iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

თანამედროვე

სორტირება:

წიგნში განხილულია კოსმოლოგიური არგუმენტის ერთ–ერთი ვარიაცია, რომელსაც უძრავი მამოძრავებლის არგუმენტი ეწოდება.ეს არგუმენტი შეიმუშავა არისტოტელემ და შემდეგ ის განავრცო და დახვეწა თომა აქვინელმა.

წიგნში განხილულია თომა აქვინელის მეხუთე გზა, რომელსაც ტელეოლოგიური არგუმენტი ეწოდება.

წიგნში განხილულია შემდეგი საკითხები: რა არის კოსმოლოგიური არგუმენტი? კოსმოლოგიური არგუმენტი და კაუზალობის პრინციპი, კოსმოლოგიური არგუმენტი აქვინელთან, არგუმენტის კრიტიკა ბერტრან რასელის მიერ, არგუმენტის დაცვა ედვარდ ფიზერის მიერ.

ნიკოლაი ბერდიაევი ამ წიგნს აღწერს, როგორც "ფილოსოფიურ ავტობიოგრაფიას, სულისა და თვითშემეცნების ისტორიას". ეს წიგნი არა მხოლოდ ავტობიოგრაფიულია, ის ასევე კრიტიკული თვითშეგნების შრომაცაა. ბერდიაევი საკუთარ იდეებსა და საკუთარ ცხოვრებას ფილოსოფიურ შესწავლას უქვემდებარებს, რათა თავისი "საკუთარი ხატი და საბოლოო ბედი" აღმოაჩინოს.

ართურ მილერი (17.10.1915-10.02.2005) - ამერიკელი დრამატურგი და ესსეისტი, მე-20 საუკუნის ამერიკული თეატრის გამორჩეული ფიგურა

"თამარ დედოფალი" (1903) ჰამსუნის მეხუთე და ბოლოსწინა პიესაა, რომლის შთაგონების წყაროს საქართველოს ისტორია წარმოადგენს, რასაც ავტორი 1899 წელს კავკასიაში მოგზაურობისას გაეცნო. პიესა მოგვითხრობს თამარისა და მუსლიმთა ხანის ომის ამბავს, რომელსაც რომანტიულ ხაზად დედოფლისა და მისი მეუღლის, მთავარ გიორგის ურთიერთობა გასდევს. პიესა შესრულდა კნუტ ჰამსუნის დაბადების 150 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე 2009 წელს.

ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გამოჩენილი ფილოსოფოსი კარლ იასპერსი ფართო მკითხველისთვის გვთავაზობს ფილოსოფიის შესავალს. იმავდროულად იგი გვთავაზობს საკუთარი ფილოსოფიური აზრის ცხად რეზიუმეს. იასპერსის აზრით, ფილოსოფიის წყარო უნდა ვეძებოთ „გაოცებასა, დაეჭვებასა და დაკარგულობის გაცნობიერებაში“, ფილოსოფიური ძიება კი უწყვეტი ცვალებადობისა და თვითაღმოჩენის პროცესია.

ღრმა ემოციურობით გამორჩეული მცირე ზომის მოთხრობები ომის საშინელებას მისი პირუკუ ფორმით გვიჩვენებს, ისე, რომ ომი ზოგჯერ ნაწარმოებში ნახსენებიც კი არ არის. ბორჰერტის მოთხრობები დღემდე რჩება მეორე მსოფლიო ომის ამსახველ ერთ-ერთ საუკეთესო მასალად.

ამ სამშაბათს
1.88ლარი

ამ სამშაბათს

ვოლფგანგ ბორჰერტი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ამ ისტორიულ-ფილოსოფიურ ექსკურსში პოლ ვალერი მისი თანამედროვე ევროპისა და ზოგადად სამყაროს ხედვას აყალიბებს შექმნილი კავშირურთიერთობებისა და ისეთი მოვლენებისა და წარმონაქმნების განხილვა-ანალიზის ფონზე, როგორიცაა ერი, დიქტატურა და ისტორია. ავტორი ასევე იძლევა ევროპის მომავლის უაღრესად საინტერესო ხედვას.

ახალგაზრდა და მომხიბლავი ქალი გამვლელების მოზიდვა-ცდუნებას ცდილობს, მაშინ, როდესაც ლოგინში "გარდაცვლილი" ქმარი უწევს. დე ფილიპოსეული განუმეორებელი იუმორით შეზავებული მოქმედების ადგილი 1960-იანი წლების იტალიაა, ეკონომიურ ბუმსა და უმუშევრობის გაწელილ კრიზისს შორის. 1965 წელს დაწერილი პიესა არაერთხელ იქნა ეკრანიზებული და დადგმული სცენაზე.

ცილინდრი
1.99ლარი

ცილინდრი

ედუარდო დე ფილიპო

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"ციურ ბადეთა კუნძულზე" - ესაა პიესა იმის შესახებ, თუ რას აკეთებს თითოეული ჩვენგანი ცხოვრებაში, მიუხედავად სქესისა და ეროვნებისა, მიუხედავად იმისა, აცნობიერებს და სურს თუ არა მას ამის გაკეთება, და რას იღებს ყოველივეს შედეგად.

ციურ ბადეთა კუნძულზე
2.00ლარი

ციურ ბადეთა კუნძულზე

დიმიტრი უჩანეიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"წერილები უცნობ ქალს" ანდრე მორუას გვიანდელი პერიოდის ნაწარმოებია, რომელშიც ავტორი მცირე ეპისტოლეების სახით გვაცნობს მის ცხოვრებისეულ ფილოსოფიას - შეხედულებებს ქორწინებაზე, ქალისა და კაცის ურთიერთობაზე, აღზრდაზე, ლიტერატურაზე და სხვა.

"მარსის ქრონიკა" რეი ბრედბერის მოთხრობათა კრებულია, რომელმაც საბოლოოდ ეპიზოდური რომანის სახე მიიღო და 1950 წელს გამოქვეყნდა. იგი მოგვითხრობს ატომური ომით გაუდაბურებული დედამიწიდან ადამიანების გაქცევასა და მარსის კოლონიალიზაციას, და მათ კონფლიქტს ადგილობრივ მარსელებთან. წიგნი არაერთხელ იქნა ადაპტირებული კინოს, თეატრის, ოპერის, რადიოსა და ტელევიზიისათვის.

"მარტინ იდენი" - 1909 წელს გამოქვეყნებული თხზულებაა. კიუნსტელრომანის ტრადიციის მიხედვით შექმნილი ნაწარმოები მოგვითხრობს ახალგაზრდა პროლეტარის მძიმე და დაბრკოლებებით სავსე გზაზე, რომელიც მწერლობის, დიდი აღიარებისკენ მიდის. იმავდროულად, ნაწარმოები იმდროინდელი ბურჟუაზიული საზოგადოების შაბლონურ მორალსა და შეხედულებებს აკრიტიკებს.

Martin Eden
1.44ლარი

Martin Eden

ჯეკ ლონდონი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„ტორტილა ფლეტი“ სტეინბეკის ადრეული (1935) რომანია, რომელშიც მოქმედებები კალიფორნიის პატარა ქალაქ მონტერეიში ვითარდება. ამ რომანში სტეინბეკი ჯგუფად ქცეული ადამიანის - ფალანგის ფილოსოფიას გვაცნობს. ტორტილა ფლეტის მრგვალ მაგიდაში სტეინბეკმა ასეთი ფალანგის იდეალური დაბადება, სიცოცხლე და სიკვდილი წარმოიდგინა. რომანი რამდენჯერმეა ეკრანიზებული.

ტორტილა ფლეტი
3.55ლარი

ტორტილა ფლეტი

ჯონ სტეინბეკი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

იასპერსი ნიცშეს სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს ფილოსოფოსად მიიჩნევს, რომლის შემოქმედება, ერთის მხრივ, წინააღმდეგობრივი, პოეტურიც კია, მეორეს მხრივ კი თავად „ფილოსოფია არ იქცევა თქვენთვის აწმყოში ქმედით ძალად ნიცშეს გარეშე“. და მაინც, ვინ იყო ეს კაცი, ნიცშე? ამ ამოცანის ამოხსნას ეძღვნება წინამდებარე შრომა, რომელშიც გასაღებად ქრისტიანობისადმი ნიცშეს დამოკიდებულებაა გამოყენებული.