iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

მსჯელობა მეთოდის შესახებ

რენე დეკარტი

დეკარტეს "მსჯელობა" გარდამტეხი წერტილია ევროპულ აზროვნებაში; მასში ავტორი მოკლედ გადმოსცემს თავის რადიკალურად ახალ ფილოსოფიას, რომელიც თვითობის არსებობის მტკიცებით იწყება (ცნობილი "cogito ergo sum"). შემდეგ ავტორი აკეთებს დასკვნას ღმერთის არსებობისა და ბუნების შესახებ, ბოლოს კი ფიზიკურ სამყაროზე, ადამიანსა და ცხოველთა სამყაროზე სრულიად ახალ თვალსაზრისს გვთავაზობს.შენახვა/დახურვა

2.99ლარი

ტრაქტატი ადამიანური შემეცნების პრინციპების შესახებ

ჯორჯ ბერკლი

თავის მთავარ ნაშრომში ირლანდიელი ფილოსოფოსი იმატერიალიზმის შეხედულებას აყალიბებს, რომლის თანახმად არაფერი მატერიალური არსებობს, სანამ რაიმეს ან ვინმეს მიერ არ აღიქმება. განსხვავებით სოლიფსიზმისგან, რომლის შესაბამისად მხოლოდ "მე" არსებობს, ბერკლის შეხედულება იმაში მდგომარეობს, რომ მატერიალური საგნები - იდეებია, რომლებიც ცალკეული ცნობიერი გონების მიერ არის ფორმირებული.

3.99ლარი

მეტაფიზიკური განაზრებანი

რენე დეკარტი

ეს წიგნი ექვსი განაზრებისგან შედგება, რომლებშიც დეკარტი თავდაპირველად ყველაფრის რწმენას უარყოფს, შემდეგ კი თანდათანობით ცდილობს მივიდეს იმის რწმენასთან, რისი რწმენას დაუეჭვებლად არის შესაძლებელი. ეს ნაშრომი ყველაზე დეტალურად განმარტავს დეკარტის მეტაფიზიკურ სისტემას, განავრცობს რა იდეებს, რომლებიც მოცემულია მეოთხე ნაწილში მისი "მსჯელობისა მეთოდის შესახებ".

3.77ლარი

სულის ვნებანი

რენე დეკარტი

ხშირად ფიქრობენ, რომ დეკარტმა გონებისა და სხეულის სრული გამიჯვნა შემოიტანა. მაგრამ მან ასევე აღიარა მჭიდრო კავშირი მათ შორის, თავის გვიანდელ ნაშრომებში კი ის ფოკუსირებას ადამიანური ბუნების ამ ასპექტზე ახდენს. "სულის ვნებანი" მისი უდიდესი წვლილია ამ დებატებში. იგი შეიცავს ღრმა განსჯას ემოციების მუშაობისა და მათი ადგილისა ადამიანურ ცხოვრებაში – ესაა საგანი, რომელიც სულ უფრო მეტად იპყრობს ფილოსოფოსების, ინტელექტუალებისა და კულტურის ისტორიკოსების ყურადღებას.

3.99ლარი

ფილოსოფიის საწყისები

რენე დეკარტი

"ფილოსოფიის საწყისები" რენე დეკარტის კლასიკური ტექსტია, რომელიც ლათინურად დაიწერა და 1644 წელს გამოქვეყნდა. იგი ეძღვნება ელისაბედ ბოჰემიელს, ვისთანაც დეკარტს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა. წიგნში განსაზღვრულია ბუნების პრინციპები, ანუ ფიზიკის კანონები, როგორც დეკარტი უწოდებდა მათ.

3.99ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

ავტორის უახლესი წიგნი და მისი ხედვა თანამედროვე უკრაინა-რუსეთის ურთიერთობებზე და ავტორის ხედვა რუსეთზე და რუსეთის მომავალზე. წიგნის რუსეთში არ იყო დაშვებული დასაბეჭდად.

„იქ, სადღაც ზემოთ, სპილენძის ოქსიდის მწვანე საფარით ჩამუქებული ეკლესიის გუმბათებსა და პირქუშ კოშკებს მიღმა, მოცისფრო-მონაცრისფრო ბურუსში კაფე გახვეულა. კაფეში ბევრი პატარა მაგიდა დგას, საიდანაც ჩვენს ქალაქს შეგიძლია გადმოხედო. სწორედ ასე იქცევა თითქმის ყველა, ვისაც ოდესმე აქ უცხოვრია. მე კი მათ ვიცნობდი“, – წერს ლენკა რაინროვა, პრაღის გერმანულენოვანი ლიტერატურის უკანასკნელი წარმომადგენელი, რომელმაც მისთვის და არამხოლოდ მისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს თავის წარმოსახვით კაფეში მიუჩინა ბინა. ვის არ შეხვდები აქ: მაქს ბროდს, ეგონ ერვინ კიშს, ფრანც ვერფელს, თეოდორ ბალკს, ფრანც კაფკას თუ ანა ზეგერსს.

ამ წიგნის მეშვეობით ლიეტუველი საზოგადოება პირველად გაეცნო საქართველოსა და, საერთოდ, კავკასიას. ცხოვრების ბოლომდე არ განელებია მწერალს საქართველოსადმი სიყვარული. მის ლეგენდას „დაწყევლილი ბერები“ ლიეტუველი ბავშვები სასკოლო სახელმძღვანელოში ეცნობოდნენ და მათთვის საქართველო ერთ-ერთ მომაჯადოებელ და საოცნებო მხარედ იყო ქცეული. ლიეტუვურ ლიტერატურულ კრიტიკაში დღემდე კამათობენ იმის თობაზე, ამ ლეგენდებს მართლა უდევს საფუძვლად კავკასიური ფოლკლორი თუ ის მთლიანად ავტორის ფანტაზიის ნაყოფია. ამ კითხვას პასუხი რომ გაეცეს, საჭიროა „კავკასიური ლეგენდების“ გაცნობა და სათანადოდ შესწავლა. სწორედ ამ მიზნით ითარგმნა და გამოიცა ეს პატარა და ფრიად საყურადღებო წიგნი.

კავკასიური ლეგენდები
8.00ლარი

კავკასიური ლეგენდები

ანტანას ვიენუოლისი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წიგნში წარმოდგენილი საბაზისო მასალები და ზოგადი ასპექტები/ინსტრუქციები განკუთვნილია სამოქალაქო პირთათვის, რათა სხვადასხვა ინტენსივობის: მასობრივი არეულობების, სამხედრო კონფლიქტების, სამხედრო ოპერაციების და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების დროს გაიზარდოს დაცულობის ხარისხი. წიგნში ავტორები შეეცადნენ გააერთიანებინათ უახლესი პერიოდის სხვადასხვა სამხედრო კონფლიქტებისა და ომების ანალიზის შედეგად დაგროვილი ინფორმაცია, ცოდნა, გამოცდილება და მოეხდინათ სათანადო სისტემატიზაცია. შექმნილი სურათის ბაზაზე შეიმუშავეს ეფექტური საფეხუროვანი ტიპოლოგიური ქცევის სისტემა სამოქალაქო პირთათვის საომარი ვითარების პირობებში.

სამოქალაქო თავდაცვა ყველასთვის
5.00ლარი

სამოქალაქო თავდაცვა ყველასთვის

გიორგი მკურნალიძე, ზაალ სარაჯიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

რომანი „ცოლი“ მოგვითხრობს „საერთაშორისო წითელი ჯვრის“ წარმომადგენლისა და მისი ინგლისელი მეუღლის ცხოვრებას ღაზაში, 1974 წელს, ქიფურის ომში ისრაელის გამარჯვების შემდეგ. ნაწარმოებს საფუძვლად დაედო ავტორის მშობლების ცხოვრება. მამამისი იმ წლებში „წითელი ჯვრის“ წარმომადგენელი იყო ღაზაში. რომანმა მოიპოვა პრემიები „ფემინა“ და „მედიჩი“.

ცოლი
5.00ლარი

ცოლი

ანა-სოფი სუბილია

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

William Fish is a professor of philosophy at Massey University. He is the author of several books. He has also published a range of articles, encyclopaedia entries and book chapters

„იესო ნავეს ძე“ არის ებრაული ბიბლიის და ძველი აღთქმის მეექვსე წიგნი, რომელშიც მოთხრობილია ისრაელის ლაშქრობები ცენტრალურ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ქანაანში, მათი მტრების განადგურება და მიწის დანაწილება თორმეტ შტოს შორის.

წიგნი შეიცავს კარლო კოლოდის ზღაპრის „პინოკიოს თავგადასავლის“ ადაპტირებულ ტექსტს ინგლისურ ენაზე. წიგნი განკუთვნილია ინგლისური ენის შესწავლის დამწყებთათვის.

წინამდებარე წიგნი წარმოადგენს ჩარლზ დიკენსის ცნობილი რომანის ადაპტაციას. წიგნი განკუთვნილია ინგლისური ენის დამოუკიდებლად შემსწავლელთათვის. დონე - pre-intermediate

წიგნი მოიცავს გამოჩენილი ინგლისელი მწერლის შარლოტა ბრონტეს რომან „ჯეინ ეარის“ ადაპტირებულ ტექსტს. წიგნი განკუთვნილია ინგლისური ენის დამოუკიდებლად შემსწავლელთათვის. დონე - pre-intermediate

Jane Eyre
3.55ლარი

Jane Eyre

Charlotte Brontë

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ეს არის მამაკაცისა და ქალის უჩვეულო სიყვარულის ისტორია. არნახულად მდიდარი ჯეი გეტსბი წლების განმავლობაში ეძებს დაკარგულ საყვარელ ქალს და მისი ერთგულების სჯერა, მაგრამ იგი ამ დროს უკვე სხვისი მეუღლეა. რომანის ტექსტი შემცირებულია და ადაპტირებულია. გათვლილია INTERMEDIATE დონეზე.

Great Gatsby
3.00ლარი

Great Gatsby

Francis Scott Fitzgerald

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„აეროპორტი“ ბრიტანული წარმოშობის კანადელი პროზაიკოსის არტურ ჰეილის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია. გამოგონილი ქალაქი, სადაც ლინკოლნის სახელობის უმსხვილესი აეროპორტი იმყოფება, მოულოდნელად თოვლის ღრუბლით იფარება. ამიტომ ყველა სამსახური ექსტრემალურ რეჟიმში გადადის. წიგნი ადაპტირებულია და გათვლილია UPPER-INTERMEDIATE დონეზე.

ნაწარმოები ფენტეზის ჟანრის მოთხრობაა. ნაწარმოების ტექსტი ადაპტირებულია. გათვლილია elementary დონეზე.

უძველესი სამხედრო ტრაქტატი, რომელშიც შეჯამებულია ძველ ჩინელთა საომარი გამოცდილება და ახსნილია ომის ბევრი მნიშვნელოვანი კანონი. 25 საუკუნის წინ უაღრესად ლაკონური და ამასთან ხატოვანი ენით დაწერილი ნაწარმოები ისეთნაირად წარმოაჩენს ომის ვითარებასა და მის კანონებს, რომ მათი მისადაგება შეიძლება ადამიანთა ცხოვრების თითქმის ყველა სფეროსთვის. სვენ ძძის სამხედრო ხელოვნება დღემდე პოპულარულია მთელ მსოფლიოში, რადგან იმთავითვე გასცდა სამხედრო ხელოვნების ვიწრო ფარგლებს და ძველი დროიდან მოყოლებული მას იყენებდნენ პოლიტიკაშიც, კომერციაშიც, სპორტშიც და ა.შ. ყველგან, სადაც კი ადგილი ჰქონდა და აქვს რაიმე ბრძოლას ან კონკურენციას, აშკარასა თუ ფარულს.

წინამდებარე წიგნიდან, გვსურს, მკითხველს დავანახოთ, რომ ის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც თან ახლავს ფსიქიკურ აშლილობას, დაძლევადია! ფსიქიკური აშლილობის სიმპტომური გამოვლინებები, აკვიატებები იქნება ეს თუ სხვა ფორმის ილუზიები, დროთა განმავლობაში უკან იხევს, თანდათანობით ქრება და ადგილს უთმობს ახალ შესაძლებლობებს. ბავშვობისდროინდელი განწყობა, რომ რაღაც საშინელებაა მოსალოდნელი, რომელიც არასდიდებით არ უნდა მოხდეს, იცვლება და ცხადი ხდება, რომ ის ნეგატიური გამოცდილება, რომელიც ცხოვრების გზის დასაწყისში, ოდესღაც გადავიტანეთ, რამაც უცილობელი ხიფათის მოლოდინი შეგვიქმნა, აღარ განმეორდება და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდება!

„ზამთრის ზღაპარი“ (1623) არის სიცილიის მეფის, ეჭვიანი ლეონტეს ამბავი, რომელსაც შეცდომით მიაჩნია, რომ მისი ახალშობილი ქალიშვილის, პერდიტას, მამა სინამდვილეში მისი საუკეთესო მეგობარი, ბოჰემიის მეფე პოლიქსენესია. ის ამაოდ ადანაშაულებს თავის ცოლს ჰერმიონეს ღალატში, ჰერმიონე კვდება, ხოლო ჩვილ პერდიტას მწყემსებს აძლევენ აღსაზრდელად, სანამ ნაკლებად სავარაუდო მოვლენების შედეგად, ის თექვსმეტი წლის შემდეგ არ შეხვდება ლეონტეს.

ზამთრის ზღაპარი
3.99ლარი

ზამთრის ზღაპარი

უილიამ შექსპირი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star