ის, რომ მეხსიერებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს პიროვნების ფორმირების საქმეში, დიდი ხანია სიახლეს აღარ წარმოადგენს. მაგრამ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, სად იწყება, როდის აღწევს პიკს და რატომ? სრულდება ოდესმე? ამის შესახებაა დიმიტრი უზნაძის კიდევ ერთი შესანიშნავი წიგნი "მნემური პროცესების ფსიქოლოგია".
"პიროვნების ბიოლოგიური საფუძვლებით" დიმიტრი უზნაძე გვიჩვენებს, რომ მეცნიერების სხვადასხვა სფეროები ურთიერთკავშირის გარეშე რთულად თუ მიაღწევენ წარმატებას და რომ, შესაბამისად, წარმატებული ფსიქოლოგიური კვლევისთვის პიროვნების ბიოლოგიის ცოდნა აუცილებელია, რის საფუძვლებსაც წინამდებარე ნაშრომში გადმოგვცემს.
რა საზღვრებამდე უნდა ეხმარებოდეს ფსიქოლოგია აღზრდის საქმეს? როდის იწყებს იგი პედაგოგიკაში უხეშ ჩარევას? აუცილებელია თუ არა საერთოდ ასეთი დახმარება? რა სარგებელი ან ზიანი შეიძლება მოიტანოს ხსენებულმა კავშირმა? პასუხები ამ კითხვებზე დიმიტრი უზნაძის ესსეიში "ფსიქოლოგია და პედაგოგიკა".