iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

კლასიკა

სორტირება:

"ქვათა ღაღადი" ქართულ ენაზე შექმნილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-პუბლიცისტური ნაწარმოებია, რომელიც სომეხ და რუს ფსევდო-მეცნიერთა უსაფუძვლო თავდასხმების არიდების ფონზე ქართველთა წარმოშობის იდეას აყალიბებს.

ქვათა ღაღადი
1.00ლარი

ქვათა ღაღადი

ილია ჭავჭავაძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"მოგონებანი" 1936 წელს დაიწერა და მასში ასახულია მეცხრამეტე საუკუნის 70-90-იან წლებში მომხდარი მნიშვნელოვანი ისტორიულ-სოციალური და კულტურულ-ლიტერატურული მოვლენები.

მოგონებანი
1.44ლარი

მოგონებანი

იაკობ მანსვეტაშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ემიგრანტი ქართველი მწერლის ნოსტალგიური რომანი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხატვრული ნაწარმოებია მე-20 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში. დაბრუნების იდეა, რასაც მწერალი პოლიტიკური ემიგრაციის შემდეგ მწვავედ განიცდიდა, სწორედ "გველის პერანგში" ხორციელდება ვირტუალურად. უაღრესად მაღალი ოსტატობით შესრულებული თხზულება არც ერთ ქართველ მკითხველს არ დატოვებს გულგრილს.

გველის პერანგი
1.77ლარი

გველის პერანგი

გრიგოლ რობაქიძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

დიდი ბრიტანელი ფილოსოფოსი წინამდებარე ესსეთი ხსნის "ქრისტიანის" ცნებას, ასევე იმას, თუ რატომ არ სწამს ღმერთი და უკვდავება, აკრიტიკებს ღმერთის არსებობის სხვადასხვა არგუმენტებს და ეჭვქვეშ აყენებს იესოს ისტორიულ არსებობას. ქართულ ენაზე ქვეყნდება პირველად.

კრებულში შესულია ქართველი პოეტისა და პუბლიცისტის, ტერენტი გრანელის ლიტერატურული წერილები, ნარკვევები და ამონარიდები პირადი დღიურიდან. ავტორი საინტერესოდ აფასებს მისი თანამედროვეების ვალერიან გაფრინდაშვილისა გალაკტიონის პოეზიას, ხშირად ახსენებს მეგობრებსა და ტრაფობის ობიექტებს. ამ ჩანახატებით კიდევ ერთელ ვრწმუნდებით ტერენტი გრანელის ნატიფ, თავმდაბალ, ბავშვურ და ჭეშმარიტად პოეტურ სულიერ სამყაროში.

წერილები
0.99ლარი

წერილები

ტერენტი გრანელი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"ივან ილიჩის სიკვდილი" 1882-86 წლებში იქმნებოდა. ნაწარმოებში მოთხრობილია სასამართლო მოხელის ტანჯვით აღსავსე სიკვდილის შესახებ. მოთხრობა საყოველთაოდ არის აღიარებული, როგორც მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრი და ლევ ტოლსტოის უდიდესი ნაწარმოები მცირე პროზის ჟანრში.

გერმანელი ფილოსოფოსის ოთხნაწილიანი ფილოსოფიური ნოველა შექმნილია 1883-85 წწ.. უნიკალურ და ექსპერიმენტულ, "დითირამბულ" სტილში შექმნილი ნაწარმოები ეხება ისეთ მძაფრ ფილოსოფიურ და მორალურ თემებს, როგორიცაა "ერთი და იგივეს მარადი დაბრუნება", "ღმერთის სიკვდილი" და "ზეკაცის მოსვლა".

Also Sprach Zarathustra
0.99ლარი

Also Sprach Zarathustra

ფრიდრიხ ნიცშე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"დაკვირვებანი დანიელის წინასწარმეტყველებებზე" პირველი ნაწილია წიგნისა, რომელშიც ისააკ ნიუტონი ცდილობს გაერკვეს ქრისტიანული რელიგიის საწყისებში და ახსნა უპოვოს, ერთის მხრივ, იესოს მოვლენასა და მისგან გამომდინარე დამდგარ და სამომავლო შედეგებს, ხოლო, მეორეს მხრივ, გააანალიზოს ეკლესიის განვითარების გზა. თარგმანი ქართულ ენაზე სრულდება პირველად.

ალესანდრე ყაზბეგის უკანსკნელი მნიშვნელვანი ნაწარმოებიც, ჩვულებისამებრ, მთის ცხოვრებას აღწერს ლეგენდების, თქმულებებისა და ნამდვილი ამბების გამოყენებით. "მოძღვარი" პირველად დაიბეჭდა ჟურნალში "ივერია" 1885 წელს.

მოძღვარი
0.99ლარი

მოძღვარი

ალექსანდრე ყაზბეგი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

მე–20 საუკუნის დიდ ქართველ პოეტთა შორის ალბათ ტერენტი გრანელის შესახებ ყველაზე ცოტაა ნათქვამი და მისი შემოქმედებაც მწირად არის წარმოდგენილი. წინამდებარე კრებული პიტველი მცდელობაა მისი პოეზიის სრულად წარმოდგენისა ელექტრონულ ფორმატში. კრებულის მეორე ტომში შესულია პოეტის სამასამდე ლექსი.

პოეზია (ტომი მეორე)
1.99ლარი

პოეზია (ტომი მეორე)

ტერენტი გრანელი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

არავის აღუწერია ბატონყმობის შემდგომი იმერეთის ყოფა ისეთი სევდანარევი იუმორით, უტყუარობითა და სისადავით, როგორც ეს დავით კლდიაშვილმა შეძლო. ქართული ლიტერატურის კლასიკოსის წინამდებარე კრებულში შესულია ყველასათვის საყვარელი მოთხრობები: "სოლომან მორბელაძე", "ბაკულას ღორები", "როსტომ მანველიძე" და სხვა.

მოთხრობები
1.66ლარი

მოთხრობები

დავით კლდიაშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ გურიის სოფლებში შექმნილი სოციალური ვითარება და მასთან დაკავშირებული სირთულეებია ასახული მწერლის შემოქმედებაში, რომელიც მხოლოდ 7 წლის განმავლობაში შეიქმნა.

მოთხრობები
0.99ლარი

მოთხრობები

ეგნატე ნინოშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ჭოლა ლომთათიძის პროზაში ოსტატურად ერწყმის ერთმანეთს ერთი შეხედვით ისეთი შორს მდგომი თემები, როგორიცაა სიყვარული და რევოლუცია, გულგატეხილობა და იმედი. მოთხრობათა უმეტესობა ციხის საკანშია შექმნილი.

მოთხრობები
0.99ლარი

მოთხრობები

ჭოლა ლომთათიძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ბატონყმობის შემდგომი საქართველოს ცხოვრება ხევში, მეგობრობა, ერთგულება, ქალის პატივისცემა, პატრიოტიზმი, მთის ტრადიციები. ეს ყველაფერი აისახა ალ. ყაზბეგის მოთხრობაში "ელგუჯა".

ელგუჯა
0.99ლარი

ელგუჯა

ალექსანდრე ყაზბეგი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ცნობილი ფილოსოფოსის, გრიგოლ ნოსელის პატრისტიკული ნაწარმოები მამის, ძისა და სულიწმიდის ერთსახეობის შესახებ

"მიმქრალი შარავანდედი", როგორც უმრავლესობა ვასილ ბარნოვის რომანებისა, ისტორიულ ფაქტებსა და პერსონაჟებს ეფუძნება. წინამდებარე ნაწარმოებში კახეთის მეფე ლევანისა და დედოფალ თინათინის XVI საუკუნეში განვითარებული ურთიერთობის ისტორია, ერთის მხრივ, ვალდებულებებსა და დოგმებს, მეორეს მხრივ კი ადამიანურ ვნებებს შორის განხეთქილების ფონზე მიმდინარეობს.