ბრანდი მღვდელია, რომელიც აღიარებს თავისი არჩევანის შედეგს და გრძნობს ვალდებულებას, აკეთოს მართებული რამეები. მას სწამს ადამიანების ნებისა და ცხოვრობს პრინციპის "ან ყველაფერი, ან არაფერი" შესაბამისად. ის მოუწოდებს თავის სამწყსოს, უარი თქვას სიცოცხლეზე, რათა სული იხსნას. ბრანდის მთავარი მიზანი სამყაროს ხსნაა, თუმცა მისი შეხედულებები მკაცრი და უსამართლოა.
"ისტორიის მატერიალისტური კონცეფცია მნიშვნელოვანი არა მხოლოდ იმიტომ არის, რომ ის საშუალებას გვაძლევს, უკეთესად განვმარტოთ ისტორია,ვიდრე ეს აქამდე კეთდებოდა, არამედ იმ მიზეზითაც, რომ ის საშუალებას გვაძლევს, ვაქციოთ ისტორია იმაზე უკეთესად, ვიდრე ამას დღემდე აკეთებდნენ" – კარლ კაუცკი.
წინამდებარე ნაშრომში ფოიერბახი მთლიანად რელიგიისადმი იყენებს იგივე ანალიზს, რაც მან "ქრისტიანობის არსებაში" გამოიყენა. ფოიერბახი რელიგიურ შეხედულებათა საკვანძო ასპექტებს განიხილავს და თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში განმარტავს მათ, როგორც შიშისა და დამოკიდებულების პირველადი გრძნობის სახესხვაობებს. წიგნი პირველად გამოქვეყნდა 1845 წელს.
წინამდებარე ნაშრომით დიდი გერმანელი ჰუმანისტი უპირისპირდება ენის წარმოშობის XVIII საუკუნეში გავრცელებულ თეორიებს, კერძოდ, "ღვთიური" წარმოშობის საღვთისმეტყველო თეორიასა და ენის წარმოშობას "საზოგადოებრივი შეთანხმების" საფუძველზე. ჰერდერი ენას განიხილავს, როგორც ადამიანის ცნობიერების განუყრელ თვისებას.
კავკასიელი მისტიკოსის ეს ადრეული ნაშრომი წარმოადგენს მის მოწაფეთა ჩანაწერებს, რომლებიც უშუალოდ გურჯიევის გამონათქვამებსა და ლექციებზეა დაფუძნებული, და რომლებიც ცხოვრების მრავალ მნიშვნელოვან მხარეს ეხება: სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, შემოქმედებას, ცხოვრებისეული გზის არჩევას, ხელოვნებასა და სხვა.
ოღუზ ათაი ამ კრებულში გაერთიანებულ მოთხრობებში სიტუაციებსა და ფაქტებზე მეტად - ადამიანზე და, კიდევ უფრო მეტად, ადამიანის სულიერ თავგადასავალზე მოგვითხრობს - მარგინალებსა და ანტიგმირებზე, რომლებიც თავიანთ პრობლემებს ვერ უმკლავდებიან, რომელთაც საზოგადოება არ აღიარებს; საზოგადოების მიერ დაუნდობლად გარიყულ ლუმპენებზე; მათზე, ვისაც გამოუვალმა მდგომარეობამ თვითმკვლელობისა და დანაშაულისკენ უბიძგა; ვინც გაგიჟების ზღვარზეა; ნეგატივზე, რომელიც მხოლოდ ინდივიდების კი არა, საზოგადოების პრობლემაა.
რომანი "ბატონი და ქალბატონი რივები" მწვავე ირონიით მოგვითხრობს თანამედროვე ახალგაზრდა ქალის ამბავს, რომელიც ცდილობს ჩაწვდეს როგორც საკუთარი ცხოვრების აზრს, ასევე იმას, თუ რა ხდება დღევანდელ მსოფლიოში. ავტორი ხან სატირული, ხან ფილოსოფიური კუთხით ეხება არაერთ სოციალურ საკითხს, რომლებსაც კავშირი არა აქვთ ერთმანეთთან: სამყაროს არასრულყოფილებას, მედიცინას, რელიგიას, ახალი ტიპის ადამიანებს, ტურიზმს, ოჯახს, სიბერეს და ა.შ.
ჩვიდმეტი ქვეყნის წარმომადგენელთა მიერ დაწერილი ეს მოთხრობები იმის იმედს გვაძლევს, რომ ჩვენც შეიძლება შევიცვალოთ, ჩვენი შეცვლა კი მსოფლიოს შეცვლის საწინდარია. მტკიცედ მწამს, რომ ოჯახი საზოგადოების ქვაკუთხედია. ამ წიგნის ფურცლებიდან მშობლები გვიამბობენ, თუ როგორ აგვარებენ შვილებთან ურთიერთობისას პატარ-პატარა პრობლემებს, რომლებიც მომავალში, შესაძლოა, დიდ პრობლემებად მოვლენოდათ. მოზარდების მშობლები მოგვითხრობენ, თუ როგორ შეინარჩუნეს კეთილგონიერება ურთულეს წლებში, როგორ ეხმარებოდნენ თავიანთ შვილებს ნარკოტიკებთან თუ დეპრესიასთან გამკლავებასა და ცხოვრების მიზნის დასახვაში. ანიეტ ქემფბელი
წინამდებარე წიგნი მკითხველებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების სწორად აღქმაში დაეხმარება. ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე შეიძლება მსოფლიო პოლიტიკის შემუშავებაშიც მიიღოთ მონაწილეობა, რათა საზოგადოებასა და მომავალ თაობებს უკეთესი სამყარო აჩუქოთ. მსოფლიოს მართვის პრინციპების ცოდნა კი მსოფლიოს გაკეთილშობილებაში დაგეხმარებათ.
თანამედროვე ფილოსოფიის ფუძემდებლური ტექსტი, "წმინდა გონების კრიტიკა", ისტორიაში შევიდა, როგორც გამაერთიანებელი ორი დაპირისპირებული ფილოსოფიური სკოლისა: რაციონალიზმის, რომელიც მთელს ცოდნას გონებაზე აფუძნებს, და ემპირიზმისა, რომელიც ჩვენს ცოდნას გამოცდილებას უკავშირებს. "წმინდა გონების კრიტიკა" არის წიგნი, რომელიც ადამიანის გონების ღრმა და ყოველმხრივ კვლევას წარმოადგენს.