წინამდებარე კრებულში შესულია ილიას მოსაზრებები საბანკო ბიზნესის მოწყობასა და ბანკის სტრუქტურასთან დაკავშირებით, მისი შეხედულებები სხვადასხვა სახის საბანკო-შემნახველი საზოგადოებების შესახებ, საგლეხო ბანკის საკითხი და ამასთან დაკავშირებული კამათი ისეთ საზოგადო მოღვაწეებთან, როგორებიც იყვნენ ნიკო ნიკოლაძე და აკაკი წერეთელი. ბონუსის სასხით გთავაზობთ ილიას პოლემიკას ნოე ჟორდანიასთან საბანკო და სხვა საზოგადოებრივ საკითხებზე.
ჩვენ იშვიათად ვხვდებით მათ, ვინც გვიყვარს და მუდამ ცალ-ცალკე. რა ბედნიერება იქნებოდა, რომ შეგვეძლოს ყველას ერთად შეყრა! მარინა ქარცივაძემ ეს შეძლო და შეხვედრის ადგილიც შესანიშნავი აირჩია - კაფე "პარნასი". ამ მახვილგონიერი პოემის მთავარი ღირსება სიყვარულია: ლიტერატურის, მწერლების, პერსონაჟების, მუსიკის. ყველა ერთად ლხინობს კაფე პარნასში და ჩვენებიც აქ არიან, როგორც ამ დიდი დღესასწაულის ნაწილი. კაფე პარნასში ქართველი მწერლები და მარინა ქარცივაძე კაცობრიობის საუკეთესო შვილებს, მათ შექმნილ პერსონაჟებს და შთაგონების წყაროებს მასპინძლობენ. შემოგვიერთდით! არჩილ ქიქოძე
ემიგრანტი ქართველი მწერლის ნოსტალგიური რომანი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხატვრული ნაწარმოებია მე-20 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში. დაბრუნების იდეა, რასაც მწერალი პოლიტიკური ემიგრაციის შემდეგ მწვავედ განიცდიდა, სწორედ "გველის პერანგში" ხორციელდება ვირტუალურად. უაღრესად მაღალი ოსტატობით შესრულებული თხზულება არც ერთ ქართველ მკითხველს არ დატოვებს გულგრილს.
კრებულში შესულია ქართველი პოეტისა და პუბლიცისტის, ტერენტი გრანელის ლიტერატურული წერილები, ნარკვევები და ამონარიდები პირადი დღიურიდან. ავტორი საინტერესოდ აფასებს მისი თანამედროვეების ვალერიან გაფრინდაშვილისა გალაკტიონის პოეზიას, ხშირად ახსენებს მეგობრებსა და ტრაფობის ობიექტებს. ამ ჩანახატებით კიდევ ერთელ ვრწმუნდებით ტერენტი გრანელის ნატიფ, თავმდაბალ, ბავშვურ და ჭეშმარიტად პოეტურ სულიერ სამყაროში.