დიდი ილია დღეს უაღრესად აქტუალურ თემას, ღვინის ქართულად დაყენების წესს, სახელდობრ კი ქვევრში ღვინის დაყენებას, მასთან დაკავშირებულ სირთულეებს, სხვა მეთოდებთან უპირატესობებსა და გამოწვევებს აღწერს. ასევე დიდ ადგილს უთმობს მის დროს ღვინის გაყალბების (ცნობილის, როგორც „ღვინის გაკეთება“) ევროპაში გავრცელებულ პრაქტიკასა და ხერხებს. მნიშვნელოვანი წიგნია მეღვინეობით დაინტერესებული ყველა ადამიანისთვის.
წიგნი წარმოადგენს პროზაულ კრებულს, მასში შესულია რომანტიკულ-დრამატული და მისტიკურ-ფანტასტიკური ნოველები. ანა სანებლიძის პროზაული კრებული,"ლურჯი ვარდები" მისი სადებიუტო წიგნია. კრებულში შესული ნოველების თემატიკა ახალგაზრდების თითქოს ჩვეულებრივ ყოფასა და მათ ბედს ეხება აწმყოში, ყოველდღიურობაში, ჩვეულებრივ და უჩვეულო გარემოებაში. ავტორი ცდილობს, დაგვანახოს, რომ არც თუ მარტივია დღევანდელობაში ადამიანმა შეინარჩუნოს რომანტიკული სული და უბრალოდ იპოვოს თავისი დანიშნულება, ადგილი სამყაროში, დაძლიოს მარტოობა და არ შეწყვიტოს ოცნება.
ის, რომ მეხსიერებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს პიროვნების ფორმირების საქმეში, დიდი ხანია სიახლეს აღარ წარმოადგენს. მაგრამ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, სად იწყება, როდის აღწევს პიკს და რატომ? სრულდება ოდესმე? ამის შესახებაა დიმიტრი უზნაძის კიდევ ერთი შესანიშნავი წიგნი "მნემური პროცესების ფსიქოლოგია".
"პიროვნების ბიოლოგიური საფუძვლებით" დიმიტრი უზნაძე გვიჩვენებს, რომ მეცნიერების სხვადასხვა სფეროები ურთიერთკავშირის გარეშე რთულად თუ მიაღწევენ წარმატებას და რომ, შესაბამისად, წარმატებული ფსიქოლოგიური კვლევისთვის პიროვნების ბიოლოგიის ცოდნა აუცილებელია, რის საფუძვლებსაც წინამდებარე ნაშრომში გადმოგვცემს.