iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

თარგმანი

სორტირება:

ხრანტოქსი 26 წლის შემდეგ შემთხვევით აღმოჩნდება მშობლიურ ქალაქში. მებარგულთან საუბრის გამოისობით მას მოგონებები მოეძალება, სასაფლაოს მიაშურებს და საბოლოოდ ყოფილ შეყვარებულსაც დაელაპარაკება ტელეფონით, მაგრამ ხრანტოქსი უკვე „აღარაა ცოცხლებს შორის“, რადგან მაშინ, 26 წლის წინ, ვერ შეძლო პასუხისმგებლობის აღება. პასუხისმგებლობა, გათიშულობა და, როგორც ყოველთვის, ომი, თუმცა ომი, რომელიც უშუალოდ არ ფიგურირებს ნაწარმოებში - ესაა მთავარი თემები ამ ბრწყინვალე პიესისა.

ცნობილია, რომ კარლ გუსტავ იუნგს ადამიანის აქტივობის სხვადასხვა სფეროებზე ჰქონდა ჩამოყალიბებული ფსიქოლოგის ორიგინალური შეხედულება. წინამდებარე თხზულება იუნგის მიერ შემოქმედისა და მისი ქმნილების ფსიქოლოგიურ საფუძვლებს იკვლევს. მკითხველი შემოქმედების პროცესის სიღრმეებში ავტორთან ერთად ეშვება და მრავალ საინტერესო აღმოჩენას აკეთებს.

„ტოროლა“ ჟანა დ’არკის სამსჯავროს გარშემოა აგებული, სადაც იგი საბოლოო განაჩენს ელის, რაც, ისტორიულად კოცონზე დაწვით უნდა დასრულდეს, მაგრამ ანუის ხელის ჯადოსნური მოძრაობით კოცონზე დაწვა გადადებულია და ჟანა შარლის მეფედ კურთხევას ესწრება ტრიუმფალურად. ღრმად პატრიოტული პიესა პირველად თეატრ მონპარნასში დაიდგა 1953 წლის 16 ოქტომბერს.

ტოროლა
2.00ლარი

ტოროლა

ჟან ანუი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

მკითხველთა მცირე ნაწილი თუ იცნობს ჰაინრიხ ბიოლის დრამატურგიას, კერძოდ რადიოპიესებს, რომელთა ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუშია "საუბარი მიკროფონით", სადაც ავტორი მარტოობის, კომუნიკაციის სირთულის მისთვის მტკივნეულ თემას მიმართავს.

ეს ფანტასტიკური მოთხრობა, რომელშიც პროფესორი პრეობრაჟენსკი ძაღლს ადამიანის ორგანოებს გადაუნერგავს, ერთის მხრივ, ფილოსოფიური წაკითხვის საფუძველს ქმნის (ადამიანს არ ძალუძს ხელოვნურად ადამიანის შექმნა ან სიმახინჯეს ქმნის), მეორეს მხრივ კი მწვავე პოლიტიკურ სატირას წარმოადგენს, მოწოდებულს ბულგაკოვისეული ორიგინალური და უბადლო იუმორით. „ძაღლის გული“ შექმნილია 1925 წელს, თუმცა საბჭოთა ცენზურის გამოისობით 1987 წლამდე სრული სახით არ გამოქვეყნებულა.

ძაღლის გული
2.55ლარი

ძაღლის გული

მიხეილ ბულგაკოვი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ახალგაზრდა ლეიტენანტი ანტონ ჰოფმილერი მდიდარ ლაიოშ კეკეშფალვას ციხე-სიმაგრეშია მიწვეული, სადაც მის პარალიზებულ ქალიშვილს, ედითს, გაიცნობს. ლეიტენანტი თანაგრძნობით იმსჭვალება ედითის მიმართ, ამ უკანასკნელს კი ჰოფმილერი შეუყვარდება. შემდეგ განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს წრფელმა, თუმცა უპასუხისმგებლო თანაგრძნობის განცდამ. ეს გახლვათ ცვაიგის ყველაზე სქელტანიანი ნაწარმოები, რომელიც 1936 წელს გამოქვეყნდა.

1943 წელს, მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას შექმნილი პიესა „ბუზები“ ფილოსოფიურ და პოლიტიკურ თემებს ეხმიანება. ორესტეს მიერ დედის, კლიტემნესტრას, მოკვდინების ძველებრძნული მითის საფუძველზე აგებული პიესა ადამიანის პასუხისმგებლობის, თავისუფლების, დანაშაულისა და მონანიების თემებს ეხება. მასში ასევე შესაძლოა ვიშის ხელისუფლების სახეც დავინახოთ. აქედანვეა სარტრის ცნობილი ფრაზა: „ადამიანური ცხოვრება სასოწარკვეთილების მიღმა იწყება“.

ბუზები
3.44ლარი

ბუზები

ჟან-პოლ სარტრი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წარმოსახულ სოფელ ვალვერდე დე ლუსერნას კათოლიკე მღვდელს, ყველა რომ პატივს სცემს და აღმერთებს, დონ მანუელს, უკვდავების რწმენა დაუკარგავს, მაგრამ დუმს, ვერაფერს ეუბნება ეჭვების შესახებ მრევლს, თვლის რა, რომ ამის აღიარება მათთვის აუცილებელი დასაყრდენის გამოცლა იქნებოდა. „რიმანი“, როგორც თავად უნამუნო უწოდებდა ამ ჟანრის ნაწარმოებს, 1930 წელს გამოქვეყნდა და მყისვე რომის კათოლიკური ეკლესიის „აკრძალულ წიგნთა ნუსხაში“ აღმოჩნდა.

„ესთეტიკოსის აფორიზმები“ მესამე ნაწილია კირკეგორის 1843 წელს გამოქვეყნებული ფილოსოფიური ნაშრომისა „ან-ან“ (Aut-Aut), რომელშიც ცხოვრების ესთეტიკურ და ეთიკურ წესს, ცხოვრებით ტკბობასა, რაც მხოლოდ ტრამპლინის როლს უნდა ასრულებდეს, და მოვალეობის შეგნებას შორის არჩევანს ეხება.

ლევ შესტოვი დანიელი ეგზისტენციალისტის ფილოსოფიას აანალიზებს, აანალიზებს მასში რელიგიური საფუძვლების ძიების მიზნით, და ჰეგელიდან იობისა და აბრაამისკენ დაძრული ფილოსოფოსის ნააზრევში წმინდა, ტრადიციულისგან განსხვავებულ, რელიგიურ საწყისებს პოულობს.

თუკი ვინმეს შესახებ შეიძლება ითქვას, მუცლით მეზღაპრეაო, ეს პირველ რიგში ალბათ გერმანელი ბარონი მიუნჰაუზენია, ვის ყოვლად დაუჯერებელ თავგადასავლებს მოგვითხრობს რუდოლფ ერიხ რასპე საქვეყნოდ ცნობილ წიგნში.

ფრენსის მაკომბერი მეუღლე მარგარიტთან ერთად აფრიკაში საფარიზე იმყოფება. მათ პროფესიონალი მონადირე უილსონი ეხმარება. ლომზე ნადირობისას ფრენსისი სიმხდალეს გამოიჩენს და „კურდღელივით გამოიქცევა“. სირცხვილის მოწმენდას იგი მეორე დღეს, კამეჩებზე ნადირობისას ცდილობს. მოვლენები მოულოდნელად და საინტერესოდ ვითარდება. ერთი კონკრეტული ნადირობის მეშვეობით ჰემინგუეი ღრმა ფილოსოფიურ შეხედულებას გადმოგვცემს ცხოვრებისა და მასში ბედნიერბის წვდომის შესახებ. ესაა ავტორის ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობა. გამოქვეყნებულია 1936 წელს ჟურნალში „კოსმოპოლიტენ“.

წარმოდგენილ კრებულში გაიზიარებთ სარტრის თავსდატეხილ რისხვას ფრანსუა მორიაკს, დოს პასოსის განდიდებასა და მალარმეს შეფასებას - სარტრისათვის ჩვეული პრინციპულობითა და საკუთარი პოზიციის ურყევობის განცდით. სხვადასხვა წლებში დაწერილ ესსეთა კრებულს პირველად ვთავაზობთ ქართველ მკითხველს.

სამი ესსეი
2.00ლარი

სამი ესსეი

ჟან-პოლ სარტრი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

აუგუსტო პერესი რომანის მთავარი მოქმედი პირია, უნამუნო კი მისი შემქმნელი, მაგრამ იქნებ თავად ავტორიც ვიღაცის პროდუქტია, შესაძლოა თუნდაც იმავე პერსონაჟისა? სვამს კითხვას უნამუნო. ვინ უფრო რეალურია, ავტორი თუ პერსონაჟი, დონ კიხოტე და სანჩო, თუ სერვანტესი, სად გადის ზღვარი რეალურსა და ილუზორულს შორის? ამ და სხვა მარადიულ თემებს ეხება მიგელ დე უნამუნოს, როგორც თავად ის უწოდებს, რიმანი (და არა რომანი) "ბურუსი", რომელიც უდაოდ დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. გამოქვეყნდა 1915 წელს.

ბურუსი
2.88ლარი

ბურუსი

მიგელ დე უნამუნო

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ამ რომანის თემები და პერსონაჟები ზახერ-მაზოხის პირადი ცხოვრებიდანაა აღებული. ქალის დომინირებისა და სადომაზოხიზმის იდეები, ისევე, როგორც ვანდა ფონ დუნაევას პერსონაჟი, რაც შოკისმომგვრელი იყო იმდროინდელი საზოგადოებისთვის, ნაწარმოების პოპულარობის საფუძვლად იქცა. რომანი 1870 წელს გამოქვეყნდა. ქართულად პირველად ქვეყნდება.

ვენერა ქურქში
3.44ლარი

ვენერა ქურქში

ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

პიესის სამი პერსონაჟი საიდუმლო ოთახში ხვდება, ოთახი ჯოჯოხეთს წარმოადგენს. სამნი ერთმანეთს საკუთარ ცოდვებს უზიარებენ, ასე ფიქრობენ ჯოჯოხეთისთვის თავის დაღწევას, მაგრამ აღმოაჩენენ, რომ ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი, ერთმანეთის ჯალათები არიან. ეს პიესაა წყარო სარტრის ცნობილი, ხშირად მცდარად ინტერპრეტირებული გამონათქვამისა: „ჯოჯოხეთი ეს სხვებია“. პიესა დაწერილია 1944 წელს, პრემიერა იმავე წელს შედგა თეატრში „ვიუ-კოლომბიერ“.

ცხრაკლიტული
2.00ლარი

ცხრაკლიტული

ჟან-პოლ სარტრი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star