iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

ქართული

სორტირება:

დიდი ისტორიკოსი დოკუმენტურად ასაბუთებს რუსეთის ცბიერ და ვერაგულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ, რასაც ადგილი ჰქონდა, როგორც 1783 წლის შეთანხმებამდე, ისე მას შემდეგ. გამოკვლევა დაწერილია 1919 წელს.

XIX საუკუნის ცნობილი ქართველი ღვთისმეტყეველი და დიდი პატრიოტი, მიხეილ თამარაშვილი წლების განმავლობაში ვატიკანის, საფრანგეთის, იტალიის, თურქეთის, ალექსანდრიის, მოსკოვისა და ლონდონის არქივებს ეცნობოდა, სადაც ფასდაუდებელი მასალა შეაგროვა საქართველოში კათოლიკობის არსებობისა და მეტიც, მისი ნაკლებადცნობილი და გარკვეულწილად მიჩუმათებული პოპულარობის შესახებ. შედეგს წინამდებარე წიგნი წარმოადგენს, პირველად გამოცემული 1902 წელს.

რა საზღვრებამდე უნდა ეხმარებოდეს ფსიქოლოგია აღზრდის საქმეს? როდის იწყებს იგი პედაგოგიკაში უხეშ ჩარევას? აუცილებელია თუ არა საერთოდ ასეთი დახმარება? რა სარგებელი ან ზიანი შეიძლება მოიტანოს ხსენებულმა კავშირმა? პასუხები ამ კითხვებზე დიმიტრი უზნაძის ესსეიში "ფსიქოლოგია და პედაგოგიკა".

დიმიტრი უზნაძის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაშრომი, რომელშიც ავტორი მისთვის დამახასიათებელი საფუძვლიანობით იკვლევს ადამიანის ქცევის ფორმებს და საკუთარ ავტორიტეტულ შეხედულებას აყალიბებს.

"განწყობის ფსიქოლოგია"-ში დიმიტრი უზნაძე განწყობის პრობლემას, ადამიანზე მის ზემოქმედებას, განწყობის ფაქტორებს და მის სხვადასხვა ფორმებს იკვლევს. წარმოადგენს ქართველი ფსიქოლოგის ერთ-ერთ უმთავრეს ნაშრომს, რომელიც მრავალ ენაზეა ნათარგმნი.

გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალის უკანასკნელ, მე-9 ნომერში შესულია გალაკტიონის, იოანე ყიფიანის, ნაზისის ლექსები, ასევე კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები. გამოქვეყნდა 1923 წლის 12 აგვისტოს.

დიმიტრი ბაქრაძის ისტორიული ექსკურსი ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძვლებისკენ დაწყებული პირველი მეფის, ფარნავაზის გამეფებით, მითრიდატე დიდის სიკვდილამდე.

"ომის ფილოსოფია" დიმიტრი უზნაძის ერთ-ერთი ადრეული ნაშრომია, რომელშიც ავტორი ომის ფონზე სიკვდილისადმი ადამიანის დამოკიდებულებასა, და პიროვნებისა და ერის ამქვეყნიურ დანიშნულებას იკვლევს.

ომის ფილოსოფია
1.88ლარი

ომის ფილოსოფია

დიმიტრი უზნაძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

გალაკტიონ ტაბიძის ბოლოსწინა, მერვე ნომერში შესულია გალაკტიონის, გერცელ ბააზოვის, ირაკლი ყანჩელის და სხვათა ლექსები, გოეთეს თარგმანი ვარლამ დონდუასი, ვახრანგ გარრიკის ჩანახატი, წერილები, განცხადებები. გამოვიდა 1923 წლის 4 თებერვალს.

"გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალის" მე-7 ნომერში შესულია გალაკტიონის, გობრონ აგარელის, ირაკლი ყანჩელის და სხვათა ლექსები, გოეთეს "ჰერმან და დოროთეს" თარგმანი ვარლამ დონდუასი, ვახტანგ გარრიკის ეტიუდი, თაგორის თარგმანი, განცხადებები. გამოვიდა 1923 წლის 14 იანვარს.

კანტი, აინშტაინი, გოეთე, ბოშები, როსკიპები, კეთროვნები და კიდევ მრავალი სხვა პერსონაჟი შეგხვდებათ ამ სიყვარულისა და ბედისწერის თემებით გამსჭვალულ ფანტასმაგორიულ პიესაში მისტიური სახელწოდებით "მალშტრემ".

მალშტრემ
2.55ლარი

მალშტრემ

გრიგოლ რობაქიძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

არჩევანი სულიერ და ფიზიკურ სიყვარულს შორის, ხსნის ძიება ხელოვნებაში, ფემინიზმი - ამ თემებს ეხება ავტორი მის საუკეთესო ქმნილებაში „ლიანა ლორდია“, რამაც საფო მგელაძეს „ლამაზი სიყვარულის ლამაზი მხატვრის“ სახელი მოუხვეჭა. რომანი თითქმის სრულად მეორე პირშია დაწერილი (რაც იმ დროისთვის თამამ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა) და ახალგაზრდა ქალისა და ვაჟის ტრაგიკულ სიყვარულს აღწერს.

ლიანა ლორდია
1.55ლარი

ლიანა ლორდია

საფო მგელაძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

გალაკტიონის, საფო მგელაძის, გერცელ ბააზოვის პოეზია, გოეთეს თარგმანი ვარლამ დონდუასი, სტატიები მხატვრობის შესახებ, ესკიზები, ლადო გუდიაშვილის და კ. ზდანევიჩის ნახატები. გამოშვების თარიღი: 07.01.1923.

"საქართველოს საზღვრები" არის 1919 წლის კონსტანტინეპოლის კონფერენციისთვის მომზადებული კვლევა, რომელიც ისტორიულ ჭრილში განიხილავს საქართველოს საზღვრებს, მათ წინაშე არსებულ საფრთხეებს და სამომავლო პერსპექტივას. ხაზგასმულია კონკრეტული ჯგუფების მიერ საზღვრის და, შესაბამისად, საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის გამჟღავნებული სურვილი და მათი დამადასტურებელი ფაქტები.

"ოსთა ჩამოსახლება" მცირე ისტორიული ექსკურსია მე-14-მე-16 სს. საქართველოში და წარმოადგენს საქართველოში ოსთა ჩამოსახლება-დამკვიდრების ხელშემწყობ მიზეზთა განსაზღვრის მცდელობას.

ოსთა ჩამოსახლება
0.99ლარი

ოსთა ჩამოსახლება

ზაქარია ჭიჭინაძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"ვეფხისტყაოსნის ღმრთისმეტყველება" ვიქტორ ნოზაძის მიერ "ვეფხისტყაოსნის" მრავალასპექტოვანი კვლევის შედეგად შექმნილი ექვსი მონუმენტური ტომის მეხუთე ნაწილია, რომელიც 1963 წელს საფრანგეთში გამოიცა. იგი "ვეფხისტყაოსნის" რელიგიურ-სარწმუნოებრივ საკითხებს იკვლევს.