iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

ფსიქოლოგია და ლიტერატურა

კარლ გუსტავ იუნგი

ცნობილია, რომ კარლ გუსტავ იუნგს ადამიანის აქტივობის სხვადასხვა სფეროებზე ჰქონდა ჩამოყალიბებული ფსიქოლოგის ორიგინალური შეხედულება. წინამდებარე თხზულება იუნგის მიერ შემოქმედისა და მისი ქმნილების ფსიქოლოგიურ საფუძვლებს იკვლევს. მკითხველი შემოქმედების პროცესის სიღრმეებში ავტორთან ერთად ეშვება და მრავალ საინტერესო აღმოჩენას აკეთებს.

2.55ლარი

ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები

კარლ გუსტავ იუნგი

ლონდონის ტავისტოკის კლინიკაში  1935 წელს 200-მდე ფსიქოთერაპევტის თანდასწრებით წაკითხულ ლექციათა ციკლი, რომელიც ძირითადად ფსიქიკის სტრუქტურას, მის შინაარსებსა და მათი კვლევის მეთოდებს ეხება.

2.55ლარი

გარდასახვა

ფრანც კაფკა

XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მწერლის ყველაზე უცნაური მოთხრობა ადამიანის მწერად გარდასახვისა, რაც აბსურდულ სამყაროში ადამიანის გაუცხოვებისა და ურთიერთობათა ნგრევა-განადგურების სადემონსტრაციოდ იქნა გამოყენებული, დღემდე არ ჰკარგავს თავის მნიშვნელობას და მრავალი დამწყები მწერლისთვის ქრესტომათიულს წარმოადგენს. დაწერილია 1915 წელს. არის არაერთხელ ეკრანიზებული და დადგმული სცენაზე.

1.99ლარი

მეორედ დაბადების შესახებ

კარლ გუსტავ იუნგი

წინამდებარე ნაშრომი ერთ-ერთი ნაწილია შემგომში „სული და მითი. ექვსი არქეტიპი“-ს სახელწოდებით გაერთიანებული წიგნისა. „მეორედ დაბადების შესახებ“ განახლების, აღორძინების არქეტიპს განიხილავს, რისთვისაც ყურანის მე-18 სურაში გადმოცემულ მითს იყენებს.

2.55ლარი

პროცესი

ფრანც კაფკა

"პროცესი" კაფკას ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია. იგი მნიშვნელოვანწილად გადმოგვცემს ადამიანის უმწეობისა და, უხილავ და იდუმალ ძალთა წინაშე უძლურების მწერლისეულ მსოფლაღქმას, რაც კიდევ უფრო მძაფრდება აბსტრაქტული და აბსურდული გარემოთი, რომელშიც მოვლენები მიმდინარეობს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნაწარმოებზე დიდია დოსტოევსკის „დანაშაულისა და სასჯელის“ გავლენა. „პროცესი“ მხოლოდ მწერლის სიკვდილის შემდეგ, 1925 წელს, გამოქვეყნდა.

3.33ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

ბარონი მიხაელ ფონ რ. მდიდარი, საზოგადოებაში მიღებული, გამორჩეული პიროვნებაა, რომელსაც ყველაფერი მობეზრებია, მაგრამ ერთი ფანტასტიური ღამის განმავლობაში ბარონი ქურდად იქცევა, არ რცხვენია ამის და პირველად იღვიძებს სიცოცხლისთვის.

შტეფან ცვაიგ (28.11.1881-22.02.1942) - ავსტრიელი ნოველისტი, დრამატურგი, ჟურნალისტი და ბიოგრაფი, 1920-30-იანი წლების მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორი.

საოკეანო ლაინერზე მოყვარულ მოჭადრაკეთა ჯგუფი დიდ ჩემპიონ ჩენტოვიჩს გამოიწვევს. თავიდან ისინი აგებენ, მაგრამ შემდეგ სიტუაცია იცვლება. ვინ არის ის ფერმკრთალი კაცი, რომელიც მათ ყველა ნაბიჯს ხელმძღვანელობს? "საჭადრაკო ნოველა" - ესაა ამბავი იდუმალებისა და ინტრიგების, ასევე მონათხრობი ადამიანის უძლეველ სულზე. პირველად გამოქვეყნდა 1941 წელს.

მოხუცი ზალომონზონი ცოლსა და მშვენიერ ქალიშვილთან ერთად იტალიაში ისვენებს, სადაც ამ უკანასკნელის პატიოსნებაში შეიტანს ეჭვს, რის შემდეგ თანდათანობით ყველას მიმართ სრულ გულგრილობამდე მისული და, მიუხედავად წარმატებით გადატანილი ოპერაციისა, მშვიდად კვდება.

ფანატიზმს სიკეთე არ მოაქვს. გონებაშეზღუდული კრესჩენცია ანა ალოიზია ფინკენჰუბერი თაყვანს სცემს თავის ბატონს, მონურად ემორჩილება მას, მისი თანამზრახველი ხდება ცოლ-ქმრულ ღალატში და საბოლოოდ მკვლელობასაც სჩადის. თაყვანისცემის ობიექტისგან უარყოფილი კი თავს იკლავს. ასეა, ფანატიზმი გონებაშეზღუდულთა ხვედრია და ერთმნიშვნელოვნად ზიანის მომტანია.

ლეპორელა
1.00ლარი

ლეპორელა

შტეფან ცვაიგ

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ახალგაზრდა ლეიტენანტი ანტონ ჰოფმილერი მდიდარ ლაიოშ კეკეშფალვას ციხე-სიმაგრეშია მიწვეული, სადაც მის პარალიზებულ ქალიშვილს, ედითს, გაიცნობს. ლეიტენანტი თანაგრძნობით იმსჭვალება ედითის მიმართ, ამ უკანასკნელს კი ჰოფმილერი შეუყვარდება. შემდეგ განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს წრფელმა, თუმცა უპასუხისმგებლო თანაგრძნობის განცდამ. ეს გახლვათ ცვაიგის ყველაზე სქელტანიანი ნაწარმოები, რომელიც 1936 წელს გამოქვეყნდა.

„ბუკინისტი მენდელი“ გახლავთ შტეფან ცვაიგის მიერ 1929 წელს დაწერილი მოთხრობა, რომელიც წიგნებით ექსცენტრული, მაგრამ უნიკალური უნარის მქონე რუსი ებრაელი ვაჭრის ტრაგიკულ ბედს მოგვითხრობს. მოთხრობა ასევე შესაძლოა წაკითხულ იქნას, როგორც მეტაფორა პირველი მსოფლიო ომის გავლენისა ავსტრიულ კულტურაზე.

ნოველაში აღწერილია ქალის ცხოვრების ერთი დღე, რომელიც ერთდროულად ვნებით აღსავსე და მშვენიერი, მეორეს მხრივ კი შემაძრწუნებელია. ქმრის გარდაცვალების შემდეგ ის ცხოვრების დანიშნულების ძიებაშია და ერთხელაც სასოწარკვეთილი უცხო ადამიანისადმი აღიძვრება გზნებით, და კვლავ იძენს ცხოვრების მიზანს, თუმცა რის ფასად?

სახელოვანი მწერალი ვენაში ბრუნდება შვებულებიდან და უცნობი ქალის წერილს იღებს, ვინც, როგორც აღმოჩნდება, მის მეზობლად ცხოვრობდა სიყრმის ასაკში და უზომოდ იყო მასში შეყვარებული მთელი ცხოვრების განმავლობისას, თუმცა არაერთი შეხვედრისას მწერალი ქალს ვერც ერთხელ ვერ ცნობს. მოთხრობა ამ ქალის ტრაგიკულ ისტორიას მოგვითხრობს ცვაიგისთვის დამახასიათებელი გზნებითა და აკურატული ფსიქოლოგიური დეტალებით.

ცნობილი ბიოგრაფი დიდი მწერლის პორტრეტს გვთავაზობს, რომელშიც, მიუხედავად მრავალი საინტერესო და გონებამახვილური მიგნებისა, ნათლად სჭვივის დოსტოევსკის გენიის ავადმყოფური წარმოშობის იდეა, რამაც, საბოლოოდ, რუსეთის, როგორც ღმერთის აღიარებასთან მიიყვანა იგი.

დოსტოევსკი
1.80ლარი

დოსტოევსკი

შტეფან ცვაიგ

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"ამოკ" - ეს არის ნოველა უკიდურესი ვნებით შეპყრობილი ადამიანის შესახებ, რომელიც მზად არის მთელი კარიერა და პირადი ცხოვრება გაწიროს და საბედისწერო ნაბიჯიც კი გადადგას. ნაწარმოებში ცხადად იკითხება ფროიდის ფსიქოანაილიზის ელემენტები. ეკრანიზებულია ორჯერ.

ამოკ
0.99ლარი

ამოკ

შტეფან ცვაიგ

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star