წინამდებარე მოხსენებაში ალფრედ ადლერი მოკლე მონახაზს აკეთებს შეხედულებისა, რომელიც ინდივიდუალური ფსიქოლოგიის მისეულ კონცეფციას დაედო საფუძვლად.
ოშო მკითხველს მოუწოდებს, ახალი თვალით შეხედოს ცხოვრებას, გათავისუფლდეს სტერეოტიპული აზროვნებისგან, რომელიც ადამიანს აჯაჭვებს, ხელს უშლის, ცხოვრებისგან მიიღოს სიამოვნება. „მე არ ვარ ღმერთის წინააღმდეგი, - ამბობს ოშო. - მე მას ყველგან ვეძებდი და, აი, რა აღმოვაჩინე: ის არსად არ არის. მე ვეძებდი შიგნითაც და გარეთაც, მე ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შემეძლო. ღმერთი არ არის. ეს უბრალო კონსტატაციაა ფაქტის, სიბრაზის, მტრობის გარეშე. რისი გაკეთება შემიძლია, თუ ის არ არსებობს?! მე არ ვარ დამნაშავე“.
პოეტი და ჯარისკაცი, მებრძოლი და მომხიბვლელი, სირანო დე ბერჟერაკი, უიმედოდ არის შეყვარებული როქსანაზე, პარიზის ყველაზე ლამაზ ქალზე. მაგრამ არის ერთი დიდი პრობლემა – მას საოცარი ზომის ცხვირი აქვს და მიაჩნია, რომ როქსანა ვერასოდეს თანაუგრძნობს მის განცდებს. ასე რომ, როდესაც ის აღმოაჩენს, რომ სიმპათიური, მაგრამ ენაბრგვილი კრისტიანიც როქსანაზეა შეყვარებული, გულუხვი სირანო დახმარებას სთავაზობს, წერს რა ახალგაზრდა მამაკაცისთვის სიყვარულის გამომხატველ წერილებს. მიხვდება ოდესმე როქსანა, ვინ უყვარს სინამდვილეში?
როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“ (1897), რომლის მოქმედება ლუი XIII-ის მეფობის დროს ვითარდება, თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი თეატრალური წარმატება იყო და დღემდე ინარჩუნდებს პოპულარულობას თავისი დრამატული ძალით და, უპირველეს ყოვლისა, უპასუხო სიყვარულის რთული და რომანტიული ისტორიით.
ერთ-ერთი თამამი ნაშრომია ქართულ მწერლობაში. აღმოსავლეთში მას, ახალ ბუდას, ან უფრო მოკრძალებით გასხივოსნებულსაც კი უწოდებდნენ. ნაწარმოები იმდენად ღრმა ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ ასპექტებს შეიცავს, რომ მკითხველს დაამუნჯებს, უამრავ საფიქრალს გაუჩენს და თავიდან დააფიქრებს სიკვდილ-სიცოცხლის რაობაზე. წაიკითხავთ ამ წიგნს და იტყვით, რომ სიცოცხლე, ისევე როგორც სიკვდილი - მშვენიერია. უბრალოდ, უნდა მიხვდეთ, რომ ეს მუდმივი წრებრუნვაა, სამყაროს მარადისობის კანონი.
„ჯუჯა“ (1944) ბრწყინვალე იგავია, რომელშიც ზოგადი სახით არის მოხაზული კაცობრიობის უმთავრესი მანკიერებები, ამბავს კი თვითონაც ბოროტი ჯუჯა გადმოგვცემს. ამ რომანში ყოველი პერსონაჟი სხვადასხვა მანკიერებასა და სისუსტეს უჩვენებს, ამასთან, ეს ყველაფერი ისე ხდება, რომ ჩვენ ცხადად დავინახოთ საკუთარი მიდრეკილება ამ მანკიერებებისადმი.
ლექსებში გამღჟავნებული პოეტური ხილვები ოდნავადაც არ არის ბუნდოვანი, გამოგონილი და მოჩვენებითი. აქ ყოველივე ნამდვილია, ბუნებრივი, ეჭვშეუტანელი და დამაჯერებელი. პოეტის თითეული ლექსი ერთგვარი ავტოპორტრეტია, კეთილშობილი ქართველი კაცის სახისა და ხასიათის უტყუარი ანარეკლი.
ფრანსუა მორიაკის შედევრი და ერთ-ერთი უდიდესი კათოლიკური რომანი, „ტერეზა დეკეირუ“ არის უიღბლოდ გათხოვილი ახალგაზრდა ქალის შემზარავი ისტორია, რომელსაც სასოწარკვეთილება მკვლელობაზე ფიქრისკენ უბიძგებს. მორიაკი სულიერი იზოლაციისა და სასოწარკვეთის დაუვიწყარ პორტრეტს ხატავს, მაგრამ ასევე დრამატიზირებს შენდობის, წყალობისა და გამოსყიდვის რთულ რეალობას. რომანის მოქმედება ბორდოს გარეთ, გაუსაძლისი სიცხისა და მოულოდნელი ქარიშხლების რეგიონში ასახავს ტერეზას შინაგან სამყაროს, ფიგურისა, რომელიც თაობების განმავლობაში იპყრობდა მკითხველთა წარმოსახვას.
წიგნი ლექციების კურსის ფორმითაა შედგენილი და განკუთვნილია სტუდენტებისთვის და ასევე ფსიქოლოგიით დაინტერესებული მკითხველთა წრისთვის. ცხადია წიგნს ვერ ექნება ყოვლისმომცველობის პრეტენზია, მაგრამ ავტორთა ჯგუფი ორიენტირებულია თანამედროვე ეპოქის მოთხოვნებზე, რაც გამოყენებითი ფსიქოლოგიის შესწავლასა და მის პრაქტიკაში დანერგვას უკავშირდება. ვფიქრობთ, ნაშრომი ასევე დაეხმარება შრომით ჯგუფებში ჩართულ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რათა გააანალიზოს და გააკეთოს სავარაუდო დასკვნები თანამედროვე ორგანიზაციებში მიმდინარე ცვლილებებსა და მის შედეგებზე, როგორც შეუქცევად პროცესებზე.
წიგნი ეძღვნება დიდგორის ომს, რომელიც XII საუკ. საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უბრწყინვალესი მოვლენაა. დიდგორის ომში თურქ-სელჯუკთა ჯარის სასტიკი განადგურებით ქართველი ხალხი განთავისუფლდა თურქთა საუკუნოვანი მოძალეობისაგან და დასაბამი მიეცა საქართველოს პოლიტიკურ და სამეურნეო აღორძინებას. ნაშრომში ფართოდაა გაშუქებული საქართველოს მაშინდელი სოციალურ-პოლიტიკური ვითარება, ქართველი ხალხის ბრძოლა გაერთიანებისა და დამოუკიდებლობისათვის, დავით აღმაშენებლის მოღვაწეობა, მისი ბრძოლა გარეშე მტრებისაგან საქართველოს განთავისუფლებისა და ქვეყნის გაერთიანებისათვის.
თეონა შარიქაძის მონოგრაფიული ნაშრომის, „ინკლუზიური განათლების ორმხრივი სარგებლიანობის პრინციპი“, მიზანია, საზოგადოებას აჩვენოს ინკლუზიური სწავლების პოზიტიური ეფექტი მასში ჩართულ მოსწავლეებზე. ნაშრომში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ტიპური განვითარების მქონე მოზარდებზე, რომელთაც აქვთ განათლების ამგვარი მოდელის გამოცდილება.
დავით აღმაშენებლის ეპოქაზე ყველას ბევრი გვიფიქრია. ჩვენამდე მოღწეული ცნობებით, ძნელად წარმოსადგენია, თუნდაც როგორ მოიგო გენიოსმა მეფემ დიდგორის ბრძოლა. „მსტოვარის“ ავტორმა, ალექსანდრე პაიკიძემ, ის ეპოქა გააცოცხლა და წარმოუდგენელი ემოციებით ავსებს მკითხველს. თანამედროვე ქართველ მწერლებს შორის ცოტა თუ მოიძებნება, ვინც გაბედა და ქართული ისტორია გააცოცხლა. ავტორმა კი ეს გენიალურად შეძლო. წიგნში გადმოცემული ამბები მოგიყვებათ, რატომ და როგორ უყვარდათ სამშობლო, რისი გაღება უწევდათ ჩვენს წინაპრებს, რომ საქართველოს დღემდე მოეღწია... ეს რომანი იმ ნაპერწკალს აგინთებთ, რომელიც გასული საუკუნის ბოლოს ენთო ბევრი ქართველის გულში და რამაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუპოვა... ამ წიგნზე ასე ვიტყოდი: „წიგნი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს“.