ეს წიგნი ექვსი განაზრებისგან შედგება, რომლებშიც დეკარტი თავდაპირველად ყველაფრის რწმენას უარყოფს, შემდეგ კი თანდათანობით ცდილობს მივიდეს იმის რწმენასთან, რისი რწმენას დაუეჭვებლად არის შესაძლებელი. ეს ნაშრომი ყველაზე დეტალურად განმარტავს დეკარტის მეტაფიზიკურ სისტემას, განავრცობს რა იდეებს, რომლებიც მოცემულია მეოთხე ნაწილში მისი "მსჯელობისა მეთოდის შესახებ".
პლატონის ნააზრევმა არაერთ ეპოქაში განიცადა აღორძინება თუ რეცეფცია. XX-XXI საუკუნეები პლატონის რენესანსის კიდევ ერთ ეპოქად უნდა მივიჩნიოთ, რადგან მას მხარდამჭერები გამოუჩნდა ისეთი მეცნირებების წარმომადგენლებშიც კი, რომელთა დასკვნები ფილოსოფოსის საუკუნეების განმავლობაში საკამათოდ ქცეული აზრების განხილვის შემთხვევაშიც კი ზუსტი სამეცნიერო კვლევისა და ექსპერიმენტების შედეგებს ეყრდნობა.
ციცერონი, რომელსაც ბრწყინვალე განათლება ჰქონდა მიღებული ბერძენი მასწავლებლების წყალობით, თავის ტრაქტატებში ბერძნული ფილოსოფიური სკოლის წარმომადგენელთა შეხედულებების ანალიზის საფუძველზე გვთავაზობს საინტერესო მსჯელობებს სახელმწიფოს, კანონების, ზნეობის შესახებ, რომლებიც გაჯერებულია მაგალითებით საბერძნეთისა და რომის ისტორიიდან. ციცერონის ტრაქტატი „ტუსკულანური საუბრები“ დაწერილია ხუთ წიგნად, დიალოგის, კითხვა-პასუხის სახით, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის.
ინგლისელი პოლიტიკოსის და ფილოსოფოსის, ჯონ სთიუარტ მილის, თხზულება "ქალთა დაქვემდებარება" 1869 წელს გამოქვეყნდა. ავტორი მასზე მეუღლესთან, ჰარიეთ ტეილორ მილთან, ერთად მუშაობდა. ნაშრომში გადმოცემული არგუმენტები სქესთა შორის თანასწორობის შესახებ იმ დროის ევროპის ტრადიციულ ნორმებთან წინააღმდეგობაში იყო. "ქალთა დაქვემდებარება" დღემდე ითვლება ფემინისტური ლიტერატურის კლასიკად.
"მხოლოდ ფრაგმენტები! მაშასადამე, არაფერი მთლიანი, არაფერი დასრულებული. რატომ? ნაწილობრივ დროის, ხალისის და ჩემი წარსულისადმი ინტერესის უკმარობის გამო, ნაწილობრივ დოკუმენტების, ე. ი. სამახსოვრო ჩანაწერების ნაკლებობის გამო, რადგანაც ეს უკანასკნელი ან სხვის ხელში მოხვდა, ანდა დაიკარგა" - ლ. ფოიერბახი.
1879 წელს ჯ.ს. მილმა გამოაქვეყნა თხზულება სახელწოდებით "სოციალიზმი", რომელშიც თავმოყრილია მისი არგუმენტები სოციალური წესრიგის, თავისუფლებისა და პოლიტიკური ეკონომიის შესახებ, ისევე, როგორც საზოგადოებრივი მოწყობისა კომუნისტურ წყობილებაში. წიგნმა უდიდესი გავლენა იქონია პოლიტიკურ სისტემებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.