iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

თარგმანი

სორტირება:

„შვეიცარიელები ბედნიერი კვდებიან“ დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებია. მასში ავტორი ოსტატურად უსვამს ხაზს ორი ქვეყნის კულტურულ თავისებურებებს. კერძო დეტექტივი, ელია კონტინი ადამიანის გაუჩინარების რთულ საქმეს იძიებს. 1998 წელს ეუჯენიო ტორესი, ცნობილი ექიმი, ლაშქრობის მოყვარული, ნიგერში სკოლების დამფუძნებელი, მოულოდნელად ქრება. ოცი წლის შემდეგ, როცა დედა გარდაიცვლება, შვილები კვლავ ეცდებიან გაიგონ, რა დაემართა მამას. ზოგიერთი ჭორის მიხედვით, ექიმი თავს ნიგერს აფარებს. საჰარის უკიდეგანო სივრციდან შვეიცარიაში ჩამოდის ახალგაზრდა მიგრანტი მუსა აგ იბრაჰიმი. ის ტუარეგია და აცხადებს, რომ ეუჯენიო ტორესი ცოცხალია და დახმარება სჭირდება. ამგვარად, დეტექტივი და უდაბნოს კაცი ურთიერთგამგებ წყვილს ქმნიან და გაუჩინარების საშიშ საიდუმლოს ფარდას ხდიან. ტორესის წარსულის გამოძიებით შვეიცარიული სამყაროს ფონზე, ორი ერთმანეთისგან რადიკალურად საპირისპირო კულტურა ეჯახება ერთმანეთს. მაგრამ ნამდვილად საპირისპირონი არიან? იქნებ არის საერთოც ალპების თოვლით დაფარულ მწვერვალებსა და საჰარის მარადიულ სივრცეებს შორის?

პიესა „გუვერნანტი ქალი“ მოგვითხრობს მე-20 საუკუნის სიცილიაში, არისტოკრატიულ ოჯახში მომუშავე გუვერნანტი ქალის ისტორიას. ვიტალიანო ბრანკატის ეს ნაწარმოები, განსაკუთრებით ფასობს, როგორც ერთ-ერთი მნიშვნე­ლოვანი ნამუშევარი, რომელიც ეხება ქალის ემანსიპაციას და პატრიარქალური საზოგადოების კრიტიკას იტალიურ ლიტერატურაში.

გუვერნანტი ქალი
5.00ლარი

გუვერნანტი ქალი

ვიტალიანო ბრანკატი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ტიმოთი ლირის მედიტაციური ლექსები „ფსიქოდელიური ლოცვები“ შთაგონებულია ჩინელი ფილოსოფოსის ლაო ძის „დაო დე ძინით“. ტიმოთი ლირიმ ეს ლექსები ინდოეთში, შექმნა, რა თქმა უნდა, შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში.

ტიბელტელთა სულიერი ლიდერის, ნობელის პრემიის ლაურეატის დალაი ლამა XIV-ის აზრით, ვინაიდან ამქვეყნად ჩვენი ხანმოკლე ყოფნიდან მხოლოდ სიკეთე რჩება, ამიტომ მთელი ძალისხმევით უნდა ვეცადოთ, რომ ვაკეთოთ სასარგებლო საქმეები როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვებისთვის

ამ ბესტსელერში მოცემულია დეილ კარნეგის დროით შემოწმებული მეთოდები და რჩევები, რომელთაც მისი სახელი განადიდეს რამდენიმე ათეული წლის წინ. ბუნებრივია, ეს წიგნი ყველა მღელვარებისაგან ვერ გაგათავისუფლებთ, მაგრამ დაგეხმარებათ ახლებურად გაიაზროთ ზოგიერთი სიტუაცია, დაინახოთ, თუ ზოგჯერ რა არასწორად იქცევით. წიგნი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის.

წიგნი წარმოადგენს თანამედროვე (2000-2020 წწ.) რუსული მცირე პროზის კრებულს, მასში შევიდა დღევანდელობის ყველაზე ცნობილი რუსულენოვანი ავტორების მოთხრობები და ესეები, რომლებშიც თანამედროვე საზოგადოებრივი თუ ოჯახური ცხოვრების პრობლემატიკა შთამბეჭდავადაა გადმოცემული.

კრებულში შესულია თანამედროვე გერმანელი პოეტის, ჰანს არნფრიდ ასტელის მინიატიურული ლექსები, რომლებიც ჰაიკუს ფორმითაა დაწერილი

წიგნი წარმოადგენს ლექციების ციკლს, რომელიც ავსტრიელმა პოეტმა ინგებორგ ბახმანმა 1959-1960 წლებში ფრანკფურტის უნივერსიტეტში წაიკითხა. ლექციებში განხილულია თანამედროვე პოეზიისა და, ზოგადად, ლიტერატურის ისეთი საკითხები, როგორიცაა პოეტიკა, „მე“-ს პრობლემა, პერსონაჟის სახელის პრობლემა და სხვა.

პოეტის პროზა. მოთხრობაში ავტორი იხსენებს ბავშვობის ზმანებებსა და ფანტაზიებს, რომლებიც გერმანული და რუსული ლიტერატურის ხატოვან სახეებთან შთამბეჭადავდაა გადახლართული...

ეშმაკი
3.00ლარი

ეშმაკი

მარინა ცვეტაევა

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1972), ჰაინრიხ ბიოლი ქართველი მკითხველის წინაშე წარდგენას არ საჭიროებს. მისი არაერთი რომანი (მათ შორის - „და არ უთქვამს არც ერთი სიტყვა“, „როცა ომი დაიწყო“, „უკაცო სახლი“, „კლოუნის თვალთახედვა“) და მრავალი მოთხრობა დიდი ხანია, თარგმნილია ისეთი ცნობილი მთარგმნელების მიერ, როგორიცაა დალი ფანჯიკიძე, ნოდარ რუხაძე და სხვები.

წიგნში შეტანილია ჩვენი დროის მნიშვნელოვანი მკვლევრის ორი წერილი დიდი ევროპელი მოაზროვნეების - ი. ვ. გოეთესა და ფრიდრიხ ნიცშეს შესახებ, რომლებშიც ამ ავტორთა შემოქმედებისა და მსოფლმხედველოის ზოგადი და სიღრმისეული ანალიზია მოცემული.

გოეთე. ნიცშე
5.00ლარი

გოეთე. ნიცშე

კარენ სვასიანი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„შემოქმედების საზრისი“ ჩაფიქრებულ იქნა მარქსის, ნიცშეს, დოსტოევსკის, ჰუსერლის, ბერგსონის, შტაინერის იდეების ერთგვარ პასუხად. თვით ბერდიაევი „შემოქმედების საზრისს“ თავის ყველაზე შთაგონებულ ნაწარმოებად თვლიდა, რადგან მასში თავისი ორიგინალური ფილოსოფიური ნააზრევის სრულად გამოთქმა პირველად შეძლო.

პაპანაქება სიცხეა. ირისი მანჰეტენში თავის ბინაშია და მოუთმენლად ელოდება სტუმრების მოსვლას, მათთან ერთად ვახშმობასა და სხვადასხვა თემაზე საუბარს, რაც მის ცხოვრებას ოდნავ უფრო საინტერესოს ხდის. ლინგი სექსთოჯინების ფაბრიკაში მუშაობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში. მისი ფუნქციაა მზა თოჯინების შემოწ­მება და დეფექტების გამოსწორება. სამუშაოს შემდეგ სახლში მარტო მყოფი საყვარელ ფილმებს უყურებს. მე-19 საუკუნის ევროპაში კი ადა ლავლეისი ახალი მანქანების გამოგონებაზე ოცნებობს, დაუმორჩილებელი ქალი მათემატიკურ გამოთვლებსა და სამეცნიერო კვლევებშია ჩაფლული. სამი მთავარი პერსონაჟი, სამი ქალი სამ სხვადასხვა სამყაროში. სამივე ცხოვრების არსს ეძებს და არც კი იციან, რომ ერთმანეთთან არიან დაკავშირებული... „გამოგონება ჩვენი საუკეთესო უნარია“ – მარტინა კლავადეჩერი

სრულიად არ გჭირდებათ ნასა-ს ურთულესი მექანიზმები და გიგანტური მანქანები. დაეუფლეთ მზის სისტემაში თავისუფლად მოგზაურობას. ნატიფი, სულიერი ენერგიის წყალობით შეგიძლიათ, ესტუმროთ სხვა პლანეტებს და იხილოთ ღმერთის მიერ შექმნილი საოცრებანი; გასცდეთ მატერიალურ სამყაროს და კრიშნას სავანეში – თქვენი მარადიული სამყოფელისკენ იმოგზაუროთ. „იოლი მოგზაურობა სხვა პლანეტებზე“ ვრცლად მიმოიხილავს უკიდეგანო კოსმოსსა და სულიერ სამყაროს; საშუალებას გაძლევთ, თავად აირჩიოთ, საით გსურთ გამგზავრება.

ბიოგრაფია ა.ჩ. ბჰაქტივედანტა სვამისა (შრილა პრაბჰუპადა), რომელმაც დააარსა კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება და მთელ მსოფლიოს გააცნო უძველესი მეცნიერება სულის, ღმერთისა და მათი მარადიული კავშირის შესახებ, რაც წარმოდგენილია ვედურ წერილებში. ეს სწავლება 500 წლის წინათ ბენგალიაში განაახლა შრი კრიშნა ჩაიტანიამ, რომელიც განსაკუთრებით ხაზს უსვამდა ჰარე კრიშნა მაჰა-მანტრის მნიშვნელობას.

პრაბჰუპადა
8.99ლარი

პრაბჰუპადა

სატსვარუპა დას გოსვამი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

მსაჯულნი (ბერძ. Κριταί, ებრ. ספר שופטים‎, „Sefer Shoftim“) – ებრაული ბიბლიისა და ქრისტიანული ძველი აღთქმის მეშვიდე წიგნი. ებრაული ბიბლიის გადმოცემაში ის მოიცავს დროს იესო ნავეს ძის წიგნში აღწერილ დაპყრობასა და სამუელის წიგნებში აღწერილ სამეფოს დამყარებას შორის, რომლის დროსაც ბიბლიური მსაჯულები მსახურობდნენ დროებით ლიდერებად.