული ლირიკით მხოლოდ სწავლულები იყვნენ დაინტერესებულნი. ისინი საკუთარი ნააზრევის ნათელსაყოფად იმოწმებდნენ ბერძნული ლირიკის ნიმუშებს. სწორედ უძველეს წყაროებში დადასტურებული ციტატები და უახლესი პაპიროლოგიური აღმოჩენების ფრაგმენტები გვიქმნიან ძირითად წარმოდგენას ძველი საბერძნეთის ლირიკის გარდასულ დიდებაზე.