iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

კლასიკა

სორტირება:

წინამდებარე წიგნი, ასევე ცნობილი შემოკლებული სახელწოდებით "ხალხთა სიმდიდრე", წარმოადგენს პირველ მცდელობას ხალხთა სიმდიდრის წყაროების და მიზეზების აღწერისა და დღესდღეობით კლასიკური ეკონომიკის ფუნდამენტურ ნაშრომად არის აღიარებული.

"ფედონი" - პლატონის დიალექტიკური აზროვნებისა და მხატვრული ოსტატობის ბრწყინვალე ნიმუშია, რომელიც უპირველესად სულის უკვდავების მტკიცების (თუმცა არასაკმარისი) გამოისობით იპყრობს ჩვენს ყურადღებას, თუმცა მასში ასევე განხილულია იდეათა თეორია, დაპირისპირებულთა თეორია და სხვ.

მკითხველთა მცირე ნაწილმა თუ იცის, რომ ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის თავაგდასავლებთან ერთად მარქ ტვენი გახლავთ ავტორი მრავალი ნაწარმოებისა, რომლებიც რელიგიურ თემებს ეხება. მათ შორისაა "წერილები დედამიწიდან" - სარკასტულ სტილში შექმნილი თხზულება, რომელშიც ავტორი აბუჩად იგდებს ქრისტიანობას და ქრისტიანულ მორალს, როგორც თეოლოგიური, ისე ცხოვრებისეული პოზიციებიდან. ნაწარმოების შინაარსიდან გამომდინარე, მისი გამოქვეყნება მწერლის სამშობლოში პირველად 1962 წელს მოხერხდა. ამჯერად გთავაზობთ ამ წიგნის ინგლისურ ვერსიას.

Letters from the Earth
0.99ლარი

Letters from the Earth

მარქ ტვენი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"ქრისტიანობა არაა დამნაშავე იმაში, რომ ადამიანებმა ამ სოფლად მისი ტრიუმფით გამოწვეულ სიხარულს ვერ გაუძლეს და ეს ზეიმი ქრისტიანობის სახის დამახინჯებად აქციეს" - ეს გახლავთ მთავარი აზრი ამ ესსეისა, რომლითაც დიდი რელიგიური ფილოსოფოსი ცდილობს ქრისტიანობა იხსნას, თუნდაც ქრისტიანთა ისტორიული უმსგავსობის მხილების გზით. 

დიმიტრი უზნაძის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაშრომი, რომელშიც ავტორი მისთვის დამახასიათებელი საფუძვლიანობით იკვლევს ადამიანის ქცევის ფორმებს და საკუთარ ავტორიტეტულ შეხედულებას აყალიბებს.

ალტერნატული შეხედულება იესოს, როგორც ადამიანისა და არა ღმერთის ცხოვრებაზე, რასაც საფუძვლად უმეტესწილად იოანეს სახარება უდევს, იესოსი, რომელმაც უარყო იუდაიზმი და ქრისტიანობა მიიღო - ეს გახლავთ მთავარი ვექტორი რენანის "იესოს ცხოვრებისა" (1863), რომელიც აგერ უკვე 150 წელიწადია არ კარგავს პოპულარობას.

იესოს ცხოვრება
2.88ლარი

იესოს ცხოვრება

ერნესტ რენანი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"დაბლინელები" - ეს არის მოთხრობათა ციკლი, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ პროვინციულ ქალაქ დაბლინის ცხოვრებას ასახავს, რომელშიც თითქოს რაღაც ხდება, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს ყოველივე უმნიშვნელოა, არანაირი გავლენა არ აქვს ადამიანებზე და თითქოს არც ხდება.

XX საუკუნის დიდი რუსი ფილოსოფოსი წინამდებარე ესსეიში ცდილობს ახლებურად შეაფასოს დოსტოევსკის შემოქმედების მხატვრული ღირებულება ადამიანთან მიმართებით მისი დამოკიდებულების წარმოჩენით. ფრიად საინტერესო საკითხავია.

ერიხ ფრომის ესსეი ცდილობს სიღრმისეულად ახსნას ორუელის საყოველთაოდ ცნობილი რომანი და არა მხოლოდ ერთი კონკრეტული სოციალურ-პოლიტიკური რეალობის ჭრილში განიხილოს იგი, როგორც ეს დღემდეა მიღებული მრავალი კრიტიკოსის მიერ.

"განწყობის ფსიქოლოგია"-ში დიმიტრი უზნაძე განწყობის პრობლემას, ადამიანზე მის ზემოქმედებას, განწყობის ფაქტორებს და მის სხვადასხვა ფორმებს იკვლევს. წარმოადგენს ქართველი ფსიქოლოგის ერთ-ერთ უმთავრეს ნაშრომს, რომელიც მრავალ ენაზეა ნათარგმნი.

"ღმერთებს სწყურიათ" გახლავთ ანატოლ ფრანსის მიერ 1912 წელს შექმნილი რომანი, რომელშიც საფრანგეთის რევოლუციის მე-2 და მე-3 წლების ტერორის მეფობაა აღწერილი რიგითი მხატვრისა და შემდეგში მსაჯულის, ევარისტ გამლენის ტრანსფორმაციის ფონზე.

წინამდებარე ესსეიში ჩამოყალიბებულია კანტის შეხედულება განმანათლებლობაზე, რაც მისივე სიტყვებით შეკუმშული სახით შესაძლოა ასე განიმარტოს: "განმანათლებლობა – ესაა ადამიანის გამოსვლა უმწიფრობიდან."

იონესკოს ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი პიესა, რომელიც აბსურდის სტილში წარმოგვიდგენს ჭკუიდან გადასული პროფესორისა და მისი სტუდენტის ხანმოკლე გაკვეთილს. დაწერილია 1950 წელს.

გაკვეთილი
1.55ლარი

გაკვეთილი

ეჟენ იონესკო

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალის უკანასკნელ, მე-9 ნომერში შესულია გალაკტიონის, იოანე ყიფიანის, ნაზისის ლექსები, ასევე კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები. გამოქვეყნდა 1923 წლის 12 აგვისტოს.

დიმიტრი ბაქრაძის ისტორიული ექსკურსი ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძვლებისკენ დაწყებული პირველი მეფის, ფარნავაზის გამეფებით, მითრიდატე დიდის სიკვდილამდე.

"ბიბლიის აბსურდულობანი" ქლარენს დაროუს მცირე ესსეია, რომელშიც იგი დამახასიათებელ ექსპრესიულ სტილში გვთავაზობს ბიბლიისა და ქრისტიანობის პოსტულატების კრიტიკას.