iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

კლასიკა

სორტირება:

"სიყვარული და სიკვდილი, სიკეთე და ბოროტება, დრო და მარადისობა - აი, ის მთავარი თემები, რომელთა ერთიანობაში ეძებს პოეტი და მოაზროვნე ყოფიერების დიალექტიკურ საზრისს" - ჯემალ აჯიაშვილი.

სონეტები
0.99ლარი

სონეტები

მიქელანჯელო

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

კრებულში შედის ბულგაკოვის სამი მოთხრობა: "მამლიანი პირსახოცი", "მორფი" და "მფრინავი ჰოლანდიელი".

კანტი, აინშტაინი, გოეთე, ბოშები, როსკიპები, კეთროვნები და კიდევ მრავალი სხვა პერსონაჟი შეგხვდებათ ამ სიყვარულისა და ბედისწერის თემებით გამსჭვალულ ფანტასმაგორიულ პიესაში მისტიური სახელწოდებით "მალშტრემ".

მალშტრემ
2.55ლარი

მალშტრემ

გრიგოლ რობაქიძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

კრებულში შესულია დოსტოევსკის ადრეული პერიოდის მოთხრობები, როგორიც არის "თეთრი ღამეები", "ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე", "ბატონი პროხარჩინი", "თვინიერი" და "უგვანო ანეკდოტი".

მოთხრობები (ნაწილი I)
1.00ლარი

მოთხრობები (ნაწილი I)

ფიოდორ დოსტოევსკი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

არჩევანი სულიერ და ფიზიკურ სიყვარულს შორის, ხსნის ძიება ხელოვნებაში, ფემინიზმი - ამ თემებს ეხება ავტორი მის საუკეთესო ქმნილებაში „ლიანა ლორდია“, რამაც საფო მგელაძეს „ლამაზი სიყვარულის ლამაზი მხატვრის“ სახელი მოუხვეჭა. რომანი თითქმის სრულად მეორე პირშია დაწერილი (რაც იმ დროისთვის თამამ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა) და ახალგაზრდა ქალისა და ვაჟის ტრაგიკულ სიყვარულს აღწერს.

ლიანა ლორდია
1.55ლარი

ლიანა ლორდია

საფო მგელაძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

სონეტები - ეს არის ადამიანის შინაგანი სამყაროსადმი ინტერესით გამსჭვალული პოეზია, რასაც თავად ავტორი "მწუხარე გულისათვის შვების მინიჭებად" მიიჩნევდა და რამაც მისი უდიდესი მნიშვნელობა განსაზღვრა იტალიური და მსოფლიო ლიტერატურისთვის.

სონეტები
0.99ლარი

სონეტები

ფრანჩესკო პეტრარკა

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

სგანარელი გახლავთ მოლიერის ერთაქტიანი პიესა, რომელშიც იგი თავად იღებდა მონაწილეობას კარიერის განმავლობაში. ნაწარმოები აგებულია ეჭვიან და დაუფიქრებელ ვარაუდებზე, რომლებიც გაუგებრობისა და უთანხმოების შედეგს წარმოადგენს. წინამდებარე ტექსტი 1871 წელს ქ-ნ ელენე ყიფიანის მიერ შესრულებული თარგმანის გათანამედროვებული ვერსიაა.

გალაკტიონის, საფო მგელაძის, გერცელ ბააზოვის პოეზია, გოეთეს თარგმანი ვარლამ დონდუასი, სტატიები მხატვრობის შესახებ, ესკიზები, ლადო გუდიაშვილის და კ. ზდანევიჩის ნახატები. გამოშვების თარიღი: 07.01.1923.

წინამდებარე კრებულში შესულია ილიას მოსაზრებები საბანკო ბიზნესის მოწყობასა და ბანკის სტრუქტურასთან დაკავშირებით, მისი შეხედულებები სხვადასხვა სახის საბანკო-შემნახველი საზოგადოებების შესახებ, საგლეხო ბანკის საკითხი და ამასთან დაკავშირებული კამათი ისეთ საზოგადო მოღვაწეებთან, როგორებიც იყვნენ ნიკო ნიკოლაძე და აკაკი წერეთელი. ბონუსის სასხით გთავაზობთ ილიას პოლემიკას ნოე ჟორდანიასთან საბანკო და სხვა საზოგადოებრივ საკითხებზე.

გალაკტიონის, ტერენტი გრანელის, გობრონ აგარელის პოეზია, ვ, დონდუას მიერ გოეთს თარგმანის გაგრძელება, წერილები საქართველოს მხატვრობისა და თეატრის შესახებ. გამოშვების თარიღი: 01.01.1923.

მკითხველთა მცირე ნაწილმა თუ იცის, რომ ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის თავგადასავლებთან ერთად მარქ ტვენი გახლავთ ავტორი მრავალი ნაწარმოებისა, რომლებიც რელიგიურ თემებს ეხება. მათ შორისაა "წერილები დედამიწიდან" - სარკასტულ სტილში შექმნილი თხზულება, რომელშიც ავტორი აბუჩად იგდებს ქრისტიანობას და ქრისტიანულ მორალს, როგორც თეოლოგიური, ისე ცხოვრებისეული პოზიციებიდან. ნაწარმოების შინაარსიდან გამომდინარე, მისი გამოქვეყნება მწერლის სამშობლოში პირველად 1962 წელს მოხერხდა.

ლუიჯი პირანდელოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესა, რომელიც აბსურდისტულ სტილში ასახავს ურთიერთობას ავტორსა და პერსონაჟებს შორის. დაწერილია 1921 წელს, იმავე წელს შედგა პიესის სასცენო პრემიერა. ქვეყნდება იტალიურად.

Sei Personaggi In Cerca d'Autore
0.99ლარი

Sei Personaggi In Cerca d'Autore

ლუიჯი პირანდელო

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

გალაკტიონის, ირაკლი ყანჩელის, ს. ერთაწმინდელის პოეზია, გოეთეს თარგმანი, წერილები, მოთხრობები, სიახლეები გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალის მეოთხე ნომერში. გამოცემულია 1922 წლის 24 დეკემბერს.

"დაკვირვებანი წმინდა იოანეს აპოკალიფსისზე" მეორე ნაწილია წიგნისა (პირველი, "დაკვირვებანი დანიელის წინასწარმეტყველებებზე" წლის დასაწყისში გამოიცა), რომელშიც ავტორი, მისი აზრით უკვე განხორციელებულ წინასწარმეტყეველებათა ახსნის გზით, ცდილობს მომავლის მოვლენათა განჭვრეტას.

გალაკტიონის, გ. აგარელის, ბაბილინას, ს. ერთაწმინდელის, ნარკანის პოეზია, გოეთეს თარგმანი, წერილები, სიახლეები გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალის მესამე ნომერში. გამოცემულია 1922 წლის 17 დეკემბერს.

კრებულში შესულია ტიციანის ანტისაბჭოთა პათოსით გამსჭვალული ლექსები, პატრიოტულ მოტივზე შექმნილი პოეტური ნაწარმოებები და ლირიკული თხზულებები.

ლექსები
0.99ლარი

ლექსები

ტიციან ტაბიძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star