კრებულში შესულია აკაკი წერეთლის ისეთი ყველასათვის ნაცნობი მოხრობები, როგორიც არის პატრიოტული "ბაში–აჩუკი", ბიოგრაფიული "ჩემი თავგადასავალი", ასევე ნაკლებად ცნობილი "სამგვარი სიყვარული", "ყვითელი სანთელი" და სხვა.
"ქართლის ცხოვრების" XI წიგნი, რომელიც მოიცავს პერიოდს XIII საუკუნის 10-იანი წლებიდან XIV საუკუნის 10-იან წლებამდე, მეფე ლაშა გიორგიდან ქართლის მეფე ვახტანგამდე.
1926 წელს შექმნილი ეს რომანი სიუჟეტის, პრობლემატური თემატიკის, ღია კითხვებისა და გაბედული სცენების გამოისობით დღემდე რჩება ქართველთა ერთ–ერთ უსაყვარლეს საკიხავ წიგნად.
ბატონყმობის წინააღმდეგ მებრძოლი გლეხის, ხალხური ეპოსის გმირის, არსენა ოძელაშვილის შესახებ ისტორიული რომანი მიხეილ ჯავახიშვილმა 1933-36 წწ. შექმნა. ნაწარმოებში ასახულია ქართველი ხალხის ბრძოლა ეროვნული თავისუფლებისათვის და გლეხთა მოძრაობა სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ.
"მაკბეტი" (სრული სახელწოდებაა "მაკბეტის ტრაგედია") გახლავთ შექსპირის მიერ სავარაუდოდ 1606 წელს შექმნილი პიესა, რომელიც მის ერთ–ერთ ყველაზე მძიმე და გავლენიან ნაწარმოებად ითვლება
ვაჟას პოემების სრულის კრებულის მეორე ტომში შესულია 1898-1915 წწ. შექმნილი ნაწარმოებები, მათ შორის "გველის მჭამელი", "ძაღლიკა ხიმიკაური", "ნახევარ-წიწილა" და სხვა.
XIX საუკუნის დასასრულის რომანში ასახულია იმდროინდელი საქართველოს სოციალური მდგომარეობა, ახალი კლასის - ვაჭრების - დამკვიდრება, ქვეყნის ჩამორჩენილობა, კაპიტალის დამკვიდრება და ამით გამოწვეული სოციალური უთანასწორობა; და ეს ყველაფერი ტრაგიკულად დასრულებული სიყვარულის ფონზე.
მეფისა და პოეტის ამ კრებულში შესულია პოემები: სასულიერო და ზნეობრივი შინაარსის "სარკე თქმულთა", კრიტიკული "გაბაასება რუსთველთან", "ანბანთქება", "კიდურწერილობა" და სხვა ლექსები.
პიესა შექმნილია 1605-06 წლებში და მოგვითხრობს ბრიტანეთის ლეგენდარული მეფე ლირის ისტორიას, რომელმაც წლების მიწურულს სამ ქალიშვილს შორის სამეფოს განაწილება გადაწყვიტა.
ანასეულ "ქართლის ცხოვრებაში" შესული ისტორიული ნაშრომი, რომელიც მოიცავს პერიოდს 1125 წლიდან 1223 წლამდე და მოკლედ აღწერს დემეტრე I-ის, გიორგი III-ის, თამარისა და გიორგი IV ლაშას ცხოვრებას.
პირველი ქართული საერო რომანი, სავარაუდოდ შექმნილი XI-XII საუკუნეებში. მთავარი პერსონაჟია ამირან დარეჯანისძე, რომლის საგმირო-საფალავნო საქმეთა გადმოცემას ხუთი კარი ეთმობა.