ემიგრანტი ქართველი მწერლის ნოსტალგიური რომანი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხატვრული ნაწარმოებია მე-20 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში. დაბრუნების იდეა, რასაც მწერალი პოლიტიკური ემიგრაციის შემდეგ მწვავედ განიცდიდა, სწორედ "გველის პერანგში" ხორციელდება ვირტუალურად. უაღრესად მაღალი ოსტატობით შესრულებული თხზულება არც ერთ ქართველ მკითხველს არ დატოვებს გულგრილს.
კრებულში შესულია ქართველი პოეტისა და პუბლიცისტის, ტერენტი გრანელის ლიტერატურული წერილები, ნარკვევები და ამონარიდები პირადი დღიურიდან. ავტორი საინტერესოდ აფასებს მისი თანამედროვეების ვალერიან გაფრინდაშვილისა გალაკტიონის პოეზიას, ხშირად ახსენებს მეგობრებსა და ტრაფობის ობიექტებს. ამ ჩანახატებით კიდევ ერთელ ვრწმუნდებით ტერენტი გრანელის ნატიფ, თავმდაბალ, ბავშვურ და ჭეშმარიტად პოეტურ სულიერ სამყაროში.
"დაკვირვებანი დანიელის წინასწარმეტყველებებზე" პირველი ნაწილია წიგნისა, რომელშიც ისააკ ნიუტონი ცდილობს გაერკვეს ქრისტიანული რელიგიის საწყისებში და ახსნა უპოვოს, ერთის მხრივ, იესოს მოვლენასა და მისგან გამომდინარე დამდგარ და სამომავლო შედეგებს, ხოლო, მეორეს მხრივ, გააანალიზოს ეკლესიის განვითარების გზა. თარგმანი ქართულ ენაზე სრულდება პირველად.
მე–20 საუკუნის დიდ ქართველ პოეტთა შორის ალბათ ტერენტი გრანელის შესახებ ყველაზე ცოტაა ნათქვამი და მისი შემოქმედებაც მწირად არის წარმოდგენილი. წინამდებარე კრებული პიტველი მცდელობაა მისი პოეზიის სრულად წარმოდგენისა ელექტრონულ ფორმატში. კრებულის მეორე ტომში შესულია პოეტის სამასამდე ლექსი.
არავის აღუწერია ბატონყმობის შემდგომი იმერეთის ყოფა ისეთი სევდანარევი იუმორით, უტყუარობითა და სისადავით, როგორც ეს დავით კლდიაშვილმა შეძლო. ქართული ლიტერატურის კლასიკოსის წინამდებარე კრებულში შესულია ყველასათვის საყვარელი მოთხრობები: "სოლომან მორბელაძე", "ბაკულას ღორები", "როსტომ მანველიძე" და სხვა.