iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

თანამედროვე

სორტირება:

„აეროპორტი“ ბრიტანული წარმოშობის კანადელი პროზაიკოსის არტურ ჰეილის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია. გამოგონილი ქალაქი, სადაც ლინკოლნის სახელობის უმსხვილესი აეროპორტი იმყოფება, მოულოდნელად თოვლის ღრუბლით იფარება. ამიტომ ყველა სამსახური ექსტრემალურ რეჟიმში გადადის. წიგნი ადაპტირებულია და გათვლილია UPPER-INTERMEDIATE დონეზე.

რაულ ჩილაჩავა ამ კრებულში წარმოდგენილი ლექსებით ჩვენს შფოთიან და მღელვარე დღევანდელობას ეხმიანება. აქ ერთმანეთთან გადაწნულია ფილოსოფიური, სამოქალაქო და სატრფიალო ლირიკა, მოისმის აფხაზეთის ტრაგედიისა და რუსეთ-უკრაინის ომის დრამატული ექო, ხმიანობს რწმენის, იმედისა და აღორძინების ოპტიმისტური სიმიც. კრებული გამოირჩევა თავანკარა ქართულით, პოეტური საზომებისა და სახეების მრავალფეროვნებით, დახვეწილი რითმებით, შინაგანი მუსიკითა და წერის მაღალი კულტურით.

ორი მე
12.00ლარი

ორი მე

რაულ ჩილაჩავა

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ეს წიგნი ქრისტიანულ განშტოებათა მრწამსის საგულდაგულოდ გამოკვლეული, დოკუმენტირებული შედარება და ისტორიული და თანამედროვე ანალიზია, რომელიც სამი დიდი ეკლესიის (მართლმადიდებლური, კათოლიკური და პროტესტანტული) მსოფლმხედველობას მიმოიხილავს.

 

ჰენრიკ პონტოპიდანი (1857-1943) — დანიელი რეალისტი მწერალი. 1917 წელს კარლ გელერუპთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „დანიის თანამედროვე ცხოვრების გულმართალი აღწერისათვის“.

ყველა მასწავლებელს აწუხებს კითხვა, როგორ ვასწავლოთ ქართული ენა და ლიტერატურა? რა სისტემითა და რა სახით დავეხმაროთ მოსწავლეებს ტექსტების ათვისებასა და გაგებაში? რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ საშუალო საფეხურის პედაგოგის პრობლემა არაა და ამ საკითხებზე დაწყებითი საფეხურიდანვე აქტიურად უნდა ვფიქრობდეთ, რადგან წაკითხულის გააზრების უნარი, კრიტიკული აზროვნების უნარი თუ ახალგაზრდას სათანადო დონეზე გააზრებული არ აქვს, ის ვერანაირად გაართმევს თავს უმაღლეს სასწავლებელში აკადემიურ ცხოვრებას და ვერ იქნება წარმატებული სტუდენტი.

ქართული ენა და ლიტერატურა 2023
10.00ლარი

ქართული ენა და ლიტერატურა 2023

რუსუდან გონაშვილი, ეკატერინე შარაშიძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

სახელმძღვანელოში შეხვდებით ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამით გათვალისწინებულ მრავალფეროვან მასალას: საგამოცდო ფორმატის 18 ტესტსა და დამატებით სავარჯიშოებს, ასევე, ერთიანი ეროვნული გამოცდების ინგლისური ენის ტესტებში მოცემულ დავალებათა მსგავსი ტიპის სავარჯიშოებს. სახელმძღვანელო შედგენილია საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე მასწავლებლების მიერ, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ნაყოფიერად მოღვაწეობენ საგანმანათლებლო სფეროში.

Bernie Clark's The Complete Guide to Yin Yoga provides an in-depth look at the philosophy and practice of Yin Yoga with illustrated sections on how to practice Yin Yoga, including descriptions with photographs of 30 Yin Yoga asanas. All forms of yoga can provide benefits physically, emotionally, and mentally, however Yin Yoga works the deeper levels of the body/heart/mind: the connective tissues of the ligaments, fascia, joints and bones and the energetic channels of the meridians, nerves and blood system. One big difference noticed by students of Yin Yoga is the long-held, passive nature of the posture, which gives time for a deeper journey to unfold, a journey into the meditative aspects of yoga, a bridge to living life mindfully.

წინამდებარე ნაშრომი, „ემოციური ინტელექტის განმსაზღვრელი სოციალური ფაქტორები მოზარდებთან“, წარმოადგენს მონოგრაფიულ ნაშრომს, რომელიც ეხება ბავშვის აღზრდის ხანგრძლივ პროცესს. წიგნი განკუთვნილია ფსიქოლოგებისთვის, მასწავლებლებისთვის, სოციალური მუშაკებისთვის, სტუდენტებისთვის და სოციალური მეცნიერებებით დაინტერესებული პირებისთვის.

კურკა ერთი უბედური კაცია, დილიდან ღამემდე ბაზარში დაეხეტება და დიდიან-პატარიანად ყველა მას დასცინის და აბუჩად იგდებს. კურკა იფიქრებს, ამ გაჭირვებას ცოლის შერთვით დავაღწევ თავსო და მართლაც იქორწინებს ერთ საეჭვო მანდილოსანზე, მაგრამ ის მიატოვებს და კურკა ისევ ბაზარში დაეხეტება...

კურკას ქორწილი
1.88ლარი

კურკას ქორწილი

მიხეილ ჯავახიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ავტორმა წინამდებარე გამოცემა მშობლიურ სოფელს - წინანდალს და აქ მოსახლე წინაპრების ცხოვრებას და მოღვაწეობას მიუძღვნა, ისევე როგორც მისი პირველი წიგნი - „წინანდალი - საქართველოს მკერდის მძივი“ წინანდალს, როგორც ტურიზმისა და კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტს, არა მარტო საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც გამორჩეული ადგილი უკავია. სოფელს ყოველწლიურად ასი ათასზე მეტი უცხოელი თუ ადგილობრივი ტურისტი სტუმრობს. დღითიდღე იზრდება მისი მნიშვნელობა, როგორც კულტურული ღონისძიებების, საერთაშორისო საქმიანი შეხვედრებისა თუ უცხოეთის სამთავრობო დელეგაციების მიღების ადგილი.

წინანდლელი გენერლები
6.00ლარი

წინანდლელი გენერლები

ნათია მაზანაშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ტამიკი ჰარამ ჰიროშიმას დაბომბვის საზარელი გამოცდილება აღწერა მოთხრობაში „ზაფხულის ყვავილები“ რომელსაც ტაკიტარო მინაკამის პირველი პრიზი მიანიჭეს. „ზაფხულის ყვავილები“ 1947 წელს, „გულის სურვილის მიწა“ კი 1951 წელს გამოქვეყნდა.

დევიანტურად (deviation - გადახრილი) იწოდება ფსიქოლოგიურად მდგრადი ქცევის ისეთი ტიპი, რომელიც არ შეესაბამება საზოგადოებრივად მიღებულ და ოფიციალურად დადგენილ მორალურ-სამართლებლივ ნორმებსა და ღირებულებებს. სოციუმის მწვავედ უარყოფითი შეფასება-დამოკიდებულება, რასაც თან სდევს სტიგმატიზაცია/სოციალური მარკირება, დევიანტს მხოლოდ იზოლაციის, მკურნალობის ან სასჯელის ალტერნატივას სთავაზობს. დევიანტური ქცევის განმსაზღვრელი კრიტერიუმები არაერთმნიშვნელოვანი და ხშირად საკამათოა, რაც განპირობებულია მისი წინააღმდეგობრივი, ფარდობითი და დროში ცვალებადი ბუნებით.

„გაუგებრობა მოსკოვში“ ბევრს მოგვითხრობს ბოვუარზე, მათ შორის, მის შეხედულებებზე ურთიერთობებისა და ოჯახის შესახებ. სასოწარკვეთილ ფემინისტს, რომელმაც გამოაცხადა ოჯახური კავშირებისგან თავისუფლება, შესაძლოა, ეს კავშირები არანაკლებ სჭირდებოდა, ვიდრე ნებისმიერ სხვა „ჩვეულებრივ“ ქალს. ასე რომ, ნიკოლი და ანდრე, შუახნის ცოლ-ქმარი, საბჭოთა მოსკოვში ჩადიან. აქ ცხოვრობს ანდრეის მეგობარი მაშა (ამ გმირს ჰყავს პროტოტიპი – მთარგმნელი ლენა ზონინა, სარტრის მეგობარი). მაშას შეხედვით, რომელიც გაიზარდა ქვეყანაში, სადაც ქალებმა, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, მიაღწიეს თანასწორობას, ნიკოლი იხსენებს საკუთარ ახალგაზრდობას. მოსკოვში ვიზიტი არის შემთხვევა, რომ ანდრესთან ცოლ-ქმრული ცხოვრების ეპიზოდები გაიარონ, ბევრი რამ გადააფასონ. მაგრამ – ვაი! – დროს უკან ვერ დააბრუნებ და ნიკოლს ესმის, რომ ასაკთან ერთად არასოდეს დაუძლევია სიცოცხლის შიში, რომლის ეშინია თითქმის სიკვდილზე მეტად და არ გამხდარა ჭეშმარიტად ბედნიერი.

თავადის მიერ ნამუსახდილი და იძულებით გათხოვილი ნუცა შვილს აჩენს, მაგრამ ეჭვებში მყოფი პავლე ამ ყველაფერს სხვაგვარად უყურებს და ყველაფერი ყველა მათგანისთვის ტრაგიკულად მთავრდება.

უპატრონო
1.44ლარი

უპატრონო

მიხეილ ჯავახიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წიგნში გაერთიანებულია ავტორის ხუთი მოკლე ისტორია. რამდენიმე მათგანი ავტობიოგრაფიული ხასიათისაა.

მოთხრობები
3.00ლარი

მოთხრობები

ოსამუ დაზაი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ვისთვისაც საინტერესოა ქართული მწერლობის ბედი საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, საბჭოთა ტოტალიტარიზმის ესთეტიკური საფუძვლების ჩამოყალიბების პროცესი, რთული მოვლენები ამ ეპოქის ლიტერატურასა და ხელოვნებაში, გამომცემლობა „საგა“ გთავაზობთ საბა მეტრეველის მონოგრაფიას „ესთეტიკა საბჭოთა ტოტალიტარიზმისა – პროლეტარული რეალიზმიდან სოციალისტურ რეალიზმამდე“, ბატონ სოსო სიგუას რედაქტორობით.