"დონ კიხოტი", რომელიც პირველ თანამედროვე რომანად ითვლება, დასავლური ლიტერატურის კლასიკაა და უკვე საუკუნეებია საუკეთესო მხატვრულ ნაწარმოებად მიიჩნევა. წიგნი მოგვითხრობს იდალგო ალონსო კიხანოს თავგადასავალს, რომელსაც იმდენი რაინდული რომანი აქვს წაკითხული, რომ ჭკუას კარგავს და რაინდობის აღორძინებას მოისურვებს. ნაწარმოები უბადლო იუმორითაა შეზავებული. გამოქვეყნდა ორ ნაწილად, 1605 და 1615 წლებში.
მე-14 საუკუნის შუაწელს შექმნილი რომანი, რომელშიც ათი პერსონაჟის მიერ ათი დღის განამვლობაში სიყვარულის, ღირსების, ჭკუისა და მოხერხებულობის ამბებია მოთხრობილი, პირველ რიგში შუა საუკუნეებიდან რენესანსისკენ გარდამავალ კულტურულ ღირებულებათა ასახვისათვისაამნიშვნელოვანი და ამ თვალსაზრისით ევროპული ლიტერატურის ეპოქალურ ნაწარმოებს წარმოდგენს.
საზოგადოდ მიჩენული შექსპირის ერთ-ერთ საუკეთესო კომედიად, "აურზაური არაფრის გამო" დაწერილი უნდა იყოს 1598 ან 1599 წელს. ტყუილებისა და გაცურებებათა სერიების გამოყენებით ავტორი ქმნის გარემოებათა კომიკურ ერთობლიობას, სანამ საბოლოოდ ჭეშმარიტება არ იქნება გარკვეული, რაც წყვილი ქორწინებით სრულდება.
რა ურთიერთობაა ადამიანსა და სახელმწიფოს შორის? როგორია იდეალური სახელმწიფო? რა სახის განათლებას უნდა უზრუნველყოფდეს იგი? აი, ის რამდენიმე კითხვა, რომელზე პასუხის გაცემას ცდილობს არისტოტელე დასავლეთის ერთ-ერთ ყველაზე ღრმად ინტელექტუალურ ნაწარმოებში. ეს ფუნდამენტური თხზულება პირველი სისტემატური შრომაა პოლიტიკის მეცნიერებაში.
შექსპირის ისტორიული დრამა, რომელიც ხანდახან ტრაგედიადაც მოიხსენიება, როგორც ვარაუდობენ, 1591 წელსაა შექმნილი. შექსპირი „ჰენრი VI“-ის მესამე ნაწილიდან განაგრძობს თხრობას და გვიხატავს პორტრეტს ტახტზე ასვლის სურვილით შეპყრობილი ადამიანისა, რომელიც საკუთარი თავის სრული კონტროლისა და სხვათა დომინირების გზით ახერხებს ამას, თუმცა მეფობა დღემოკლე აღმოჩნდება.
ფროიდის კლასიკური ნაშრომი, "სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიიდან" (1905) სექსუალობის სამ სფეროს იკვლევს: სქესობრივ პერვერსიებს, ინფანტილურ სექსუალობასა და სქესობრივი სიმწიფის სექსუალობას. გარდა ამისა, თხზულება განიხილავს კასტრაციის შიშსა და ოიდიპოსის კომპლექსს. ნაშრომს ერთვის მომდევნო წლებში გამოქვეყნებული რამდენიმე ესსეი.
ლუციუს აპულეუსის "ოქროს ვირი" ანუ "მეტამორფოზები" ლათინურ ენაზე შექმნილი და ჩვენამდე სრულად მოღწეული ერთადერთი რომანია, რომელშიც ჯადოქრობის წყალობით ადამიანის ვირად გადაქცევის ამბავია მოთხრობილი, რის შემდეგ ის სხვადასხვა სოციალური ფენების ადამიანთა ტანჯულ ცხოვრებას ეცნობა, სანამ ღმერთების შემწეობით კვლავ ადამიანად არ იქცევა. შექმნილი უნდა იყოს ჩვენი წელთაღრიცხვის 170-180 წწ.
ეს წიგნი ნაბეჭდი ფორმით პირველად 1669 წელს გამოჩნდა და ეწოდებოდა „ბ-ნ პასკალის აზრები რელიგიასა და რამდენიმე სხვა საკითხზე“. ერთ-ერთი მიზანი ამ თხზულებისა, რომელიც ფრანგული პროზის შედევრადაა მიჩნეული, სკეპტიციზმისა დ სტოიციზმის ურთიერთდაპირისპირებული ფილოსოფიების (განსახიერებულის მონტენისა და ეპიქტეტეს მიერ) გამოყენება იყო ურწმუნოსთვის იმგვარი სასოწარკვეთისა და შეცბუნების მოსაგვრელად, რომ მას ღმერთი ერწმუნა. „აზრები“ დღემდე ითვლება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად თეოლოგიის სფეროში.