iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

კლასიკა

სორტირება:

გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალის უკანასკნელ, მე-9 ნომერში შესულია გალაკტიონის, იოანე ყიფიანის, ნაზისის ლექსები, ასევე კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები. გამოქვეყნდა 1923 წლის 12 აგვისტოს.

დიმიტრი ბაქრაძის ისტორიული ექსკურსი ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძვლებისკენ დაწყებული პირველი მეფის, ფარნავაზის გამეფებით, მითრიდატე დიდის სიკვდილამდე.

"ბიბლიის აბსურდულობანი" ქლარენს დაროუს მცირე ესსეია, რომელშიც იგი დამახასიათებელ ექსპრესიულ სტილში გვთავაზობს ბიბლიისა და ქრისტიანობის პოსტულატების კრიტიკას.

პლატონის ეს დიალოგი უმეტესწილად სამგლოვიარო სიტყვას წარმოადგენს, რომელსაც სოკრატე გადასცემს მენექსენეს და რომელიც მას ასპასიას, პერიკლეს ჰეტერასგან აქვს ნასწავლი.

ეს სქელტანიანი მოთხრობა 1890 წელს გამოქვეყნდა და მყისვე მეფის ხელისუფლების ცენზურას დაექვემდებარა. იგი, ერთის მხრივ, თავშეკავების იდეალს ქადაგებს, მეორეს მხრივ კი ეჭვიანობით გამოწვეულ რისხვას აღწერს. თანამედროვე კრიტიკოსთა შეფასება არაერთგვაროვანი იყო, უკიდურესად უარყოფითიდან უაღრესად პოზიტიურამდე.

"ალტონელი განდეგილები" სარტრის ერთ-ერთი უკანასკნელი პიესაა, რომელიც უშუალოდ ნაციზმს ეხება და აყალიბებს ავტორის შეხედულებებს ისეთ ფილოსოფიურ კატეგორიებზე, როგორიც არის თავისუფლება, უნივერსალური პასუხისმგებლობა, ბედისწერა და სხვა. პირველად დაიდგა 1959 წელს პარიზში.

"თოვლიანი მხარე" იაპონური ლიტერატურის კლასიკად აღიარებული რომანია, რომელიც ბალეტის დილეტანტი ექსპერტისა და პროვინციელი გეიშას სიყვარულის ისტორიას აღწერს.

თოვლიანი მხარე
2.33ლარი

თოვლიანი მხარე

იასუნარი კავაბატა

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

გალაკტიონ ტაბიძის ბოლოსწინა, მერვე ნომერში შესულია გალაკტიონის, გერცელ ბააზოვის, ირაკლი ყანჩელის და სხვათა ლექსები, გოეთეს თარგმანი ვარლამ დონდუასი, ვახრანგ გარრიკის ჩანახატი, წერილები, განცხადებები. გამოვიდა 1923 წლის 4 თებერვალს.

"ნადიმი" ლუკიანე სამოსატელის ერთ-ერთი გამორჩეული დიალოგია, რომელშიც იგი ყველა ფილოსოფიურ მიმდინარეობასა თუ რიტორიკულ სკოლას აკრიტიკებს და, იმავდროულად, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს წამოჭრის, როგორიც არის ადამიანის დანიშნულება და აღზრდა-განათლების მიზანი.

ნადიმი, ანუ ლაპითები
0.99ლარი

ნადიმი, ანუ ლაპითები

ლუკიანე სამოსატელი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"გამოცდილება და განათლება" გახლავთ ჯონ დიუის მცირეტანიანი ნაშრომი, დაწერილი 1938 წელს, რომელშიც ავტორი ყურადღებას პროგრესული განათლების ისეთ ასპექტებზე ამახვილებს, როგორიც არის გამოცდილება, ექსპერიმენტი, მიზანმიმართული სწავლება, თავისუფლება და სხვა კონცეფციები.

"ადამიანის ხმა" - დიალოგ/მონოლოგი დაწერილია 1930 წელს. პიესა წარმოგვიდგენს ერთადერთ პერსონაჟს - ქალს ტელეფონის ყურმილით ხელში, რომელიც ყოფილ შეყვარებულს ესაუბრება. პირველად დაიდგა იმავე წელს კომედი ფრანსეზ სცენაზე.

"იმედგაცრუებული ადამიანის საუბარი თავის სულთან" - ეს არის რწმენადაკარგული კაცის ამბავი, რომელიც საიქიოში ეძებს სასუფეველს. წარმოადგენს ძველი ეგვიპტური ლიტერატურის პირველი გარდამავალი პერიოდის ძეგლს.

ფრიდრიხ ნიცშეს საპროგრამო ტექსტი, რომელში ჩამოყალიბებული იდეები მის მთელ შემოქმედებას თანამდევ ზოლად გასდევს. შექმნილი 1873 წელს.

"დიალოგები" გახლავთ ჯაკომო ლეოპარდის მიერ 1823-28 წლებში შექმნილი ზნეობრივი ხასიათის ნაშრომი, რომელიც ძირითადად სხვადასხვა სუბიექტებს შორის მცირე საუბრებისგან შედგება და ავტორის ფილოსოფიურ მსოფლმხედველობას აყალიბებს.

დიალოგები
3.44ლარი

დიალოგები

ჯაკომო ლეოპარდი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ყველასათვის საყვარელი ბიჭუნას, ტომ სოიერის, თავგადასავალი, რომელიც ამავე სახელწოდების რომანის სახით პირველად 1876 წელს გამოქვეყნდა, არის საბავშვო-სათავგადასავლო ამბავი, რომლის ძირითადი თემა მთავარი გმირის ზნეობრივი, ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური განვითარებაა. ნაწარმოები დღემდე წარმოადგენს ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად წიგნს.

"გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალის" მე-7 ნომერში შესულია გალაკტიონის, გობრონ აგარელის, ირაკლი ყანჩელის და სხვათა ლექსები, გოეთეს "ჰერმან და დოროთეს" თარგმანი ვარლამ დონდუასი, ვახტანგ გარრიკის ეტიუდი, თაგორის თარგმანი, განცხადებები. გამოვიდა 1923 წლის 14 იანვარს.