iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

ესე იტყოდა ზარატუსტრა

ფრიდრიხ ნიცშე

"ესე იტყოდა ზარატუსტრა" ანუ "წიგნი ყველასა და არავისთვის", ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიურ-პოეტური ტრაქტატია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იპოვოს ადამიანმა საკუთარი ადგილი ცხოვრებაში, ბუნებასა და საზოგადოებაში. გერმანელი მოაზროვნის ოთხნაწილიანი ფილოსოფიური თხზულება შექმნილია 1883-85 წწ. უნიკალურ და ექსპერიმენტულ, "დითირამბულ" სტილში შეთხზული ნაწარმოები ეხება ისეთ მძაფრ ფილოსოფიურ და მორალურ თემებს, როგორიცაა "ერთი და იგივეს მარადი დაბრუნება", "ღმერთის სიკვდილი" და "ზეკაცის მოსვლა".

4.77ლარი

სიკეთესა და ბოროტებას მიღმა

ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ნიცშეს ცნობილ ნაშრომში "სიკეთესა და ბოროტებას მიღმა" განვითარებულია იდეები მისი წინამორბედი წიგნისა "ესე იტყოდა ზარატუსტრა, და კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა სტანდარტებისათვის, რომლებსაც მორალთან დაკავშირებით იცავდნენ ფილოსოფოსები. წიგნი პირველად 1886 წელს გამოქვეყნდა.

4.33ლარი

ანტიქრისტე

ფრიდრიხ ნიცშე

ნიცშეს ბოლო წლების ნაშრომი შექმნილია მას შემდეგ, რაც უკვე დაიწერა "ესე იტყოდა ზარატუსტრა" და მცირე ხნით ადრე ფსიქიურ კოლაფსამდე, რომელმაც იგი სრულიად უუნაროდ აქცია. ნაშრომი წარმოადგენს, როგორც შეუკავებელ თავდასხმას ქრისტიანობაზე, ისე მომდევნო განვითარებას ნიცშეს ძალაუფლებისთვის ნების ფილოსოფიისა. ცდილობს რა გადასინჯოს დასავლური ფასეულობები, რასაც იუდეურ-ქრისტიანულ ტრადიციათა გავლენის განადგურებით გულისხმობს, "ანტიქრისტე" ფრიად წინააღმდეგობრივ წიგნს, მეორეს მხრივ კი სტიმულის საფუძველს წარმოადგენს ფილოსოფოსთა მომდევნო თაობებისთვის.

3.77ლარი

ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით

ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ნიცშეს საპროგრამო ტექსტი, რომელში ჩამოყალიბებული იდეები მის მთელ შემოქმედებას თანამდევ ზოლად გასდევს. შექმნილი 1873 წელს.

0.99ლარი

ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან

ფრიდრიხ ნიცშე

ამ ნაშრომის ყმაწვილკაცური ნაკლოვანებები თავად ავტორმა ამხილა "თვითკრიტიკის მცდელობაში", რომელიც 1886 წლის გამოცემას დაერთო თან. მაგრამ თავად წიგნი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეფასებას წარმოადგენს ტრაგედიისა, რაც კი ოდესმე შექმნილა. მან გამოუთხარა ძირი ბერძნული კულტურის კონცეფციას, გაბატონებულს ვიქტორიანულ ეპოქაში და გააანალიზა თემები, რომლებიც მეოცე საუკუნეში განავითარეს ნიცშეს მომდევნო მოაზროვნეებმა.

3.88ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

„მთარგმნელის საცოლე“ 2015 წელს გამოქვეყნდა, ხოლო 2019 წელს თავად ავტორმა თარგმნა ინგლისურ ენაზე, თან - რამდენადმე სახეცვლილი. წიგნი მოგვითხრობს მთარგმნელის ერთ სევდიან დღეზე, რომელიც საცოლემ მიატოვა და გემით შორეულ ქვეყანაში გაემგზავრა. თუ იგი წიგნის თარგმნის უფლებას მოიპოვებს და პატარა ყვითელ სახლს შეიძენს, იქნებ საცოლე უკან დაიბრუნოს... ეს აკვიატებული აზრი უტრიალებს მთარგმნელს გონებაში, როდესაც უსახელო ქალაქში დახეტიალობს და ცდილობს იპოვოს გზა საცოლისა და ცხოვრების უკან დასაბრუნებლად. გამომცემლები კუთვნილ ჯამაგირს დროულად არ უხდიან, როდესაც მისი დღეები დონა ლუკრეციას სახლის ნაქირავებ ცივ ოთახში ლიტერატურისა და საქმიანი ქაღალდების თარგმანში მიედინება, ცუდად იკვებება და სანთლის შუქზე მუშაობს. ფსიქოზური იდეებით შეპყრობილი მთარგმნელისთვის ყველაფერი აუტანელი ხდება, რადგან ელენა მის გვერდით აღარ არის. „მთარგმნელის საცოლე“ - ეს არის ერთი დღე ერთი მთარგმნელისა, რომლის ტკივილს უთუოდ გაიზიარებთ განურჩევლად იმისა, მთარგმნელი ხართ თუ არა.

ოშოს "ზარატუსტრა:გზა აღმასვლისაკენ" - საუბრები ფრიდრიხ ნიცშეს წიგნზე „ასე იტყოდა ზარატუსტრა“. ეს არის წიგნი, რომელსაც ადამიანების მხოლოდ ერთი პროცენტი გაიგებს, მხოლოდ ის ვინც უზომოდ გონიერი და ჭკვიანია. მხოლოდ მათ შეუძლიათ ამ წიგნის გაგება, ისევე, როგორც ნიცშეს „ასე იტყოდა ზარატუსტრა“ ვერ გაიგო ადამიანთა უმრავლესობამ. ვფიქრობ, რომ ზუსტად ასე ვერ ჩასწვდება ამ წიგნსაც ბევრი, თუმცა რომ გაიგოს და გაიაზროს ამ წიგნის შინაარსი, რთული და გაცნობიერებული გზა უნდა გამოიაროს. და რაც მთავარია: ძალიან ნაკითხი უნდა იყოს.

ამ წიგნში წარმოდგენილი კრისტიან კრუსატის ექვსი მოთხრობა მკითხველს ამოგზაურებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, დაწყებული ხმელთაშუაზღვის სანაპიროს მშრალი პეიზაჟებიდან, დამთავრებული გენიალური სერბი მწერლის, მილორად პავიჩის წიგნის გვერდებით. წერის განსაკუთრებული სტილის წყალობით მწერალი თავის პერსონაჟებს მიუძღვება შიშის, ეჭვებისა და სურვილების უფსკრულებისკენ, რომლებიც ჩვენს თანამედროვე ყოფას ქმნიან. 2013 წელს წიგნმა ევროკავშირის ლიტერატურული პრიზი მიიღო.

ბავშვთა პროსტიტუციის საკითხი, რომელიც თანამედროვე მონათმფლობელობის უმძიმეს ფორმას წარმოადგენს, დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი ჭირია. „გოგონა და მესიზმრე კაცი“ მოურიდებლად, უშიშრად გვიყვება ამ პრობლემის არაერთ ასპექტზე და, მწერლის არაჩვე­ულებრივი ლიტერატურული ოსტატობის წყალობით, რომანს დიდი ლიტერატურის მრავალშრიან, წინააღმდეგობრივი შუქ-ჩრდილებით სავსე, დაუვიწყარ ნიმუშად გადააქცევს. თარგმანი მთელ ამ ნიუანსებს ადეკვა­ტურად ასახავს და წიგნი ქართველი მკითხველისთვისაც ორიგინალის სადარი შთაბეჭდილებით იკითხება.

მიყრუებული სოფელი ხეების ჩრდილში... დეიდა, რომელიც წარსულზე არ საუბრობს და სახლი, სადაც ყველაფერი უცხო და უინტერესოა თავის თავში ჩაკეტილი, მარტოსული ობლისთვის - ეს ის სამყაროა, რომელშიც მაია მოულოდნელად აღმოჩნდება... როგორც კი წამოიზრდება, მაია ტოვებს სოფელს და შორეულ ქალაქში გადადის საცხოვრებლად. ერთ დღეს კი პატარა შვილთან ერთად დედის სამშობლოში მიემგზავრება, რათა დაკარგული ფესვები მოძებნოს... „ოდესღაც რბილ ბალახზე დავრბოდი თურმე“ ახალგაზრდა ავსტრიელი მწერლის, კაროლინა შუთის მეორე რომანია, რომელმაც 2015 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრიზი მიიღო.

The Art of Assimilation for Education is written by and for international students seeking guidance through the U.S. educational system at a collegiate level. The author, Mr. Joseph Kalandarishvili, shares his personal knowledge and success story with you as he contributes important insights into the process and procedure for navigating the educational system specifically for international students coming into the U.S. From necessary federal forms to advice on how to assimilate into the U.S. culturally, Mr. Joseph Kalandarishvili provides clear and concise guidance for you with his unique commentary, perspective, and opinion.

ამ ნაშრომის მკითხველი გაეცნობა სოციალური გავლენის მნიშვნელობას და ფსიქოლოგიური გავლენის სფეროებს; შეიტყობს თუ რატომ არის ადამიანი მგრძნობიარე გავლენისადმი; რა კანონზომიერებით ხორციელდება გავლენა, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე ოჯახის, კომუნიკაციის, ტრადიციის, ფოლკლორის, მასმედიის ზემოქმედებას; თუ როგორ დაიცვა თავი სხვისი ნეგატიური ზეგავლენისგან და რა ფაქტორები განაპირობებენ პოზიტიურ გავლენას; თუ რა მნიშვნელობა აქვს პოზიტიურ აზროვნებას, ემოციური ინტელექტის განვითარებას, ცხოვრების საზრისის არსებობას და რწმენას ადამიანის ცხოვრებაში.

 

გავლენის ფსიქოლოგია
6.00ლარი

გავლენის ფსიქოლოგია

ლია მეტრეველი, ირმა ხურცია-ანდრიაძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წიგნის გმირი 30 წლის ასაკში ლონდონური ხმაურიანი საღამოებისა და ალკოჰოლიზმის საწინააღმდეგო სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდეგ შინ — ორკნის კუნძულებზე ბრუნდება. იგი ცდილობს თავი დააღწიოს სასმელზე დამოკიდებულების მავნე ჩვეულებას და ჯანსაღ ცხოვრებას დაუბრუნდეს. თუმცა წარსულის დავიწყება იოლი არ არის — ზღვის ტალღების ხმა, კუნძულის კლდოვან ნაპირებს რომ ეხეთქება, მას ისევ ლონდონში აბრუნებს და გადატვირთული ქუჩების ხმაურს აგონებს, ზღვაზე არეკლილი მზის სხივები კი — ღამის კლუბების ნეონებს... მისი ორი სამყარო ერთმანეთზეა გადახლართული. ახალგაზრდა ქალი ცდილობს გაერკვეს, ეს ცხოვრების ორი უკიდურესობაა თუ რეალობასთან ურთიერთობის განსხვავებული გზები...

„სიმართლე და ჩემი ექსპერიმენტების ამბავი“ განდის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე მოგვითხრობს. ოღონდ ეს წიგნი მხოლოდ იმას როდი ასახავს, თუ სად დადიოდა, ვის ხვდებოდა და რას სჩადიოდა განდი. მასში ასევე ასახულია განდის სისუსტეები და დაშვებული შეცდომები.

წიგნი ეხება საქართველოს ისტორიის საინტერესო სფეროს, როგორიცაა პოლიტიკური შეუღლებები. მეფეთა, დედოფალთა და ა.შ. წიგნში იხილავთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნების მეფეთა და დიდგვაროვანთა შეუღლებებით სრულდებოდა.

 

წიგნში გაკრიტიკებულია მეცნიერ რიჩარდ დოკინსის მოსაზრებები ფილოსოფოს თომა აქვინელის 5 გზის შესახებ.

თავის მთავარ ნაშრომში ირლანდიელი ფილოსოფოსი იმატერიალიზმის შეხედულებას აყალიბებს, რომლის თანახმად არაფერი მატერიალური არსებობს, სანამ რაიმეს ან ვინმეს მიერ არ აღიქმება. განსხვავებით სოლიფსიზმისგან, რომლის შესაბამისად მხოლოდ "მე" არსებობს, ბერკლის შეხედულება იმაში მდგომარეობს, რომ მატერიალური საგნები - იდეებია, რომლებიც ცალკეული ცნობიერი გონების მიერ არის ფორმირებული.

This book is prohibited from distribution in the author's homeland in Azerbaijan. – The writer was sentenced to ten years of imprisonment for this novel, and his books were confiscated. – This book was written before Bob Woodword’s book about Donald Tramp. – After being released from the prison the writer was driven out of his country, at present he lives at Refugee Camp in Belgium. – The international organizations on human rights recognized the writer as political prisoner and his name was included to their report. 

 

ეს არის XX საუკუნის ოკულტისტის უკანასკნელი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც განსხვავდება წინამორბედებისგან და, უპირველეს ყოვლისა, მოწაფეთა ვიწრო წრისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოს წარმოადგენს, რომელიც მკითხველისთვის გურჯიევის ფსიქოლოგიურ სამყაროს ჰფენს შუქს.

წინამდებარე გერმანულ-ქართული სამედიცინო მცირე ლექსიკონი შეიცავს დაახლოებით 6100 სიტყვას. ლექსიკონი გამოადგება სამედიცინო სფეროში მომუშავე სპეციალისტებს, სამედიცინო დარგის სტუდენტებსა და ასპირანტებს, ასევე შესაბამისი ლიტერატურის მთარგმნელებს.

წინამდებარე წიგნის მიზანს ცნობიერების, სიცოცხლის და მათი ურთიერთმიმართების კვლევა წარმოადგენს ფილოსოფიისა და მეცნიერების ჭრილში. ტექსტი მოხსენების სახით არის წაკითხული 1911 წლის 29 მაისს ბირმინგემის უნვიერსიტეტში ჰაქსლისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე.