iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

ესე იტყოდა ზარატუსტრა

ფრიდრიხ ნიცშე

"ესე იტყოდა ზარატუსტრა" ანუ "წიგნი ყველასა და არავისთვის", ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიურ-პოეტური ტრაქტატია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იპოვოს ადამიანმა საკუთარი ადგილი ცხოვრებაში, ბუნებასა და საზოგადოებაში. გერმანელი მოაზროვნის ოთხნაწილიანი ფილოსოფიური თხზულება შექმნილია 1883-85 წწ. უნიკალურ და ექსპერიმენტულ, "დითირამბულ" სტილში შეთხზული ნაწარმოები ეხება ისეთ მძაფრ ფილოსოფიურ და მორალურ თემებს, როგორიცაა "ერთი და იგივეს მარადი დაბრუნება", "ღმერთის სიკვდილი" და "ზეკაცის მოსვლა".

4.77ლარი

სიკეთესა და ბოროტებას მიღმა

ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ნიცშეს ცნობილ ნაშრომში "სიკეთესა და ბოროტებას მიღმა" განვითარებულია იდეები მისი წინამორბედი წიგნისა "ესე იტყოდა ზარატუსტრა, და კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა სტანდარტებისათვის, რომლებსაც მორალთან დაკავშირებით იცავდნენ ფილოსოფოსები. წიგნი პირველად 1886 წელს გამოქვეყნდა.

4.33ლარი

ანტიქრისტე

ფრიდრიხ ნიცშე

ნიცშეს ბოლო წლების ნაშრომი შექმნილია მას შემდეგ, რაც უკვე დაიწერა "ესე იტყოდა ზარატუსტრა" და მცირე ხნით ადრე ფსიქიურ კოლაფსამდე, რომელმაც იგი სრულიად უუნაროდ აქცია. ნაშრომი წარმოადგენს, როგორც შეუკავებელ თავდასხმას ქრისტიანობაზე, ისე მომდევნო განვითარებას ნიცშეს ძალაუფლებისთვის ნების ფილოსოფიისა. ცდილობს რა გადასინჯოს დასავლური ფასეულობები, რასაც იუდეურ-ქრისტიანულ ტრადიციათა გავლენის განადგურებით გულისხმობს, "ანტიქრისტე" ფრიად წინააღმდეგობრივ წიგნს, მეორეს მხრივ კი სტიმულის საფუძველს წარმოადგენს ფილოსოფოსთა მომდევნო თაობებისთვის.

3.77ლარი

ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით

ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ნიცშეს საპროგრამო ტექსტი, რომელში ჩამოყალიბებული იდეები მის მთელ შემოქმედებას თანამდევ ზოლად გასდევს. შექმნილი 1873 წელს.

0.99ლარი

ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან

ფრიდრიხ ნიცშე

ამ ნაშრომის ყმაწვილკაცური ნაკლოვანებები თავად ავტორმა ამხილა "თვითკრიტიკის მცდელობაში", რომელიც 1886 წლის გამოცემას დაერთო თან. მაგრამ თავად წიგნი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეფასებას წარმოადგენს ტრაგედიისა, რაც კი ოდესმე შექმნილა. მან გამოუთხარა ძირი ბერძნული კულტურის კონცეფციას, გაბატონებულს ვიქტორიანულ ეპოქაში და გააანალიზა თემები, რომლებიც მეოცე საუკუნეში განავითარეს ნიცშეს მომდევნო მოაზროვნეებმა.

3.88ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

მორი ოგაის „მოცეკვავე გოგონა“ (舞姫 Maihime, 1890) იაპონური მოდერნიზმის პირველი მნიშვნელოვანი პროზაული ნაწარმოებია. მთავარი გმირი ტოიოტარო იაპონელი სტუდენტია, რომელიც გერმანიაში სასწავლებლად მიემგზავრება. იქ ის იცნობს ახალგაზრდა გერმანელ მოცეკვავეს, ელისეს, და მათ შორის სიყვარულის ისტორია იწყება. თუმცა, ტოიოტარო იაპონიიდან მიღებული დავალებებისა და კარიერული პასუხისმგებლობების გამო მძიმე არჩევანის წინაშე დგება — ერთი მხრივ, მისი გრძნობები ელისესადმი, მეორეს მხრივ კი მოვალეობა და ქვეყნისადმი ვალდებულება.

დაზაი ოსამუს ნოველა, „ვილონის ცოლი“, ცუნეკოსა და თავისი მწერალი ქმრის, იოზოს მშფოთვარე ქორწინებას აღწერს ომის შემდგომ იაპონიაში. მასში განხილულია სოციალური ზეწოლა, ექზისტენციალური სასოწარკვეთა და სიყვარულისა და იდენტობის სირთულეები. ნოველა გვთავაზობს ადამიანის მდგომარეობის ღრმა გაგებას მისი ტრანსფორმაციის დროს.

ჰიგუჩი იჩიიოს მოკლე ისტორიები მეიჯის ერაში მცხოვრები ჩვეულებრივი ხალხის ცხოვრებას გვიყვება. ის ნათელი ჭეშმარიტებითა და ღრმა ემპათიით აღწერს სიღარიბისა და თავგანწირვის თემებს და ადამიანური ურთიერთობების სირთულეებს. მისი უბრალო, თუმცა ჩამაფიქრებელი წერის სტილი ყოველდღიურ გამოცდილებებს აღწერს, რამაც წარუშლელი კვალი დატოვა იაპონურ ლიტერატურაზე. მისი სამი მოთხრობის მიხედვით რეჟისორმა ტადაში იმაიმ 1953 წელს ფილმი გადაიღო, სახელწოდებით „ტალახიანი წყლის ყურე“. ასევე, მოთხრობების მიხედვით იდგმება თეატრალური წარმოდგენები.

მოთხრობები
3.00ლარი

მოთხრობები

ჰიგუჩი იჩიიო

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ტამიკი ჰარამ ჰიროშიმას დაბომბვის საზარელი გამოცდილება აღწერა მოთხრობაში „ზაფხულის ყვავილები“ რომელსაც ტაკიტარო მინაკამის პირველი პრიზი მიანიჭეს. „ზაფხულის ყვავილები“ 1947 წელს, „გულის სურვილის მიწა“ კი 1951 წელს გამოქვეყნდა.

წიგნში გაერთიანებულია ავტორის ხუთი მოკლე ისტორია. რამდენიმე მათგანი ავტობიოგრაფიული ხასიათისაა.

მოთხრობები
3.00ლარი

მოთხრობები

ოსამუ დაზაი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„გარეული ბატები“ მტკივნეული სიყვარულის ისტორიაა, რომელიც მეიჯის რეჟიმის დასრულებით გამოწვეული სოციალური ცვლილებების ფონზე ხდება. მთავარი გმირი, ახალგაზრდა ოტამა, სიღარიბის გამო იძულებული ხდება მევახშის საყვარელი გახდეს. მის გარშემო ოსტატურად დახატული პერსონაჟები – მისი სუსტი მამა, მისი ძლიერი და გონიერი საყვარელი (და საყვარლის ეჭვიანი ცოლი) და სიმპათიური სტუდენტი, ვინც მისი სურვილის საგანი და გადარჩენის სიმბოლოა - მეიჯის ერის ფერად პროცესიებს წარმოადგენენ – გეიშა, სტუდენტი, მსახიობები, შუამავლები, მაღაზიის მეპატრონეები და ხარბი დიასახლისები. ნაწარმოების სახელისა და მის გარშემო თავისუფალი ხალხის მსგავსად, ოტამას ფრენა სწყურია.

„ლიმონი“ და „აყვავებული ალუბლების ქვეშ“ მოტოჯირო კაჯიის მოკლე ისტორიებია. „ლიმონის“ გამოქვეყნების შემდეგ, კიოტოს მარუზენის მაღაზიაში ხშირად ტოვებდნენ ლიმონს. ის ლიტერატურულ სახელმძღვანელოშია შეტანილი. „აყვავებული ალუბლების ქვეშ“ კი მისი პირველი წინადადებით ძალიან პოპულარულია.

ორიგინალში ნოველას “კოკორო” ქვია, რაც გულს, გონებასა და სულს ერთდროულად გულისხმობს. ის პირველად 1914 წლის 20 აპრილიდან 11 აგვისტომდე გაზეთ “ასაჰიში” სერიების სახით დაიბეჭდა. “გული” სამი ნაწილისგან შედგება. პირველ ორ ნაწილში მთხრობელი სენსეის, უფროსი მეგობრის შესახებ ჰყვება. მესამე ნაწილი კი გრძელი აღიარების წერილია, რომელსაც სენსეი მთხრობელს სწერს.

გული
6.00ლარი

გული

ნაცუმე სოსეკი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იაპონიის მთავრობამ შეიმუშავა სამეურნეო რეფორმები და ისინი, ვინც მიწას ფლობდნენ, კრიტიკისა და რევოლუციის მსხვერპლნი გახდნენ. მიწების ჩამორთმევის შედეგად, მრავალმა არისტოკრატიული კლასის წარმომადგენელმა დაკარგა ეკონომიკური სახსრები. დაზაი ოსამუს “ჩამავალი მზე” ასეთ ისტორიულ კონტექსტში დაიბადა. ნოველის მთავარი გმირები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაცემული არისტოკრატების საცხოვრებელ პირობებსა და სულიერ ცვლილებებს წარმოაჩენენ. ნაწერის პრინციპი, დამარცხების შემდგომ ჩვეულებრივი ადამიანების ჩვეულებრივ ცხოვრებას წარმოაჩენს.

„დისკვალიფიცირებული როგორც ადამიანი“ (人間失格) არის სიმბოლო უსიამოვნო სიტუაციისა დღევანდელი იაპონელი მწერლების. ეს არის ისტორია კაცის, რომელიც მიტოვებულია თავისი ამხანაგების მიერ, მისი სერიოზულად მიღების უარყოფით. მამამისის სიყვარულისგან მიტოვებული, მეგობრების მიერ გამოყენებული, საბოლოოდ დაუნდობლად ექცევა ქალს, ვისაც უყვარს. ის არ ფიქრობს, თავისი გამოცდილებებისდა მიუხედავად, რომ სხვები ცდებიან და მხოლოდ ის არის მართალი. პირიქით, ის წარმოუდგენელი გულწრფელობით წერს თავის ყველა დარღვევაზე, ადამიანის ყველა კოდზე, რომელსაც ის ვერ გებულობს. საუცხოო ეპილოგში, ერთადერთი თვითმხილველი ამბობს: „ის ანგელოზი იყო“ და ჩვენ მოულოდნელად ვაანალიზებთ იოზოს პორტრეტის დაუსრულებლობას. როგორც კაცების უმეტესობა ვერ ამჩნევს თავის დაუნდობლობას, იოზოსაც არ შეუმჩნევია თავისი სიკეთე და თავისი სიყვარულის უნარი.